სულა სულაშვილი
1.
ლუსტრაციის კანონპროექტზე მომუშავე საინიციატიო ჯგუფისთვის ერთ ერთი წინა პირობა იყო ის, რომ შექმნილიყო საზოგადოებრივი კომისია, ვინაიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არ გამხდარიყო შესაძლებელი კონკრეტულ პირებზე დოკუმენტაციის გაყალბება , ან პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია.
მთელი პასუხისმგებლობით ვათვიცნობიერებდით იმ სირთულეებს, რომელიც სერიოზულ ბარიერებს შეგვიქმნიდა, მაგრამ მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს მტკივნეული გზა ერთად ერთი საშუალება იყო ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის.
1994 წელს ბალტიის პირეთის სახელმწიფოებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება და შექმნეს სამართლებრივი ბაზა, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვას 10 წლის განმავლობაში იმ პირთა მიმართ, რომლებიც მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ კა-გე-ბესთან, ან ეკავათ ისეთი თანამდებობები, რომელიც ამ სისტემის ნომერკლატურაში შედიოდა. (- იგულისხმება არა მხოლოდ ფარული აგენტების მონაცემები, არამედ კომკავშირისა თუ პარტიის რაიკომის მდივნების, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეები და მაღალი რანგის სასულირო იერარქიების წარმომადგნელები)
კომისიას უნდა შეესწავლა უშიშროებისა თუ შსს-ს საარქივო მასალები რაც მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდებოდა, ვინაიდან ამის მიღწევა, სამხედრო გადატრიალებით მოსული ხელისუფლების ინტერესებს მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა.
ამიტომ გაჩნდა მითი იმის თაობაზე, რომ სააქრივო მასალები 1991-1992 წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელი იყო, თუმცა გამაჩნია ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრმა ხატიაშვილმა სამხედრო საბჭოს გადასცა აგენტურული კართოტეკების ასლი და არა დედნები, რომელიც თენგიზ სიგუასთან ინახებოდა. (ეს ფაქტი თავად სიგუასაც არ უარყვია და საჭიროების შემთხვევაში შემიძლია დავამტკიცო)
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გააფთრებული ნადირობა ყველა იმ პირის მიმართ ვისაც შეხება ჰქონდა აგენტურულ ქსელთან და ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მინდა ავღნიშნო, რომ აღმოჩნდნენ კე-გე-ბე-ს ოფიცრები, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხიმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და შეძლეს ამ დოკუმენტაციის დაარქივება ფოტოასლების სახით.
იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი კიტოვანმა, იოსელიანმა და სიგუამ დაიწყეს საკუთარი კადრებით დაკომპლექტება ყველა სამართლებრივი უწყების. შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა მხედრიონელი თემურ ხაჩიშვილი. უშიშროება, საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის სახით გადაიბარა ირაკლი ბათიაშვილმა, რომელსაც რამდენიმე თვეში პირველ მოადგილედ უკვე შსს-ს ექს მინისტრი ხაჩიშვილი დაუნიშნეს, რის შემდეგაც მოხდა სერიოზული განხეთქილება სისტემაში... თუმცა პირადად ჩემთვის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრბა იმ ფაქტმა, რომ სპეცსამსახურის ერთ - ერთ სამმართველოს უფროსად დაინიშნა ქვაშვეთის ეკლესიის მომქმედი მღვდელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა სწორედ იმ აგენტურული სიების განადგურება, რომელიც სასულიერო პირებს ეხებოდა...
***
ღამის 3-საათი იქნებოდა, როდესაც პოლკოვნიკმა გურამ თვაურმა სახლში მომაკითხა... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგა იყო, მისმა დაუგემავმა ვიზიტმა გამაკვირვა...
- შენ ეროვნული მოძრაობიდან მოხვედი ჩვენთან და ვიცი, რომ მინისტრთან ნათლიმირონობა გაკავშირებს. თუ კი ვინმეს შეიძლება ვენდო შენ ხარ და მინდა ყველაფერი იცოდე... -მითხრა და 05-ის მარკის საბარგულს გახედა - აქ იმ დოკუმენტების ნაწილია, რომელსაც შენ და შენი მეგობრები ეძებთ...
(დღეიდან პერიოდულად შემოგთავაზებთ მასალებს, რომელიც კიდევ უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ავბედით წლებზე და მიხვდებით, რამდენმა აგენტმა მოაღწია დღევანდელ ხელისუფლებამდე და პოლიტიკურ სპექტრში)
თემის განხილვა
თემის განხილვა
Комментариев нет:
Отправить комментарий