понедельник, 1 сентября 2014 г.

მჭედლიშვილი- იმპერიის მარწუხებში


ვისაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან რაიმე შეხება ჰქონია, არ შეიძლება მეხსიერებაში სამუდამოდ არ აღბეჭდოდა მიხეილ მჭედლიშვილის შთამბეჭდავი პორტრეტი – დინჯი, აუღელვებელი, კაცთმოყვარე, ალალმართალი, სამართლიანი, პრინციპული, შეუპოვარი, სამშობლოსადმი უზომოდ შეყვარებული, თავისი ქვეყნის ისტორიის არამარტო ზედმიწევნით კარგად მცოდნე, არამედ მოამაგე და ღირსეული დამფასებელი. 
მიხეილ მჭედლიშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა უპირველეს რიგშია, ვინც დისიდენტის უმძიმესი გზა უმწიკვლოდ, უანგაროდ, დაუღალავად, უპრეტენზიოდ განვლო სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ბატონი მიხეილი სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრი იყო მისი დაარსების დღიდან. იგი არცერთ მნიშვნელოვან საკითხს არ ტოვებდა უყურადღებოდ. მისი გამოსვლები იყო ლაკონური, საქმიანი, ანგარიშგასაწევი. სწორედ ამიტომ, მის მოსაზრებებს კონკრეტულ საკითხებზე ყოველთვის ითვალისწინებდა წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. 
ეთერ მგალობლიშვილი
 
სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების ყოფილი წევრი 

  

საქართველო ბოროტების იმპერიის
500-წლოვან მარწუხებში

 გამომცემლობა შპს
“ეროვნული მწერლობა“
     


წიგნი პირველი



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий