воскресенье, 14 апреля 2013 г.

რობოტი მედუზა



ადამიანის ზომის ეს რობოტი-მედუზა შეძლებდა, პატრულირება მოეხდინა ზღვაში, ფიქრობენ მისი შემქმნელები.
სირო (CYRO) - ასე ქვია ამ ახალ რობოტს, რომელიც  Virginia Tech College of Engineering-ის გუნდმა შექმნა. სწორედ მათვე წარმოადგინეს გასულ წელს კიდევ ერთი მედუზას მსგავსი რობოტი, რომელიც ადამიანის ხელის ზომის იყო. ამჯერად კი - სირო, უფრო დიდი ზომის: ახალი ვერსია 1.50 მ-ია სიმაღლეში და 70 კგ-ს იწონის. სირო დამოუკიდებლად შეძლებდა პატრულირებას ზღვებში სამომავლოდ. მისი აღჭურვილობის დახმარებით კი ის შეძლებს წყალქვეშა ცხოვრების შესწავლას, ზღვის სიღრმეების კარტოგრაფირებასა თუ ოკეანური დინებების მონიტორინგს.

   ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე (+ ვიდეო)
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий