среда, 22 апреля 2015 г.

საზოგადოების, ეკლესიის და სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში




ლია სვანიძენინო ბერუაშვილიმანანა პაჭკორია
(საქართველო)
ნარკომანია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გაშეშებას, გაშტერებას. ის ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებითაა გამოწვეული. ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
  1. შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
  2. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
  3. ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში);
  4. ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.
ნარკოტიკი არის ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც იწვევს წამალდამოკიდებულებას, რაც საბოლოოდ ფატალური შედეგით მთავრდება. ნარკოტიკი არის მცენარეული ან სინთეზური საშუალება, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ცვლის ადამიანის გუნება-განწყობას, გრძნობებს, აღქმას. Nნარკომანია, უმეტეს წილად, დაავადებაა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებათა სისტემატური მოხმარების შედეგად და ვლინდება ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი ან ძნელად დასაძლევი მოთხოვნილების სახით. სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც წამალდამოკიდებულება, რაც კარგად ასახავს დაავადების ძირითად სიმპტომს - ნარკოტიკზე ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას.
ადამიანებმა, რომლებიც პოტენციური ნარკომომხმარებლები ხდებიან, თავდაპირველად ერთი მოსინჯვით დაიწყეს წამლის მიღება, ამიტომ არასწორია თუ ვიტყვით, რომ ერთხელ წამლის მოხმარება არ ნიშნავს მასზე დამოკიდებულებას, ადრე თუ გვიან მას უჩნდება დაუძლეველი ლტოლვა კვლავ მიიღოს ნარკოტიკი.
ნარკომანიის არსებითი მახასიათებლებია:
  1. ნარკოტიკული საშუალებებისადმი დაუძლეველი ლტოლვა, მიდრეკილება.
  2. მიღებისთვის განსაზღვრული ნარკოტიკული ნივთიერების გაზრდის ტენდენცია.
ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასითის თავისებურებებს, ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებს, ამა თუ იმ სოციალური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა ისეთი შემთხვევები, როცა სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ, რამაც შემდგომში შეიძლება სერიოზული პრობლემა შეიქმნას - სამედიცინო პრობლემის მოხსნის შემდეგ აღმოჩნდეს წამალდამოკიდებული.
დღესდღეობით საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებში შეტანილია დაახლოებით 250 ნივთიერება, თუმცა მათი უმრავლესობა ერთმანეთის სახესხვაობას წარმოადგენს.
ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით არჩევენ მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებს. წარმოშობის მიხედვით ნარკოტიკები იყოფა მცენარეულ, ნახევრადსინტეთიკურ და სინტეთიკურ ნივთიერებებად.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების მიხედვით ნარკოტიკებს ყოფენ სამ ჯგუფად:
  1. დეპრესანტები.
  2. სტიმულატორები.
  3. ჰალუცინოგენები.
დეპრესანტების საერთო თვისებაა დამთრგუნველი ზეგავლენა თავის ტვინზე. დეპრესანტები ხსნიანფსიქოლოგიურ დაძაბულობასცვლიან ემოციურ რეაქციას ტკივილზეიწვევენ რეაქციისშენელებასარღვევენ მოძრაობის კოორდინაციას. ამგვარ ნივთიერებებს მიეკუთვნება მორფინი, ჰეროინი, მეტადონი, სუბოტექსი.
არალეგალურ სტიმულატორებს განეკუთვნება კოკაინი, კრეკი, ექსტაზი, „ვინტი“ და ზოგი სხვა პრეპარატი. ყველა სტიმულატორი ზრდის ნერვული სისტემის აქტივობასაჩქარებს პულსს,სუნთქვასაქვეითებს მადას.
სტიმულატორი იწვევს ეიფორიას, ადამიანს კარგ გუნებაზე აყენებს და ეიფორია მატებს ენერგიას, დიდი ხნის მანძილზე ვერ გრძნობს დაღლას, თუმცა შემდგომ მას მოყვება სულიერი და ფიზიკური დაცემა, რომელსაც ერთვის დეპრესია. გარდა ამისა, სტიმულატორების რეგულარული მიღება დიდსაფრთხეს უქმნის გულის მუშაობას.
ჰალუცინოგებს მიეკუთვნება მარიხუანა, ჰაშიში. ამ კლასის ნივთიერებები იწვევენ ჰალუცინაციებს. ჰალუცინაციები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, პიროვნების ტიპზე, წარსულ გამოცდილებაზე და სხვ. ჰალუცინაციები სულაც არაა ყოველთვის სასიამოვნო - ზოგჯერ იმდენადშემზარავიარომ თვითმკვლელობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
ჰალუცინოგების მოხმარებას არ ახასიათებს ფიზიკური დამოკიდებულება თუმცა, შეიძლება ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიწვიოს. სისტემატიური მოხმარება სერიოზულად აზიანებს ნერვულ სისტემას. „პლანის“ მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უმიზეზო სიცილი, ხშირად მასნარკომანიის კარიბჭეს უწოდებენ.
სპეციალისტთა შეფასებით, დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 40 ათასი ინტრავენური ნარკომანია. ეს მხოლოდ ნარკომანი და მხოლოდ - ინტრავენული. თუ მას დავუმატებთ მარიხუანას, ექსტაზის და მრავალ სხვათა მომხმარებლებს, აგრეთვე იმათ, ვინც „მძიმე“ ნარკოტიკებს დროდადრო იყენებს, ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200-250 ათასით უნდა განვსაზღვროთ. როცა ნარკოტიკების მომხმარებელთა ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა. საერთაშორისო სტანდარტებით, ასეთი ციფრი უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ნარკოეპიდემიაა.
დღეისათვის ნარკოდამოკიდებულებს შორის ეფედრონული ნარკონამია ყველაზე სწრაფად ვრცელდება და მძიმე შედეგებს იძლევა. „ვინტი“ და „ჯეფი“ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებებია, რომლებიც ნივთიერება ეფედრონისაგან მზადდება. ეფედრონი კი, თავის მხრივ, ჩვეულებრივი ფარმაცევტული პრეპარატებისაგან, რომლებიც სააფთიაქო ქსელებში თავისუფლად იყიდება. ეფედრონის დამზადების პროცესში სხვა ნივთიერებებთან ერთად კალიუმის პერმანგანატის დიდი დოზები გამოიყენება, რომელსაც ჩვენ „მარგანცოვკას“ ვუწოდებთ.
სპეციალისტების განმარტებით, ეფედრონი თავისი ეფექტით ხანმოკლე მოქმედებისაა და მომხმარებლებს დღეში ამ ნივთიერების რამდენიმე დამატება ესაჭროებათ იმისათვის, რომ ე.წ. „კაიფი“ მიიღონ. ამის გამო მათ ორგანიზმში იმდენი რაოდენობით მანგანუმი შეჰყავთ, რომ ძალიან მოკლე დროში ინვალიდდებიან და მათი შველა შეუძლებელია. ამ საშუალებების მიღებას ადამიანი მიჰყავს მძიმე ნევროლოგიურ დაავადებებამდე, როგორიც არის პარკისონის დაავადება, ექსტრაპირამიდუილ აშლილობა. სხვანაირად ამ დაავადებას მანგანუმის პარკინსონიზმს უწოდებენ. ის მანგანუმის საბადოების მუშებს ემართებოდათ, მაგრამ ეს მათ ორგანიზმში წლების მანძილზე ქრონიკული ინტოქსიკაციის გამო უყალიბდებოდათ. ეფედრონის ნარკომანიით გატაცებულ ადამინებს კი პარკინსონიზმის სიმპტომები რამდენიმე თვეში ეწყებათ, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში კუსტარულად დამზადებული ეფედრონული ნარკოტიკი რამდენჯერმე შეჰყავთ სისხლში. რამდენიმე თვეში კი მათი ნერვული სისტემა იმდენად ზიანდება, რომ სრულიად ახალგაზრდა ასაკში დამოუკიდებლად ჭამის, სიარულის, ლაპარაკის, მოქმედების უნარი ეკარგებათ. გადაადგილებას მხოლოდ სხვისი დახმარებით ახერხებენ. ეფერდრონული ნარკოტიკები უფრო საშიშია - მისიმოქმედება შეუქცევად დაავადებას იწვევს.
რატომ იკეთებენ ნარკოტიკს?
„შენ ვერასოდეს ვერ მოუსმენ მუსიკას ისე, როგორც მე ვისმენ, ვერც ფილმს შეიგრძნობ, მაგრამ მეცოდება ჩემი თავი, მენანება ის წლები, რომელიც ასეთ „სიამოვნებაში“ გავატარე“ (ბენეფიციარის სიტყვები).
„ჩემში ყოველთვის ორი ხმაა, რომელიც ექოსავით ჩამძახის, ბოროტი და კეთილი. ბოროტი მეუბნება, რომ ყველა დარდს დამავიწყებს, არარეალურ სამყაროში მამყოფებს, ბედნიერს გამხდის, კეთილი კი ჩემი შვილის არსებობას მახსენებს, ჩემი ცოლის სევდიან და მოლოდინით სავსე თვალებს, მაგრამ, ყოველთვის ბოროტი მჯობნის, მე მრცხვენია ამის აღიარების, მაგრამ ასეა - (ბენეფიციარის სიტყვები).
ნარკოტიკებს მოაქვს ბედნიერების სუბიექტური განცდა. ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს თუ არ მოიხსნის შფოთვას. ნარკოტიკი ხსნის შფოთვას და ბედნიერებაც განიცდება. ნარკოტიკები ქმნის ბედნიერების ყველაზე მიახლოებულ იმიტაციას. ამ დროს მომხმარებელი უკვე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად წამალზეა დამოკიდებული.
რა არის ნარკომანია?
სენითდამოკიდებულება, დამოკიდებულება უარყოფითი თვისებებისადმი - თავისთავად სენია, ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება კი - ადამიანისის საგანგაშო თვისებაა, რომელსაც ის დაღუპვამდე მიჰყავს. Kკაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა. საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანის მიმართ არაერთგვაროვანია. ადამიანები აგრესიულად გადმოსცემენ თავიანთ მიდგომას ან საერთოდ გაურბიან ამ პრობლემაზე საუბარს. უმეტეს წილად, არავის სურს ნარკომანთან ურთიერთობა, მასთან საქმიანი ურთერთობის დაჭერა. სრულიად ბუნებრივია მშობლის მოქმედებაც, რომელიც შვილს ნარკომანთან მეგობრობას უკრძალავს იმის შიშით, რომ იგი მასზე ცუდ გავლენას მოახდენს. გასაგებია ეს პოზიცია, მაგრამ საგანგაშოა. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რომ ნარკომანია არ არის ერთი კონკრეტული პირის პრობლემა. ეს საერთო სატკივარია.
საზოგადოება ინდივიდებისაგან შედგება და თითოეული მათგანის მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნება, არამედ მთლიანად ის საზოგადოებაც, რომლის ნაწილიც ის არის. ერთობლივად უნდა შეიქმნას კეთილსასურველი გარემო ამ პრობლემის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ არის შესაძლებელი ნარკომანის რეაბილიტაციაზე საუბარი.
სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ ნარკომანიას შეიძლება ხელი შეუწყოს გარემომ, სადაც ნარკოტიკები ადვილად ხელმისაწვდომია, ან არასასურველმა სოციალურმა ფონმა, ოჯახში არსებულმა დაძაბულმა მდგომარეობამ - კონფლიქტებმა, ძალადობამ. იმისათვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ნივთიერების მიღების ფიზიოლოგიურ მხარეს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამართებრივ პრობლემებს.
ეკლესიის როლი ნარკომანიის პრობლემის დასაძლევად საქართველოში
რწმენისა და მოძღვრის დახმარებით, ნარკომანიისაგან განკურნება შესაძლებელია. მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ნარკომანიასთან ბრძოლა ეკლესიის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, მღვდელმსახურები თავიანთ ქადაგებებში და პირად საუბრებში გმობენ ნარკომანიას, ნარკომანები სულ უფრო ხშირად ეძებენ დახმარეაბას რელიგიაში, არ მოიხმარენ ნარკოტიკებს მარხვის დროს, დროდადრო მიდიან მონასტრებში და ა.შ.
2005 წელს დაფუძნდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ შექმნილი ფონდი. ის მიზნად ისახავს სულიერი და კულტურული მონაპოვრის გადარჩენას, პირველ პრიორიტეტად სწორედ ნარკომანიასთან ბრძოლას ასახელებს. ფონდში შეიქმნა სპეციალური პროგრამა „საქართველო ნარკოტიკების გარეშე“, რომელიც 3 ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ნარკომანიის პრევენცია, დეზინტოქსიკაცია და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.
„სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მიდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა“ (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II).
ნარკომანია, როგორც პრობლემა, უკვე მთელს მსოფლიოს აწუხებს. მისი მიზეზიც ნაპოვნია: საზოგადოება არასდროს ყოფილა საზრისისაგან ასეთი დაშრეტილი, - ამბობენ მეცნიერები. ეგზისტენიალური ვაკუუმი კი, რომელსაც ელვის სისწრფით განვითარებადი სამყარო ადამიანებში აღრმავებს, ყველაზე უკეთ ყოველთვის რწმენით, სიყვარულით ივსებოდა. სხვაგვარად წარმოუდგენელია სძლიო რეალობას, რომელიც ჯერაც არ გთავაზობს სამყოფ სამუშაო ადგილებს, ხელფასს, ცხოვრების ელემენტარულ პირობებს... თუ არა სიყვარული, რატომ უნდა გინდოდეს ასეთ რელობაში დაბრუნება?
ყოფილი ნარკომანის სიტყვებით, „გზა ამ ჯოჯოხეთიდან სიყვარულზე გადის“. ბევრ ნარკომანს ასეთი ადამიანი გვერდით არ ჰყავს. ასეთებისთვის გზა ჯოჯოხეთიდან შეიძლება სხვაგვარი სიყვარულით იყოს მოტივირებული.
ნარკომანია და გენეტიკა
ხშირად ჩნდება კითხვა - წამალდამოკიდებულობა არის თუ არა დაკავშირებული გენეტიკასთან? ზოგადად „ნარკომანიის გენი“ არ არსებობს, თუმცა, არსებობს ორგანიზმის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური ნიშნები (ნერვული ან ჰორმონალური სისტემების თავისებურებები), რომლებიც აადვილებენ ნარკოტიკის მიმართ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს ნარკომანიისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებას.
ასე რომ, ნარკომანია იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მოუგვარებელ პრობლემად. ამას ემატება ის პრობლემაც, რომ ნარკოტიკის მოხმარება ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების გავრცელებას. საქართველოში აივ/ინფიცირებულების დაახლოებით 60 პროცენტი წამალდამოკიდებული ადამიანია.
დღესდღეობით საქართველოში მუშაობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რომელშიც შედის საქართველოს მაშტაბით 25 ორგანიზაცია (მათ შორის, აფხაზეთში). ქსელი მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას, რაც მოიცავს ინფექციების გავრცელების პროფილაქტიკას აივ-შიდსის, ჰეპატიტებისა და სხვა სისხლით გადამდები ინფექციების ჩათვლით; დოზის გადაჭარბებისა და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სავალალო შედეგების შემცირებას, როგორც ცალკეული პირებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის.
ლიტერატურა:
  1. მ. გეგეჭკორი, ი. კაჭკაჭიშვილი, გ. ნიჟარაძე, ნარკომანია, აივ/შიდსი, უსაფრთხო სექსი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, თბ., 2010.
  2. www. sibrdzne.ge
  3. hrn.org
  4. „ახალი გზა“, ნარკომანია და მასთან ბრძოლის ზოგიერთი პრობლემა თანამედროვე საქართველოში, თბ., 2007.
  5. www.osgf.ge
Lia Svanidze, Nino Beruashvili, Manana Pachkoria
The role of society, church and government in addressing drug problem
Summary
The work discusses the issue of universal importance, the issue that has its own social, economic, and psychological weight. It reviews the existing situation - the physical and psychological condition and the pain that narcotic drug makes a human being feel.
The work pays attention to the issues which have been making many questions throughout the years and still, up to the current day, remain as contentious issues.
According to the authors, the society, the church and the state have an important role in reducing this terrible disease - „the white death“.
Лия Сванидзе, Нино Беруашвили, Манана Пачкория
Роль общества, церкви и государства в решении проблемы наркомании
Резюме
В работе рассматривается проблема наркомании, вопрос общечеловеческого значения, имеющий социальную, экономическую и психологическую нагрузку. Сделан обзор существующего положения - это физическое и психологическое состояние, мучения, которые наркотики причиняют вообще человечеству.
Внимание обострено на тех актуальных моментах, которые в течение многих лет рождают множество вопросов, до сегодняшнего дня остающихся спорными.
По мнению авторов, обществу, церкви и государству принадлежит большая роль в решении этой проблемы - бича человечества «белой смерти».

The National Library of Georgia


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий