среда, 28 августа 2013 г.

მომავლის იარაღის შესამოწმებლად „ცოცხალი“ მანეკენია საჭირო


პენტაგონმა დაიწყო მასშტაბური პროგრამა, რომლის მიზანია არალეტალური იარაღის გავლენის შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე. ადრე აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალებს მსგავსი კონკურსი უკვე ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ ახალი პროგრამის მიზანია ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

ამერიკელ სამხედროებს სურთ ანტროპომორფული მანეკენის მიღება, რომელიც იქნება ადამიანის სხეულის მაქსიმალურად რეალისტური იმიტაცია. ეს საჭიროა სხვადასხვა არალეტალური იარაღის ზემოქმედების, მათ შორის ელექტრომაგნიტური, ლაზერული, ზებგერითი, წნევის მკვეთრი ვარდნით, ელეტროდენითა და სითბოთი ზემომქმედი იარაღის, გამოსაცდელად. ამის შედეგად არალეტალური იარაღის მართლაც მასობრივი შეიძლება გახდეს.
უკანასკნელი ათწლეულების კონფლიქტების მსვლელობისას სამხედროებს მოქმედება უწევთ მშვიდობიანი მოსახლეობის გარემოცვაში. თანამედროვე საბრძოლო იარაღი ასეთი პირობებისათვის განკუთვნილი არ არის და მისი გამოყენება შემთხვევით მსხვერპლსა და დიდ არაპირდაპირ ზარალს იწვევს. Active Denial System მსგავსი არალეტალური იარაღი ამ პრობლემას მოხსნიდა, მაგრამ აქამდე მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ბოლომდე გარკვეული არ არის; არადა იგულისხმება, რომ არალეტალური იარაღი გამოყენებული იქნება ჩვეულებრივზე უფრო ფართოდ.
000armory
ამჟამად არალეტალური იარაღის ზემოქმედების გამოსაცდელად გამოიყენება, ძირითადად, კომპიუტერული სიმულაცია.

Active Denial System მიკროტალღური გამომსხივარის ტესტირებაზე პენტაგონმა უკვე წლები და მილიონობით დოლარი დახარჯა. მოკლევადიანი ზემოქმედებისას სისტემა თითქოსდა ეფექტურია და აიძულებს ადამიანს „სროლის" ადგილის სწრაფად დატოვებას, მაგრამ უფრო ხანგრძლივი ზემოქმედებისას შემთხვევაში (დაჭრილი ან უგონოდ მყოფი ადამიანი, ბავშვი, ხეიბარი და ა. შ.) მიკროტალღამ შეიძლება მძიმე დამწვრობა გამოიწვიოს – უმძიმესი ტანჯვითა და ლეტალური გამოსავლით.
მეცნიერებმა უნდა შეიმუშაონ მანეკენი, რომელიც იქნება იმიტაცია ადამიანის სხეულისა – მაგალითად, მას ექნება ცოცხალი ქსოვილი, ტკივილის რეცეპტორები, ძვლები, მხედველობის ორგანო და ა.შ. მანეკენზე შესაძლებელი იქნება ექსტრემალური ზემოქმედების შემოწმება ადამიანის სიცოცხლისათვის რისკის გარეშე. აქამდე ანალოგიური გამოცდა ტარდებოდა ან არასრულყოფილი კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით, ანდა ცოცხალ ღორებზე. ორივე მეთოდს არაერთი სერიოზური ნაკლი აქვს.
არალეტალური იარაღის მიმართ გაზრდილი ინტერესი აგრეთვე აიხსნება პროგრესით საბრძოლო რობოტების სფეროში, სადაც საქმე საკვანძო მიჯნამდე მივიდა: იარაღის დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობა. ჯერ-ჯერობით შეუძლებელია რობოტს ანდო, მაგალითად, ტყვიამფრქვევი – როგორც პოლიტიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით, მაგრამ სხვა საქმეა არალეტალური იარაღი. გამორიცხული არ არის, რომ უკვე უახლოეს ათწლეულში ადამიანს ქუჩაში შეხვდება რობოტი, რომელსაც განზრახ ტკივილის მიყენება შეუძლია.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий