პროფესორი ფაბრის ბართოლომეი არის იმ კვლევის თანაავტორი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ტვინის ძალიან პატარა რეგიონი ცნობიერების ერთგვარ ჩამრთველ (on/off) ღილაკს შეიძლება წარმოადგენდეს. ის რამდენიმე განმარტებას გვთავაზობს.
ეპილეფსიით დაავადებული პაციენტის ცერებრალური სტიმულაციით მკურნალობის მცდელობისას მკვლევარებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს ცნობიერების on/off „ღილაკი“. ერთდროულად დამაინტრიგებელი და ენთუზიაზმის მიმნიჭებელი ეს აღმოჩენა, რომელიც ჟურნალ Epilepsy & Behavior–ში გამოქვეყნდა, რამდენიმე განმარტებას საჭიროებს.
კვლევის თანაავტორმა, ლა ტიმონის (მარსელი–საფრანგეთი) საავადმყოფოს ნეიოროფიზიოლოგიის სამსახურის პროფესორმა ფაბრის ბართოლომეიმ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს.
შეგიძლიათ დააზუსტოთ, თუ როგორ შეცვალა claustrum–ის სტიმულაციამ ამ ეპილეფტიკური პაციენტის მდგიმარეობა?
ეპილეფსიური შეტევის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია ცნობიერების ცვლილება. მაგრამ ცნობიერება პოლისემიური ტერმინია. და მაინც, არსებობს ცნობიერების ორი დიდი ტიპი. ჯერ ერთი, ცნობიერება-სიფხიზლე, ანუ ის, რომელიც პასუხისმგებელია ძილზე, ან ცნობიერების დაკარგვაზე, ხალხი „გულის წასვლას“ რომ უწოდებს.
და არსებობს, პირიქით, ცნობიერება-გამოცდილება; მისი საშუალებით ცნობიერება ინტერაქციაშია გარე სამყაროსთან და თავის თავთან. ამას ფილოსოფოსები ეძახიან თავის ცნობიერებას, ან გამოცდილებას.
სწორედ ეს ცნობიერება-გამოცდილება იცვლება ეპილეფსიური შეტევებისას. ანუ ის ჩერდება, ვეღარ ახერხებს ინტერაქციას გარემოსთან და გარე სამყაროსთან და აღარ აქვს იმის ცნობიერება, თუ რა უნდა გააკეთოს. მართლაც, ეს არის ერთგვარი ცნობიერების შერყევა, რომელიც ამ claustrum სტიმულაციით აღდგება. ამ ზონის სტიმულირებისას მიღწეულ იქნა ცნობიერება-გამოცდილების შეჩერება.
პაციენტს, რომელიც ამ შემთხვევის ობიექტი იყო, არ დაუძინია, ასე რომ ვთქვათ, ის დარჩა ფხიზლად, მაგრამ გარე სამყაროსთან ინტერაქციის გარეშე და, ამგვარად, ცნობიერების გარეშეც.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: Claustrum : "Un interrupteur de la conscience"
Комментариев нет:
Отправить комментарий