ლაილი და არჩი ფიქრობენ თუ არა, რომ ისინი საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ საკუთარ პლანშეტებთან? "დიახ,"- ამბობს ლაილი. "არა, უდაოდ,"- აცხადებს არჩი.
ჩემი ბავშვები ციფრულ სამყაროში იმდენ ხანს ატარებენ, რამდენსაც - რეალურ ცხოვრებაში.
მეგობრებთან ჩეთაობენ Xbox Live-ში, FaceTime-ში, თუ Instagram-ის პროფაილს ამოწმებენ, ისეთი შტაბეჭდილება მექმნება, თითქოს ჩვენს სახლში ყოველთვის არის ვირტუალური სტუმარი.
რვა და ათი წლის ასაკში მათ უკვე ცხოვრებისაგან ფუნდამენტალურად განსხვავებული მოლოდინები აქვთ, ვიდრე - მე. ისინი არიან იმ პირველი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ეკრანს ხელით ეხებოდნენ და უკვირდათ, რატომ არ რეაგირებდა; ისინი არიან პირველები, რომლებმაც სათამაშოს გატეხვის დროს თქვეს: "ნუ დარდობ, შეგვიძლია ახალი გადმოვტვირთოთ"; პირველები, ვინც გაიაზრა, რომ რეალური ცხოვრება შეუმჩნევლად გადის ციფრულ სამყაროში.
ამ ციფრული სამყაროს მკვიდრებს კარგად ესმით მისი ეტიკეტი - როგორ ამესიჯონ, როგორ მისწერონemail-ი, როგორ ისარგებლონ wi-fi-ით, როგორ უყურონ იმას, რაც სურთ, ან როდესაც სურთ. ყოველგვარი დავალება მათთვის ამჟამად უკვე ადვილი შესასრულებელია, რადგანაც მთელ ვირტუალურ ცოდნაზე თითის შეხებით მიუწვდებათ ხელი ინტერნეტში.
Комментариев нет:
Отправить комментарий