вторник, 9 сентября 2014 г.

სიკვდილი არ არსებობს, ის მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაშია


"ბიოცენტრიზმი: ცხოვრება და ცნობიერება - სამყაროს ჭეშმარიტი შეცნობის გასაღები"-ს ავტორი რობერტ ლანცა დარწმუნებულია, რომ სიკვდილი არ არსებობს და ის მხოლოდ ადამიანის გონებაშია.
მეცნიერი, რომელიც  რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა ფიზიკით, კვანტური მექანიკითა და ასტროფიზიკით, ახალი ბიოცენტრიზმის დამფუძნებელია. 
ახალი თეორიის მიხედვით,  არ არსებობს  სიკვდილი. ის ილუზიაა, რომელიც ჩნდება  ადამიანის გონებაში. მას კი სხეული განაპირობებს, რომელშიც ისაა.  გონებაში იცის, რომ ადრე თუ გვიან მისი სხეული მოკვდება და ჰგონია, რომ მოკვდება თვითონაც. თუმცა ცნობიერებას არ აქვს დრო და სივრცე, შეუძლია იყოს სადაც უნდა, თუნდაც ადამიანის სხეულში ან მის გარეშე, რასაც კვანტური მექანიკაც ადასტურებს. 
 ლანცას თეორიის მიხედვით,  სამყარო უსასრულოა და როცა ერთ სამყაროში სხეული კვდება, ცნობიერება  სხვა საყაროში აგრძელებს არსებობას. 
ეს ის გვირაბია, რომელიც ადამიანებში არსებული აზრით, ან ჯოჯოხეთში უნდა მოხვდე, ან სამოთხეში,  სინამდვილეში კი სხვა სამყაროში გადადიხარ, სადაც ისევ ცოცხალი ხარ, მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყება და ასე გრძელდება უსასრულოდ, - მიაჩნია ლანცას. 
რეგენერაციის მედიცინისა და კომპანია Advanced Cell Technology -ის ხელმძღვანელი რობერტ ლანცა, რომელიც მანამდე ღეროვანი უჯრედების კვლევებით იყო ცნობილი,   გადაშენებული ცხოველების კლონირების მრავალი წარმატებული ექსპერიმენტის ავტორია.


http://www.robertlanza.com/



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий