четверг, 14 апреля 2016 г.

სქემიღუმენი: ვიდრე არსებობს სექტა მმკ, მსოფლიო საეკლესიო კრებაში საქართველოს საპატრიარქოს მონაწილეობა ძნელი წარმოსადგენია


 „ვიდრე სექტა სახელწოდებით ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" არსებობს და იგი გესტაპოს ფუნქციებს ასრულებს დეკანოზ დავით ისაკაძის მეთაურობით, მე პირადად საშველს ვერ ვხედავ“, - ასე ეხმაურება სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე საქართველოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის არსებულ დაპირისპირებას.
როგორც სქემიღუმენმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საეკლესიო სასამართლო და საპატრიარქოში სრული განუკითხაობაა. სქემიღუმენის შეფასებით, საქართველოს ეკლესიაში იმდენი პრობლემაა დაბალასტებული, უკვე ძნელი წარმოსადგენია მათი მე-8 კრებაში მონაწილეობის მიღების ადეკვატურობაზე საუბარი.
სქემიღუმენი ილია ვაშაკიძე რამდენიმე საპატრიარქოში არსებულ რამდენიმე დარღვევაზე საუბრობს:

„საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საეკლესიო სასამართლო და საპატრიარქოში სრული განუკითხაობა სუფევს, სინოდის სხდომაზე დაბარების გარეშე წყვეტენ სასულიერო პირების ბედს, ისე, რომ იმ სასულიერო პირს, რომლის საკითხიც განიხილება, არ ასწრებენ სინოდის სხდომას, რაც დიდი სჯულის კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მეუფე სპირიდონი (აბულაძე) აშკარა ერესს ქადაგებს და სინოდი 3 წელიწადია დუმს. ქორეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), მიუხედავად სინოდის განჩინებისა, აშკარად არღვევს საარჩევნო კოდექსს, სინოდი ისევ დუმს, მიუხედავად იმისა, რომ სინოდმა თავად განაჩინა წინასაარჩევნო კამპანიაში დიაკონთა, მღვდელთა და ეპისკოპოსთა არ ჩარევის შესაებ.
2013 წლის 17 მაისის გახმაურებული მოვლენები კი აშკარად შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) საჯაროდ უტიფრად ცრუობს. საქართველოს საპატრიარქომ და ეპისკოპატმა ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ეკლესიას ძირითადი ფუნქცია დაეკარგა და საპატრიარქოს კანონებით გაეგრძელებინა ეკლესიას ფუნქციონირება და არა პირიქით - საპატრიარქოს ეკლესიის კანონებით. რა წესრიგზეა საუბარი, როდესაც ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და ამაზე კაციშვილი ხმას არ იღებს, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე უტიფრად ამტკიცებს იმას, რაც არ მომხდარა, რაზედაც ჩვენი პირადი სატელეფონო საუბარი მოწმობს. რა კონსესუსზე შეიძლება იყოს საუბარი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან, როდესაც 1872 წელს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ადგილობრივი კრების განჩინებით ეთნოფილეტიზმი აღიარებულია, როგორც დედა ეკლესიისათვის უცხო სწავლება და ერესი და რომელსაც აღმოსავლეთის პატრიარქებმა დაუჭირეს მხარი, რაც მძვინვარებს საქართველოს საპატრიარქოს კედლებსა და რიგი ტაძრების ამბიონებიდან, რაზედაც კრინტს არ ძრავს სინოდი.
ახლა ვისაუბროთ მთავარზე: ცრუპენტელა მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) ბრალს დებს სიცრუეში პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისს, თითქოსდა იგი დეზინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ეკლესიაში იმდენი პრობლემაა დაბალასტებული, უკვე ძნელი წარმოსადგენია მათი მე-8 კრებაში მონაწილეობის მიღების ადეკვატურობაზე საუბარი. ვიდრე სექტა სახელწოდებით ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" არსებობს და იგი გესტაპოს ფუნქციებს ასრულებს დეკანოზ დავით ისაკაძის მეთაურობით, მე პირადად საშველს ვერ ვხედავ. ისღა დამრჩენია ძალიან ხშირად წარმოვთქვა სიტყვები ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". იმედი ბოლოს კვდება“ - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ სქემიღუმენმა ილია ვაშაკიძემ.
სქემიღუმენის შეფასებით, სანამ საქართველოს საპატრიარქოში ასეთი განუკითხაობაა, იქამდე საშველი არ იქნება“
„ვიდრე საქართველოს საპატრიარქოში განუკითხაობას, ეთნოფილეტიზმის და სხვა სახის ერესის ქადაგებებს ბოლო არ მოეღება და თავს არ დავანებებთ სტალინის ,,გენიისა" და პუტინის ,,სიბრძნის" კულტივაციას და საკუთარი ეკლესიის პრობლემებს არ მივხედავთ, მე პირადად არ ვიცი რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. დიდი ილიასი არ იყოს ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ". მარად თქვენთვის მლოცველი უღირსი მაგრამ მოქმედი სქემიღუმენი ილია (ვაშაკიძე)“, - აღნიშნა „ექსპრესნიუსთან“ სქემიღმენმა ილია ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, "დიდი და წმინდა კრების" წინ, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს დიდი დაპირისპირებაა და ერთ-ერთი მხარე საქართველოს ეკლესიაა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ ის კულუარებიდან გარეთ გამოვიდა და მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს ეკლესია ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ტონითა და ბრალდებებით აღსავსე საჯარო წერილებითაც კი მიმართავენ.
ბრალდებები პირველად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან გაისმა - მათ საქართველოს ეკლესია "ხისტ და გამაღიზიანებელ" ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის "ჩიხში შეყვანაში", "ფუნდამენტალიზმსა" და "შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში" დაადანაშაულეს.
ქართული მხარე კი საპასუხოდ კონსტანტინეპოლს ქართველებისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს დელეგატებს არ ეძლევათ პოზიციების დაფიქსირების უფლება. მეტიც, "სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს, რის გამოც საქართველოს წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს".
იმდენად დაძაბულია ურთიერთობა კონსტანტინეპოლსა და საქართველოს შორის, რომ შესაძლოა, "დიდი და წმინდა კრების" ჩატარებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ცნობისთვის, 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დიდ კრებას პირველად ატარებს და მართლმადიდებელ სამყაროში ეს დიდი მოვლენაა. წინასწარ ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს სამზადისი დიდი დაპირისპირების ფონზე წარიმართებოდა. თუმცა, დაპირისპირება ასე საჯარო და შეურაცხმყოფველ სახეს თუ მიიღებდა და თან ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი როლი საქართველოს ეკლესიას თუ ექნებოდა, ამას არავინ პროგნოზირებდა.
კრებაზე სულ 6 საკითხის გატანა იგეგმება. გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიიღონ. ამდენად, ერთი ეკლესიის წინააღმდეგობაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საკითხი დაიბლოკება და ამიტომაც 14-ვე ეკლესიის თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კრებაზე გასატანი 6 საკითხი იანვრის ბოლოს შვეიცარიაში შეთანხმდა. საქართველომ ერთი საკითხის - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზების" არსებული სახით გატანას ხელი არ მოაწერა. მეორე საკითხი, "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", შესწორდა და პატრიარქმა ილია მეორემ მას ხელი მოაწერა.






წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий