вторник, 9 сентября 2014 г.

როგორ გარდავქმნათ ახალი პლანეტა ჩვენს საცხოვრებელ სახლად / How To Make A New Planet Home


სამი მარტივი ნაბიჯი სხვა პლანეტებზე გასასვლელი გეგმისთვის
სურათზე: მარსი. მარსის საცხოვრებლად შესაფერის პლანეტად გარდასაქმენლად საჭირო იქნება წყალი და ატმოსფერო, რაც წითელ პლანეტას ლურჯ მარმარილოს ბურთად გადააქცევს.
საცხოვრებელ პლანეტად გადაქცევის რეცეპტი გასაოცრად მარტივი აღმოჩნდა: ამისთვის, მხოლოდ წყალისა და ატმოსფერული აირების დამატებაა საჭირო. მარსზე ორივე მათგანია, რაც ოთხი მილიარდი წლის წინანდელი გადმონაშთია, როდესაც პლანეტა თბილი და ნისლიანი იყო. „როცა საუბარია მარსზე და სხვაზე არაფერზე - მხოლოდ მარსზე, მოსაზრება მისი საცხოვრებელ პლანეტად გადაქცევის შესახებ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს უკვე აღარ მიეკუთვნება,“ - აცხადებს NASA-ს ასტრობიოლოგი, კრის მაქ-ქეი. ათწლეულების განმავლობაში ადამიანები შეძლებენ პლანეტის დათბობას და სქელი ატმოსფეროს აღდგენას, თუმცა თანამედროვე საუკეთესო ტექნოლოგიის გამოყენებით, სასუნთქად საკმარისი ჟანგბადის წარმოსაქმნელად 100000 წელი მაინც იქნებოდა საჭირო. თეორიულად, ახალი ინოვაციებიც დააჩქარებდნენ აღნიშნულ პროცესს.

How To Make A New Planet Home

Three simple steps for an intergalactic exit plan


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий