понедельник, 1 апреля 2013 г.

ფრინველთა და ძუძუმწოვართა ფანტასტიკური ევოლუცია


თეორიის თანახმად, სიცოცხლემ ევოლუცია განიცადა წყალში და ამფიბიებთან ერთად ხმელეთზე გადაინაცვლა. იგივე თეორიის მიხედვით, ამფიბიების ერთი ნაწილი გადაიქცა ქვეწარმავლებად, რომლებიც მხოლოდ ხმელეთზე ბინადრობენ. ფიზიოლოგიისა და ანატომიის თვალსაზრისით ასეთი გარდაქმნა შეუძლებელია. მაგალითად, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ წყლის ბინადარი ამფიბიების კვერცხების გადაქცევა ხმელეთზე მობინადრე ქვეწარმავალთა კვერცხებად გამორიცხულია. ნამარხი ცხოველების გამოკვლევა გვიდასტურებს, რომ ასეთი გარდაქმნა ბუნებაში არ არსებულა: ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს შორის კავშირი არ არსებობს და მათ საერთო “წინაპარი” არასდროს ჰყოლიათ. ევოლუციონისტი რობერტ ქეროლი, რომელმაც ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის დარგში გაითქვა სახელი, იძულებულია აღიაროს, რომ:
“უძველესი ქვეწარმავლები სრულიად განსხვავდებიან ყველა ამფიბიისგან და მათი საერთო წინაპარი არ არის გამოვლენილი”. 37
ფრინველთა ფილტვების განსაკუთრებული აგებულებაფრინველთა ფილტვების განსაკუთრებული აგებულება
ფრინველთა ფილტვების განსაკუთრებული აგებულება
ფრინველების ანატომიური აგებულება რადიკალურად განსხვავდება მათი ეგრეთ წოდებული “წინაპრების” – ქვეწარმავლების აგებულებისგან. მაგალითად, ფრინველთა ფილტვების მოქმედების მექანიზმი სრულიად არ ემთხვევა ხმელეთის ბინადართა მექანიზმს, რომლებიც შესუნთქვასა და ამოსუნთქვას ერთი სასუნთქი გზით ახორციელებენ. ფრინველებში ეს პროცესი მნიშვნელოვნად არის გართულებული. ჰაერის მოძრაობა ფრინველების ფილტვებში მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება, რაც მიიღწევა ფილტვების წინა და უკანა კედლებზე არსებული საგანგებო საჰაერო ტომსიკების საშუალებით. ამ სისტემის წყალობით, ფილტვებში ჟანგბადის რაოდენობა რამდენჯერმე იზრდება, განსაკუთრებით ფრენის დროს. სასუნთქი სისტემის ასეთი კონსტრუქცია სავსებით უზრუნველყოფს ფრინველს ფრენის დროს აუცილებელი დიდი რაოდენობის ჟანგბადით. ამ სისტემის ევოლუციის შედეგად რეპტილიებისგან წარმოქმნა შეუძლებელია, რადგან სუნთქვის პროცესის ახსნა ფილტვების რომელიღაც “გარდამავალი ფორმით” გამორიცხულია.
ფრინველთა ფილტვების განსაკუთრებული აგებულება
თუმცა, ევოლუციის ზღაპრის ყველა შეძლებელი ვარიაცია ამით არ ამოწურულა. ახლა საჭირო იყო, ეიძულებინათ ხმელეთზე ამოსული ეს ცოცხალი ორგანიზმები, “ცაში ფრენა” ესწავლათ. ევოლუციონისტებს ღრმად სწამთ, რომ ფრინველებს ევოლუცია უნდა განეცადათ და რომ ისინი ქვეწარმავლებისგან წარმოიშვნენ.
თუმცა, არც ერთი მექანიზმი ფრინველის ორგანიზმისა, რომელიც სრულიად განსხვავებულია ხმელეთის ბინადართა ორგანიზმისაგან, არ შეიძლება ევოლუციის მრავალსაფეხურეობრივი მოდელით აიხსნას. მთავარ თავისებურებას, რაც ფრინველს ფრინველად ხდის, ანუ ფრთებს, ევოლუციური თეორია ჩიხში შეჰყავს. თურქი ევოლუციონისტი ენგინ კორური აღიარებს, რომ ფრთების ევოლუცია შეუძლებელია:
“თვალებსა და ფრთებს საერთო აქვს ის, რომ მათი მოქმედება მხოლოდ ყველა თავისებურების კომპლექსური განვითარების შედეგად არის შესაძლებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია, არასრულყოფილი თვალებით ხედვა და ცალი ფრთით ფრენა. ამ ორგანოების წარმოქმნა ბუნების აუხსნელ საიდუმლოებად რჩება.” 38
როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ შემთხვევითი მუტაციის
შედეგად ფრთების სრულყოფილი სტრუქტურა გაჩენილიყო? ეს კითხვა უპასუხიდ რჩება. შეუძლებელია იმის ახსნაც, თუ გენური სტრუქტურების შეცვლის, ანუ მუტაციის შედეგად ქვეწარმავალთა წინა კიდურები ფრთებად როგორ გადაიქცა. გარდა ამისა, ხმელეთის ცხოველთა ფრინველებად გარდაქმნისთვის მხოლოდ ფრთები არ არის საკმარისი. ქვეწარმავლებს არ გააჩნიათ ის მექანიზმები, რომლებიც აქვთ ფრინველებს და რომლებსაც ისინი ფრენისას იყენებენ. მაგალითად, ფრინველების ძვლები ქვეწარმავალთა ძვლებზე გაცილებით მსუბუქია. ფილტვების სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი მოქმედების მექანიზმი. განსხვავებულია ძვალკუნთოვანი და გულსისხლძარღვთა სისტემები. ამ მექანიზმების შექმნა თვისებების “თანდათან დაგროვების” გზით შეუძლებელია. ამ მიზეზთა გამო, ქვეწარმავალთა ფრინველებად გადაქცევის თეორია სხვა არაფერია, თუ სრული სისულელე. ყოველივე ზემოთქმულის მერე უნებურად იბადება კითხვა: ვთქვათ და ეს, ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს მოკლებული ზღაპრები დავიჯერეთ, სად არის “თითოფრთიანი” და “ნახევარფრთიანი” არსებების ნამარხები?

არქეოპტერიქსი – მითური გარდამავალი ფორმა

ბუმბული
ფრინველთა ბუმბულზე დაკვირვებისას ნათლად ჩანს ათასობით პატარა ბუმბული, რომლებიც ერთმანეთთან მიკროსკოპული კაუჭებით არის მიბმული. ფრინველის ფრთის ეს განუმეორებელი, ნატიფი და ამავდროულად, უმტკიცესი მექანიზმი ფრინველებს არაჩვეულებრივ აეროდინამიკურ შესაძლებლობებს უქმნის.
კითხვაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა “თითოფრთიანი” და “ნახევარფრთიანი” არსებების ნამარხები, ევოლუციონისტებს მაგალითად ერთადერთი ცოცხალი არსება მოჰყავთ. ეს არის ნამარხი არქეოპტერიქსისა, რომელიც დღემდე ითვლება გარდამავალ ფორმად.
ევოლუციონისტების აზრით, არქეოპტერიქსი, რომელიც 150 მილიონი წლის წინ არსებობდა, დღევანდელი ფრინველების წინაპარია. ამ თეორიის თანახმად, ზოგიერთმა პატარა დინოზავრმა, Velociraptorn-მა Dromeosaur-მა, ევოლუციის წყალობით ფრთები გამოისხა და ცაში გაინავარდა. არქეოპტერიქსი პირველად გამოეყო თავის წინაპრებს და ფრენა დაიწყო. ეს შეთხზული ამბავი თითქმის ყველა ევოლუციონისტურ ნაშრომში მეორდება.
თუმცა, არქეოპტერიქსის ნაშთების უკანასკნელი გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ეს გარდამავალი ფორმა კი არა, გადაშენებული ფრინველია, რომლის თვისებები დღევანდელი ფრინველების თვისებებისგან განსხვავდება. უკანასკნელ დრომდე, ევოლუციონისტები არქეოპტერიქსს “ნახევარფრინველად” თვლიდნენ, რომელსაც ფრენა პრაქტიკულად არ შეეძლო. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ამ “ფრინველს” არა აქვს მკერდის ძვალი, რომელზეც ფრენისთვის აუცილებელი კუნთები უნდა ყოფილიყო “მიმაგრებული”. თანამედროვე ფრინველებს, მიუხედავად იმისა, იციან ფრენა თუ არა, და სხვა ოჯახის წარმომადგენელ ღამურებსაც კი, მკერდის ძვალი აქვთ.
კონსტრუქცია, რომელსაც ევოლუცია ვერ ხსნის: ფრინველის ბუმბულები
ევოლუციის თეორიას, რომელიც ქვეწარმავლების ფრინველებად გარდაქმნას ამტკიცებს, არ ძალუძს ცოცხალი არსებების ამ სახეობათა შორის თვისობრივი განსხვავება ახსნას. ფრინველები ქვეწარმავლებისგან ზოდიერთი განუმეორებელი თავისებურებით განსხვავდებიან: ჩონჩხით, რომელიც ნაწილობრივ ღრუ მილისებრი ძვლებისგან შედგება, ფილტვებისა და მთელი სასუნთქი სისტემის სპეციფიკური აგებულებით, ნივთიერებათა ცვლით, რაც მხოლოდ თბილსისხლიანი ორგანიზმებისთვის არის დამახასიათებელი. ისეთი სტრუქტურა, როგორიცაა ბუმბული, რომელიც მხოლოდ ფრინველების კუთვნილებაა, გადაულახავ კედლად არის აღმართული ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის. ქვეწარმავლების სხეული ქერცლით არის დაფარული მაშინ, როცა ფრინველები ბუმბულით არიან შემოსილნი. რადგანაც ევოლუციონისტები ქვეწარმავლებს ფრინველების წინაპრებად მიიჩნევენ, მათ მოუწევთ როგორღაც ახსნან ქერცლის ბუმბულებად ქცევის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საერთო არაფერია. ფრინველთა ბუმბულზე დაკვირვებისას ნათლად ჩანს ათასობით პატარა ბუმბული, რომლებიც ერთმანეთთან მიკროსკოპული კაუჭებით არის მიბმული. ფრინველის ფრთის ეს განუმეორებელი, ნატიფი და ამავდროულად, უმტკიცესი მექანიზმი ფრინველებს არაჩვეულებრივ აეროდინამიკურ შესაძლებლობებს უქმნის. კონექტიკუტის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და ნეიორობიოლოგიის პროფესორი ა.ჰ. ბრაში, თავისის ევოლუციონისტური შეხედულებების მიუხედავად, აღიარებს:
ფრინველთა და ძუძუმწოვართა ფანტასტიკური ევოლუცი
“ბუმბული და ქერცლი, გენეტიკური სტრუქტურიდან მოყოლებული განვითარებამდე, მორფოლოგიიდან ქსოვილების სტრუქტურებამდე, აბსოლუტურად ყველაფერში განსხვავებულია”. 1
ამასთან, პროფესორ ბრაშის აზრით, “ბუმბულიანი ფრინველების ცილების სტრუქტურა ფრიად თავისებურია და სხვა ხერხემლიანების ცილებს არ ჰგავს”. 2
ამასთან, არ არსებობს არცერთი ნამარხი, რომელიც ქერცლიდან ბუმბულის წარმოქმნას დაამტკიცებდა. პირიქით, როგორც პროფესორი ბრაში აღნიშნავს, “ნამარხი ნაშთები გვიმტკიცებს, რომ ბუმბულები გაჩნდა უეცრად და როგორც მხოლოდ ფრინველებისთვის დამახასიათებელი თავისებურება”. 3 ხოლო ქვეწარმავლებში “არ აღმოჩნდა ეპიდერმისის წარმონაქმნები” 4, რომელთაც შეეძლო ფრინველების ბუმბულის წარმოქმნის მიზეზი გამხდარიყო. 1997 წელს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა შემდეგი: “1996 წელს ჩინეთში აღმოჩენილი ფრთოსანი დინოზავრის მასმედიის მიერ ფართოდ გახმაურებულ ამბავს სინამდვილეში არავითარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია, რადგან ზემოთხსენებული სინოსაუროპტერიქსის (შინოსაუროპტერიხ) ნაშთს ბუმბულის მსგავსი წარმონაქმნი არ გააჩნია”. 5
მეორე მხრივ, ფრინველის ბუმბულის კონსტრუქცია იმდენად კომპლექსურია, რომ რომელიმე ევოლუციური პროცესით შეუძლებელია. ცნობილი ორნიტოლოგი არმან ფედუჩი აღნიშნავს: “ბუმბულების ყოველი დეტალი ფრთებს აეროდინამიკურ თვისებებს ანიჭებს. ისინი მსუბუქია, მოქნილი და საოცარი ამწევი ძალით გამოირჩევა”. ფედუჩი აღიარებს ევოლუციის თეორიის უმწეობას: “არ მესმის, როგორ შეიძლება ფრენის პროცესს ესოდენ მშვენივრად მორგებული ორგანოები სხვა მიზნით წარმოშობილიყო”. 6
ფრინველთა ბუმბულების კონსტრუქციამ საგონებელში ჩააგდო თვით ჩარლზ დარვინიც, რომლის თქმით, “ფარშევანგის ბუმბულმა, თავისი სრულყოფილებით, ლამის “ჭკუაზე შეშალა”. თავის  უახლოეს მეგობარს ა. გრეის დარვინი წერდა: “უმეტესწილად, თვალებზე ფიქრი თეორიის მიმართ გულგრილს მხდიდა. მაგრამ დროთა ვითარებაში ამას მივეჩვიე... თუმცა, დღესდღეობით ბუნების ზოგი ქმნილება ძლიერ მაღელვებს. მაგალითად, ფარშევანგის ბუმბულის დანახვაზე ლამისაა, ჭკუაზე შევცდე”. 7

literatura
1. A.H. Brush, “On tye Origin jf Feathers”, Jurnal of Evolutionary Biology, IX gam.,1996, gv. 132.
2. A.H. Brush, “On tye Origin jf Feathers”, gv. 131
3. A.H. Brush, “On tye Origin jf Feathers”, gv. 133
4. A.H. Brush, “On tye Origin jf Feathers”, gv. 131
5. “Plucking the Feathered Dinosaur”, sciens,  278, 14.x.1997, gv. 1229.
6. Douglas Palmer, “learning fi Fle”, New Scientist, gam. 153, 1.3.1997,  gv. 44.
7. Nirman Macbeth, Darwin Retried: An Appeal to Reason. Boston: Gambit, 1971, gv.  101
თუმცა, 1992 წელს აღმოჩენილი არქეოპტერიქსის ნაშთმა ევოლუციონისტები განაცვიფრა, რადგან მას აღმოაჩნდა მკერდის ძვალი, რომლის არსებობასაც ისინი უარყოფდნენ. ჟურნალში “Nატურ” ეს აღმოჩენა ასე აღიწერა:
“არქეოპტერიქსის ბოლო, მეშვიდე ნაშთმა დაამტკიცა მკერდის სწორკუთხა ძვლის არსებობა, რისი შესაძლებლობაც დამადასტურებელი საბუთების უქონლობის გამო ეჭვქვეშ დგებოდა. დიდ მანძილებზე ფრენის უნარი დღესაც საკამათო საკითხად რჩება, მაგრამ ამ ძვლის არსებობა მეტყველებს ძლიერ კუნთებზე, რომლებიც ფრენას შესაძლებელს ხდიდა. ამ აღმოჩენამ საფუძველი გამოაცალა წარმოდგენას არქეოპტერიქსზე, როგორც “ნახევრადფრინველზე”, რომელსაც ფრენის უნარი არ გააჩნდა” 39
მეორე მხრივ, ერთ-ერთ მთავარ საბუთად იმისა, რომ არქეოპტერიქსს ფრენა შეეძლო, გახდა ბუმბულების სტრუქტურა, რომელიც არაფრით განირჩევა დღევანდელი ფრინველების ბუმბულისგან და მათი ფრენის უნარზე მეტყველებს. სახელგანთქმული პალეონტოლოგი კარლ ო. დიუნბარი აღნიშნავს:
“ბუმბულების წყალობით ეს არსება ფრინველის ყველა თავისებურებას ატარებს”. 40
იმან, რომ არქეოპტერიქსებს ფრთები ჰქონდათ, კიდევ ერთი ჭეშმარიტება ამოატივტივა: ეს არსება თბილსისხლიანი იყო. როგორც ცნობილია, ქვეწარმავლები და დინოზავრები ცივსისხლიანობით გამოირჩევიან,  ანუ მათი სხეული სითბოს ვერ გამოიმუშავებს და მისი ტემპერატურა გარემო პირობებზეა დამოკიდებული. ფრინველების ბუმბულები ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებლებია – ტემპერატურას ინარჩუნებს. ბუმბულების არსებობა არქეოპტერიქსის თბილსისხლიანობას ადასტურებს, განსხვავებით დინოზავრებისგან. ანუ, ეს არის ნამდვილი ფრინველი, რომელიც სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას საჭიროებს.

ევოლუციონისტთა მცდარი შეხედულებები: არქეოპტერიქსის კბილები და ბრჭყალები

ევოლუციონისტები, როცა არქეოპტერიქსს გარდამავალ ფორმად წარმოადგენდნენ, ორ პუნქტს ეყრდნობოდნენ: კბილებსა და ბრჭყალებს. არქეოპტერიქსს მართლაც აქვს კბილები და ბრტჭყალები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ქვეწარმავლებთან კავშირს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს დროში არსებობს ფრინველთა ორი სახეობა - Taoraco და Hoatzin, რომლებსაც ბრჭყალები აქვთ ხეზე მოსაჭიდებლად. ეს ცოცხალი არსებები ნამდვილი ფრინველები არიან და ქვეწარმავლებთან არაფერი აკავშირებთ. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ არქეოპტერიქსს ბრჭყალები აქვს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გარდამავალი ფორმაა. ესე იგი, ეს მტკიცება უსაფუძვლოა.
ასევე, არქეოპტერიქსს კბილები გარდამავალ ფორმად ვერ აქცევს. ევოლუციონისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კბილები მხოლოდ ქვეწარმავლებისთვისაა დამახასიათებელი, წინასწარგანზრახულად ტყუიან. ტყუიან, რადგან კბილები მხოლოდ ქვეწარმავლებს არა აქვთ. ჩვენს დროში არსებობს ქვეწარმავალთა სახეობები, რომელთაც კბილები საერთოდ არა აქვთ. მართალია, დღეს აღარ არსებობენ კბილებიანი ფრინველები, მაგრამ მათი ნაშთები მიგვითითებს, რომ ასეთი ფრინველები არსებობდნენ არქეოპტერიქსის დროსაც და მის მომდევნო პერიოდებშიც. საქმე ისაა, რომ არქეოპტერიქსისა და სხვა ნამარხი ფრინველების კბილები სრულიად სხვა აგებულებისაა, ვიდრე დინოზავრისა, მათი ეგრეთ წოდებული წინაპრისა. ცნობილი ორნიტოლოგების – მარტინის, სტიუარტისა და უეტსტოუნის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ფრინველთა კბილების ზედაპირი ბრტყელი, ხოლო ფესვები განიერია მაშინ, როცა “ფრინველების წინაპარს” – დინოზავრ Theropod-ს, კბილების ზედაპირი კონუსისებრი, ხოლო ფესვები ვიწრო აქვს. 41 იგივე მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს არქეოპტერიქსისა და დინოზავრის მაჯის ძვლები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ შორის მსგავსება არ არსებობს. 42 ჯონ ოსტრომის მიერ შემჩნეული “მსგავსება” არქეოპტერიქსსა და დინოზავრს შორის, შემდგომში სრულად იქნა უარყოფილი ისეთი ანატომების მიერ, როგორებიც არიან ტარსიტანო, ჰეტჩი და უოლკერი. 43
ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ არქეოპტერიქსი არის არა გარდამავალი ფორმა, არამედ მიეკუთვნება ცალკე კლასს, რომელსაც შეიძლება “კბილებიანი ფრინველები” დაერქვას.

არქეოპტერიქსი და სხვა ფრინველთა ნამარხები

ათწლეულების მანძილზე ევოლუციონისტები არქეოპტერიქსს წარმოაჩენდნენ, როგორც ფრინველთა ევოლუციის ყველაზე ურყევ საბუთს. მაგრამ, უკანსკნელ ხანებში აღმოჩენილი ნაშთები ამ თეორიას კიდევ ერთი კუთხით უარყოფს..
1995 წელს ჩინეთის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ლიანჰაი ჰუმ და ჯონგ ჯუმ აღმოაჩინეს ნაშთი ფრინველისა, რომელსაც Conficiusornis-ი ეწოდა. ამ ფრინველს, რომელიც არქეოპტერიქსის ხნის, დაახლოებით 140 მილიონი წლისაა, კბილები არ ჰქონდა, ხოლო ნისკარტი და ბუმბული ისეთივე ჰქონდა, როგორც თანამედროვე ფრინველებს. ჩონჩხიც თანამედროვე ფრინველების ანალოგიური აღმოჩნდა, ხოლო ფრთებს, არქეოპტერიქსის დარად, ბრჭყალები “უმშვენებდა”.
ბუნებრივია, ამ ფაქტმა გააქარწყლა ევოლუციონისტების მოსაზრებები შესახებ იმისა, რომ ყველა ფრინველის წინაპარი არქეოპტერიქსი იყო. 44
confuciosornis
Conficiusornis
1996 წელს ჩინეთში აღმოჩენილმა ნამარხმა უფრო მეტად გაართულა ვითარება. ამ 130 მილიონი წლის წინანდელი ფრინველის  - Lianoningornis-ის არსებობის ფაქტი ჟურნალ “შციენცე”-ში ჰიუ მარტინმა და ალან ფედუჩიმ გამოაცხადეს. ამ ფრინველს აღმოაჩნდა მკერდის ძვალი, რომელზეც ჰქონდათ ფრენისთვის აუცილებელი კუნთები. ის არაფრით განსხვავდებოდა დღევანდელი ფრინველებისგან გარდა იმისა, რომ ჰქონდათ კბილები! ეს კი იმას ნიშნავს, რომ კბილებიან ფრინველებს ორგანიზმის პრიმიტიული სტრუქტურა არ ჰქონიათ, როგორც ამას ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ. 45 ალან ფედუჩიმ ჟურნალ “Discovery”-ში აღნიშნა, რომ Lianoningornis-მა ფრინველების დინოზავრებისგან წარმოქმნის ვერსია უარყო”. 46
კიდევ ერთი ნამარხი, რომელმაც არქეოპტერიქსის გარშემო ევოლუციონისტების მტკიცებულებები გააცამტვერა, არის Eoalulavis-ი. ამ ფრინველს, რომლის ასაკი 120 მილიონი წელია (ანუ 30 მილიონი წლით უმცროსია არქეოპტერიქსზე), აქვს ფრთები, როგორიც დღესაც გვხვდება ფრინველთა სამყაროში. ეს ამტკიცებს, რომ 120 მილიონი წლის წინ ცაში დაფრინავდნენ ფრინველები, რომლებიც დღევანდელ ფრინველებს ჰგავდნენ. 47
ასე და ამგვარად, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ არქეოპტერიქსსა და სხვა იმდროინდელ ფრინველებს არაფერი ჰქონდათ საერთო გარდამავალ ფორმებთან. ნამარხები არ ადასტურებს ფრინველების სხვადასხვა სახეობების ერთმანეთისგან წარმოშობას. პირიქით, ისინი ძველი დროის ფრინველების დღევანდელებთან შესატყვისობას ამტკიცებს. ნაწილი ამ ფრინველებისა, მაგალითად Archaeopteryx-ი ან Conficiusornis–ი გადაშენდა, ხოლო ზოგმა მათგანმა დღევანდლამდე მოაღწია.
მოკლედ, არქეოპტერიქსის ზოგიერთი თავისებურება არ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ის “გარდამავალი ფორმაა”. ევოლუციის თეორიის ისეთი თავგამოდებული დამცველები, როგორებიც არიან ჰარვარდელი პალეონტოლოგები სტეფან ჯეი გოულდი და ნილს ელდრიჯი, აღიარებენ, რომ არქეოპტერიქსი, თავისი უნიკალური თავისებურებებით შეიძლება ჩაითვალოს “მოზაიკურ” არსებად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გარდამავალ ფორმად. 48

მითური კავშირი ფრინველსა და დინოზავრს შორის

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევოლუციონისტთა მტკიცებით, ფრინველები დინოზავრებისგან წარმოიშვნენ და მას გარდამავალ ფორმად სახავენ. თუმცაღა, მსოფლიოში ცნობილი ორნიტოლოგი, ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ფერდუჩი, მიუხედავად თავისი ევოლუციონისტობისა, კატეგორიულად უარყოფს ფრინველებსა და დინოზავრებს შორის კავშირს და წერს:
“25 წლის მანძილზე ვაკვირდებოდი ფრინველების თავის ქალას და დინოზავრებთან მსგავსება ვერ აღმოვაჩინე. ფრინველების ოთხფეხა ცხოველებისგან წარმოშობის თეორია XX საუკუნის პალეონტოლოგიის უდიდეს სირცხვილად დარჩება”. 49
როგორ და საიდან გაჩნდნენ ბუზები?
ევოლუციონისტები, ცდილობენ რა დინოზავრების ფრინველებად გარდაქმნის მექანიზმის ახსნას, აყენებენ ვერსიას, თითქოს ზოგიერთი მათგანი ბუზების დაჭერისას სწრაფად აქნევდნენ წინა კიდურებს და ასე და ამრიგად, ბევრი ქნევის მერე “ფრთები მოისხეს და ცაში აიჭრნენ” (იხილეთ ნახატი)
ფრინველთა და ძუძუმწოვართა ფანტასტიკური ევოლუცი 
(წარწერა ნახატზე – “ევოლუციის ერთ-ერთი სცენარი: ბუზის დაჭერის მცდელობისას ცაში აჭრილი დინოზავრი”)
ეს უგუნური, მეცნიერულად დაუსაბუთებელი ვერსია უმარტივეს ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან ევოლუციონისტების მაგალითში მოყვანილ ბუზს, დინოზავრების “გაფრთიანების” მომენტისთვის უკვე ჰქონდა ფრენის უნარი. ადამიანს ხელებით წამში ათი მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია მაშინ, როცა ბუზი ფრთებით სინქრონულად წამში 900-ჯერ იქნევს ფრთებს. ფრთების ქნევისას სინქრონულობის უმცირესი დარღვევაც კი წონასწორობის დაკარგვას და ფრენის შეწყვეტას გამოიწვევს, რაც არასდროს ხდება. ევოლუციონისტები თხზავენ სცენარებს, სადაც ბუზი გამოჰყავთ მიზეზად ისეთი მოუქნელი არსებების “ცაში აჭრისა”, როგორებიც არიან ქვეწარმავლები, იმის ნაცვლად, რომ ახსნან ბუზების საოცარი საფრენი მექანიზმი. ამ დროს  ბუზის საფრენი აპარატის მექანიზმზე დაკვირვება სრულიად საკმარისია ევოლუციის თეორიის მტკიცებულებათა გასაქარწყლებლად. ინგლისელი ბიოლოგი ვუტონ რობინი თავის სტატიაში “ბუზის ფრთების მექანიკური კონსტრუქცია” წერს:
“რაც უფრო ღრმად ვსწავლობთ ბუზის ფრთების აგებულებას, მით უფრო მეტად ვხვდებით, რა მგრძნობიარე და სრულყოფილია ეს მექანიზმი... ფრთების ზეელასტიურობა ჰაერის მაქსიმალური გამოყენების მიზნით,  საოცარი მოქნილობა ჰაერის დინების მიმართულების შეცვლისას, დაპროექტებულია დიდი მგრძნობელობის გათვალისწინებით და უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს არა გვაქვს ტექნოლოგიური კონსტრუქციები, რომელთა ბუზის ფრთებთან შედარება შეიძლებოდეს”.1
მეორე მხრივ, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც ბუზების ევოლუციის თითიდან გამოწვეულ თეორიას ადასტურებდეს. ცნობილი ფრანგი ზოოლოგ-ევოლუციონისტი პიერ გრასე აღიარებს, რომ “მწერების გაჩენა ჩვენთვის ჯერ კიდევ გამოცანაა”. 2

literatura
1. Robin J. Wooton, The Mechanical Design of Incest Winhs”, gam. 263, 1990 wlis noemberi, gv. 120
2. Pierre P.Grasse, “Evolution of Living Organisms”, New Yurk, Akadebic Press, 1977, gv.30
უძველესი ფრინველების სპეციალისტი კანზასის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ლარი მარტინი ასევე უარყოფს თეორიას შესახებ იმისა, რომ ფრინველებსა და დინოზავრებს საერთო წინაპარი ჰყავდათ. ეხება რა იმ წინააღმდეგობებს, რომელსაც ევოლუციის თეორია აწყდება, მარტინი აღიარებს:
“სიმართლე გითხრათ, ფრინველებისა და დინოზავრების საერთო წინაპრისგან წარმოშობის თეორიის დაცვა რომ მიხდებოდეს, სირცხვილით დავიწვებოდი.” 50
ერთი სიტყვით, “ფრინველთა ევოლუციის” სცენარი, რომლის დაცვასაც ევოლუციონისტები არქეოპტერიქსის საშუალებით ცდილობენ, სხვა არაფერია, თუ არადა მათი წინასწარ აკვიატებული აზრისა და ფანტაზიის ნაყოფი.

ძუძუმწოვართა წარმოშობა

როგორც უკვე ვიცით, ევოლუციის თეორია ამტკიცებს, რომ ზღვიდან ამოსული ზოგიერთი ორგანიზმი ქვეწარმავლად იქცა, ხოლო ამ უკანასკნელებმა ფრინველებად ევოლუცია განიცადეს. ამავე სცენარით, ქვეწარმავლები გვევლინებიან წინაპრებად არა მხოლოდ ფრინველებისა, არამედ ძუძუმწოვრებისაც. თუმცა, არსებობს დიდი განსხვავება ცივსისხლიან, ქერცლით დაფარულ, კვერცხისმდებელ ქვეწარმავლებსა და თბილსისხლიან, ბუმბულით ან ბეწვით მოსილი, ცოცხლადმშობიარე ძუძუმწოვართა შორის.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ყბის აგებულებაში განსხვავებაა. ძუძუმწოვრების ქვედა ყბა ერთი ძვლისაა, რომელზეც კბილებია განლაგებული. ქვეწარმავლების ქვედა ყბა კი ორივე მხარეს სამ-სამი ძვლისგან შედგება.
მეორე ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ყველა ძუძუმწოვრის შუა ყურში სამი ძვალია (გრდემლი, უზანგი და ჩაქუჩი), ხოლო ქვეწარმავლებში – ერთი. ევოლუციონისტების მტკიცებით, ქვეწარმავლების ყბებმა და ყურებმა თანდათანობით, საფეხურების გავლით მიიღო ძუძუმწოვართა ყბებისა და ყურების ფორმა და აგებულება. კითხვაზე, თუ როგორ მოხდა ეს ცვლილება, პასუხი, რაღა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ. როგორ მოხდა, რომ სამი ძვლისგან შემდგარი ყური ერთძვლიან ყურად იქცა და მიუხედავად ასეთი გარდაქმნისა, განაგრძობს ფუნქციონირებას? ეს კითხვა ყოველთვის უპასუხოდ დარჩება.
bat, fossil, ღამურაევოლუციონისტთა მტკიცებით, ძუძუმწოვართა ყველა სახეობა ერთი საერთო წინაპრისგან წარმოიშვა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვართა სხვადასხვა სახეობათა შორის, ასე მაგალითად, დათვებს, ვეშაპებს, თაგვებსა და ღამურებს შორის არსებითი განსხვავებებისა. თანაც, ყველა ეს ცხოველი დაპროექტებული სისტემების განსაკუთრებულობით გამოირჩევა. მაგალითად, ღამურებს აქვთ ლოკაციის განსაკუთრებულად ზემგრძნობიარე ულტრაბგერითი სისტემა, რაც მათ სიბნელეში გზის გაკვლევის უნარს ანიჭებს. შემთხვევითი წარმოქმნა ასეთი კომპლექსური სისტემისა, რომლის მსგავსის შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი შეუძლებელია, გამორიცხულია. გარდა ამისა, ცხოველთა ნამარხები მოწმობენ ღამურების გაჩენას უცებ და სრულყოფილი ფორმით, ყოველგვარი ევოლუციური პროცესის გარეშე.
სურათზე: ნაშთი ღამურისა, რომლის ასაკი 50 მილიონი წელია, არაფრით განსხვავდება თანამედროვე ინდივიდებისგან. (“Science”, #154)
ზუსტად ასევე, არ მოიძებნა არც ერთი გარდამავალი ფორმა ქვეწარმავლებიდან ძუძუმწოვრებამდე. ამიტომაც, პალეონტოლოგ-ევოლუციონისტი როჯერ ლევინი იძულებული გახდა ეღიარებინა: “დღემდე გამოცანად რჩება, თუ როგორ მოხდა პირველ ძუძუნწოვრებზე გადასვლა.” 51
XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევოლუციონისტი, ნეოდარვინიზმის თეორიის მამამთავარი ჯორჯ გეილორდ სიმფსონი ამ ევოლუციონისტების თვალსაზრისით სრულიად შეუძლებელ ფაქტს შემდეგნაირად აფასებს:
“ყველაზე მეტად გასაოცარია მეზოზოურ ხანაში ქვეწარმავალთა პერიოდიდან ძუძუმწოვართა პერიოდზე უეცარი გადასვლა. თითქოს უცებ ჩამოვარდა ფარდა სცენისა, რომელზეც მთავარ როლს ქვეწარმავლები ასრულებდნენ. როცა ფარდა აიხადა, სცენაზე დარჩნენ ძუძუმწოვრები, რომელთაც წინა ქმედების ნაკვალევიც კი არ ემჩნეოდათ.” 52
ამასთან, ყველა ეს ძუძუმწოვარი, როგორებიცა არიან ღამურა, ცხენი, ვირთხა ან ვეშაპი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან და ერთი და იგივე გეოლოგიურ პერიოდში გაჩნდნენ დედამიწაზე. მათ შორის ევოლუციური კავშირის დადგენა მდიდარი ფანტაზიის პატრონისთვისაც კი შეუძლებელია. ევოლუციონისტი-ზოოლოგი ერიკ ლომბარდი ჟურნალში “Evolution” წერს:
“ყოველი მეცნიერი, რომელიც შეეცდება დაადგინოს  ფილოგენეტიკური (ნათესაური) კავშირი ძუძუმწოვართა კლასის შიგნით, იმედგაცრუებული დარჩება.” 53
ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ცოცხალი არსება შეიქმნა მყისიერად და სრულყოფილი ფორმით და არასდროს განუცდია ევოლუციური პროცესის გავლენა. სწორედ ეს არის შექმნის კონკრეტული მტკიცებულება. ევოლუციონისტები კი ცდილობენ, ცოცხალი არსებების ეტაპობრივად წარმოშობა ევოლუციის პროცესს მიაწერონ. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ევოლუცია უკვე აღარ არსებობს, ცოცხალი არსებების ეტაპობრივი გაჩენა დედამიწაზე სხვა არაფერია, თუ არა “შექმნის ეტაპობრიობა. ნამარხები მოწმობს, რომ დედამიწაზე ჯერ გაჩნდნენ წყლის ბინადარნი, შემდეგ – ხმელეთისა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა ადამიანი. სიცოცხლე დედამიწაზე გაჩნდა მყისიერად და სრულყოფილი ფორმით, საწინააღმდეგოდ “ადამიანმაიმუნის” შესახებ შეთხზული ზღაპრისა, რომლითაც მასობრივი პროპაგანდის საშუალებით ყურები გამოუჭედეს ადამიანებს.
ცხენთა ევოლუციის სცენარი
1980 წლის ნოემბერში ჩიკაგოს ბუნების უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც 150 მეცნიერი-ევოლუციონისტი მონაწილეობდა. კონფერენციაზე განხილულ იქნა საკითხი ევოლუციის მრავალსაფეხურეობრივი მოდელის შესახებ. კონფერენციაზე მოხსენებით გამოსულმა ბოის რენსბერგერმა აღიარა, რომ ნამარხები, რომლებიც ცხენის ევოლუციას დაადასტურებდა, არ არსებობს და ბუნებაში ცხენის ევოლუციის პროცესი არც არასდროს ყოფილა. აი, როგორ ასაბუთებს იგი თავის მოსაზრებებს:
ცხენთა ევოლუციის სცენარი
დედამიწაზე სხვადასხვა ზომის ცხენები არსებობს. “ცხენის ევოლუციის” სქემა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რიგში ჩალაგებული ცხენთა და ზოგიერთ სხვა ცხოველთა ნამარხი ჩონჩხები.
“უკვე დიდი ხანია დამტკიცდა არაქმედითუნარიანობა ცხენებთან დაკავშირებული პოპულარული ვერსიისა, რომელიც გულისხმობს ეტაპობრივ ევოლუციას 50 მილიონი წლისწინანდელი ოთხთითიანი, მელიის ტოლი არსებიდან უფრო მსხვილ კენტჩლიქოსნებამდე, კერძოდ ცხენებამდე. ცხოველთა ნამარხები მოწმობს, რომ ეტაპობრივი ცვლილებების მაგივრად, ცოცხალი არსებები ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად წარმოიშობიან, პირველქმნილ სახეს ინარჩუნებენ და მერე გადაშენდებიან ხოლმე. არავითარ გარდამავალ ფორმებს ჩვენ არ წავწყდომივართ.” 1
რენსბერგერი რეალურად მოუდგა ვითარებას და შეაფასა რა ცხენის ევოლუციის თეორია, როგორც ჩიხში მომწყვდეული, მან ამით კონფერენციაზე დააყენა მთელი თეორიის ყველაზე აქტუალური პრობლემა – “გარდამავალი ფორმების არარსებობის პრობლემა”. ცნობილი პალეონტოლოგ-ევოლუციონისტი კოლინ პატერსონი, დირექტორი ინგლისის ბუნების ისტორიის მუზეუმისა, სადაც გამოფენილი იყო (და დღესაც შემორჩა) ცხენის ევოლუციის ზემოთნახსენები სქემები, ამ ქსპოზიციას ასე აფასებს:
“მეტისმეტად ბევრი, ერთი მეორეზე ფანტასტიკური, ცუდად შეთხზული ამბავი სიცოცხლის ბუნების შესახებ. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად მოყვანილია ცხენის ევოლუციის ამსახველი 50 წლისწინანდელი ექსპოზიცია, რომელიც დღემდე მუზეუმის ქვედა სართულზეა განლაგებული. ცხენის ევოლუციის თეორია მრავალ სამეცნიერო წყაროში ჭეშმარიტებად მიიჩნევა, მაგრამ ახლა მსგავსი იდეების წამოყენება და დაცვა, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა სპეკულაცია.” 2
რას ეყრდნობა “ცხენის ევოლუციის” სცენარი? იგი შეიქმნა ყალბი სქემების მიხედვით, რომლებიც მათ ზომების მიხედვით გამოსახავდა იმ თანმიმდევრობით, რომელიც დროის სხვადასხვა მონაკვეთში ინდოეთში, ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში იყო. არსებობს მკვლევარების მიერ შედგენილი ასეთი სქემების ოცზე მეტი სახესხვაობა, თუმცა ერთიანი აზრი ცხენის გენეალოგიის შესახებ ევოლუციონისტთა შორის ვერ ჩამოყალიბდა. ერთადერთი იმაზე შეთანხმდნენ, რომ ცხენის წინაპარი 35 მილიონი წლისწინანდელი ძაღლისმაგვარი არსება – Eohippus–ი (Hyracotherium) იყო. თუმცა, წინაპარი Eohippus–ი, რომელიც მილიონობით წლის წინ გადაშენდა, ზუსტი ასლია სულ სახვ ცხოველის – ნუგახისა, რომელიც დღემდე ბინადრობს აფრიკაში და რომელსაც ცხენთან საერთო არაფერი აქვს. 3
ყოველ ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენასთან ერთად ცხენის ევოლუციის თეორიის არათანმიმდევრულობა სულ უფრო თვალნათლივ ჩანს. დადგინდა, რომ იმ მიწაში, სადაც ეს Eohippus-ი იპოვეს, აღმოჩნდა ცხენთა ისეთი სახეობები (Eguus Nevadensis-ი da eguus Occidentalis-ი), რომლებიც დღემდე გვხვდება. (4) ესე იგი, თანამედროვე ცხენი და მისი “წინაპარი” ერთსა და იგივე დროს არსებულან, რაც ცხენის ევოლუციის სცენარის აბსურდულობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
მწერალი-ევოლუციონისტი გორდონ რ. ტეილორი თავის წიგნში “The Great Evolution mistery” (ევოლუციის დიადი საიდუმლო) მსჯელობს ცხენთა სახეობების ევოლუციისა და იმ საკითხების გარშემო, რომელთა ახსნა დარვინიზმს არ ხელეწიფება.
ცხენთა ევოლუციის სცენარი
უკანსაკნელ ხანებამდე ევოლუციის თეორიის პოსტულატების დასამტკიცებლად მოჰყავდათ მაგალითები ევოლუციის ჯაჭვში გამწკრივებულ ცხოველთა ნამარხებისა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი “ცხენის ევოლუციას” ეჭირა. დღეს კი თვით ევოლუციონისტთა უმრავლესობა აღიარებს ცხენის წარმოშობის სცენარის მცდარობას.
“როგორც ჩანს, დარვინიზმის ყველაზე დიდი სისუსტე არის ის, რომ პალეონტოლოგებმა ვერ შეძლეს ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციური თანმიმდევრობის დამტკიცება და დადგენა ნათესაური კავშირებისა, რომლებიც დიდ ევოლუციურ ცვლილებებს დაადასტურებდა. მათ ერთადერთ დამაჯერებელ არგუმენტად მოჰყავდათ ცხენთა სახეობები, მაგრამ მთელ ამ ჯაჭვში, Eohippus-ით დაწყებული Eguus–ით დამთავრებული, ნათლად იგრძნობა არათანმიმდევრულობა და ეს უეჭველი ფაქტია. ამტკიცებენ, რომ ეს ჯაჭვი სხეულის ზომების თანდათანობით ზრდას ასახავს, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი, რომელსაც ჯაჭვის თავში უჭირავს ადგილი, Eohippus-ზე მცირე ზომისაა. ალბათ შესაძლებელია ცხოველების განვითარებისა და ზომების მიხედვით განლაგებით დამაჯერებელი სურათის შექმნა, მაგრამ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც მის უტყუარობას დაადასტურებდეს.” 5
ყველა ეს ფაქტი ააშკარავებს სრულ უსუსურობასა და ფანტასტიკურობას სქემებისა, რომლებიც ევოლუციის თეორიის ყველაზე მყარ არგუმენტად მოჰყავდათ. ეს გარემოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის გააზრებაში, თუ რამდენად ახლოა სიმართლესთან ევოლუციის თეორიის პოსტულატები, რამდენად სერიოზულად შეიძლება მათი აღქმა, რა მიზნებს ისახავენ მისი დამცველები და რა ხერხებს იყენებენ ამისთვის.

literatura
1. Boyce Rensberger, Houston Chronicle, 1980 wlis 5 noemberi, gv.15
2. Colin Patterson, HarperXs, 1984 wlis Tebervali, gv.60
3. Francis Hitching, The Neck of Giraffe: Where Darwin Went Wrong, New York: Ticknor and Fielde, 1982, gv. 30-31
4. Francis Hitching, The Neck of Giraffe: Where Darwin Went Wrong, New York: Ticknor and Fielde, 1982, gv. 30-31
5. Gordon Rattray Taylor, The Great Evolution Mystery, London: Sprhere Books 1984, gv.230

literatura


37.Robert L.Carroll, Vertebrate Paleontology and Evolution, New York, W.N. Freenman and co.1991, gv. 198
38.Engin Korur,"Gozlerin ve Kanatlarin Sirri", Bilim ve teknik, 1984 wlis oqtomberi, gv. 25
39.Nature, tomi 382, 1996 wlis 1 agvisto, gv. 401
40.Carl O.Dunbar, Historical Geology,New York: John Wiley and sons, 1961, gv. 310
41.L.D. Martin, J.D. Stewart, K.N. Whetstone, The Auk, tomi 98, 1980, gv. 86
42. L.D. Martin, J.D. Stewart, K.N. Whetstone, The Auk, tomi 98, 1980, gv. 86, L.D. Martin, "Origins of Higher Groups of Tetrapods", Ithaca, New York, 1991, gv. 485, 540
43.S. Tarsitano, M.K Hecht, Zoological Journal of the Linnaean Society, tomi 69, 1985, gv. 178, A.D. Walker, Geological Magazine, tomi 177, 1980, gv. 595
44.Pat Shipman, "Birds do it... DiD Dinosaurs?" New Scientist, 1997 wlis 1 Tebervali, gv. 31
45."Old Bird", Discover, 1997 wlis 21 marti
46."Old Bird", Discover, 1997 wlis 21 marti
47. Pat Shipman, "Birds do it... DiD Dinosaurs?" New Scientist, 1997 wlis 1 Tebervali, gv. 28
48.S.J. Gould & N. Eldredg, Paleontology, 1977, gv. 147
49. Pat Shipman, "Birds do it... DiD Dinosaurs?" New Scientist, 1997 wlis 1 Tebervali, gv. 28
50. Pat Shipman, "Birds do it... DiD Dinosaurs?" New Scientist, 1997 wlis 1 Tebervali, gv. 28
51.Roger Lewin, "Bones of Mammals, Ancestors Fleshed Out", Science, tomi 212, 1981 wlis ivnisi, gv. 1492
52.Georg Gaylord Simpson, Life Before Man, New York, 1972, gv. 42
53.Eric Lombard, Evolution, tomi 33, 1979 wlis dekemberi, gv. 1230

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий