среда, 13 апреля 2016 г.

,ფუნდამენტალიზმი," ძირგამომთხრელი, ,,ხისტი," ,,გამაღიზიანებელი," :კონსტანტინოპოლის ბრალდებები საქართველოს საპატრიარქოს




კონსტანტინეპოლის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს, ფუნდამენტალიზმში და ,,წმინდა და დიდი კრების ძირგამომთხრელ საქმიანობაში" ადანაშაულებს.



როგორც კონსტატნტინეპოლის საპატრიარქოში აცხადებენ,მითია, რომ თითქოს მართლმადიდებლურ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია არის ,,მისაბაძი მაგალითი" და სარწმუნების დამცველი.



,,ქართველმა მამებმა სული ამოგხვადეს სანამ თავისას არ მიაღწიეს"-განაცხადა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა.


საქმე ეხება წმინდა კრებაზე გასატან დოკუმენტებს, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნით არაერთი ცვლილება შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა ეპარქიებისთვის მისაღები იყო.

კრება 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე გაიმართება, მანამდე კი საქართველოს ეკლესიას კრიტიკის მოსმენა მოუწევს.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიას "ხისტ და გამაღიზიანებელ" ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქოს ,,შუა საუკუნეებში დაბრუნების და კრების ჩატარების საკითხის ჩიხში შეყვანის სურვილი აქვს. 

გიორგი ცეცისის თქმით, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გასვლა ეთნოფილეტიკურ და პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და საერთო არ აქვს, რწმენის წაბილწვასთან,როგორც ეს ოფიციალურად დაასახელეს .

ის საქართველოს ეკლესიას 13 ეკლესიის და 300 მილიონი მორწმუნის ,,მძევლად აყვანაში " ადანაშაულებს და დასძენს, რომ ეს არ არის ძმური საქციელი.
.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ბრალდებებს პასუხობს ქართული მხარე და ამბობს, რომ ისინი ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამაკნინებელ დამოკიდებულებაში ავლენენ.

ქართული მხარის მტკიცებით, მათ არ ეძლეოდათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება.
მათი თქმით, "სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს".
ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან გრძელდება, რასაც შესაძლოა მსოფლიო დიდი და წმინდა კრების გადადება მოჰყვეს.

დიდ კრება პირველად ტარდება. მართალია ცნობილი იყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა საკითხზე არსებობდა და საქართველოს საპატრიარქო მათ პოზიციებს არ იზიარებდა, თუმცა ამ მასშტაბის გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა არავინ ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ კრებაზე გასატან საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გასულ წელს ქართულმა ეკლესიამაც გაავრცელა,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, იმწესებს, რომელიც კრებაზე მოქმედებს. იმ შემთხვევაში თუ კრების მონაწილეები შეთანხმებას ვერ შეძლებენ და ერთი ეკლესია მაინც გაუწევს წინააღმდეგობას, მაშინ საკითხი აღარ განიხილება.


"წმინდა სინოდის კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მან გააკეთა მოკლე მიმოხილვა მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართლმადიდებლურ ცენტრში 2016 წლის 22-27 იანვარს გამართული წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სხდომის შესახებ, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ისაუბრეს წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველი ექვსი დოკუმენტის და რეგლამენტის თაობაზე.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) წმინდა სინოდის წევრებს შეახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის პოზიცია შამბეზის შეხვედრაზე და, ამასთან, ორ დოკუმენტთან, - "ავტონომია და მისი გამოცხადების გზა" და "მართლმადიდებლური დიასპორა," - დაკავშირებით კრებაზე გამოთქმული მოსაზრებები გააცნო.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა შემდეგი ორი საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკელსიის ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან" და "მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს." აღინიშნა, რომ პირველ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ასევე ორ თემაზე: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "წმინდა და დიდი კრების ჩატრების რეგლამენტი." ითქვა, რომ წარმოდგენილი სახით "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ: დასახვეწია I ნაწილის მე-10 პარაგრაფი, ხოლო კანონიკური სამართლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება II ნაწილის V პარაგრაფი (IV მსოფლიო კრების XIV კანონი: ტრულის კრების 72 კანონი: ლაოდიკიის 31 კანონი, რუის-ურბნისის 16 კანონი), რის გამოც ჩვენმა დელეგაციამ მას ხელი არ მოაწერა.

თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის კრებას მოახსენა მეექვსე საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში."

აღინიშნა, რომ ამ თემის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია და წერილობითაც დატოვეს განაცხადი სამდივნოში.

ბოლოს ითქვა ისიც, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების წინამოსამზადებელ შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს არ დაეთანხმა ანტიოქიის ეკლესიის საპატრიარქოს დელეგაცია.

მღვდელმთავართა მიერ იყო დასმული შეკითხვები; განიმარტა ზოგიერთი მუხლი.

წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა:

1) წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დაინიშნოს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

2) მსოფლიო საზოგადოებისადმი წმინდა და დიდი კრების მიმართვის ტექსტის შემდგენელი სარედაქციო კომისიის წევრად დასახელდეს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

3) 2016 წლის მარტში, კონსტანტინეპოლში, ეკლესიათა წიმანძღოლების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან გამოირჩეს ოცდაოთხი (24) მღვდელმთავარი.

4) შედგეს სამუშაო შეხვედრები წმინდა სინოდის წევრების, სასულიერო პირებისა და ღვთისმეტყველების, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წმინდა და დიდ კრებაზე წარსადგენად", - აღნიშნულია განჩინებაში.




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий