суббота, 3 мая 2014 г.

სიღარიბე და რელიგია – მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი



რელიგიურ ლიდერებს და მორწმუნეებს შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული ზომები მსოფლიოში არსებული სოციალური უთანასწორობის  უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ჩვენ შეგვიძლია გავაღვიძოთ ადამიანში სინდისი, საღვთისმეტყველო ან რელიგიურ ენაზე „ღვთის ხმა“ და შევცვალოთ ჩვენი აღქმა მსოფლიოსადმი. ჩვენ აღარ შეიძლება დავრჩეთ უბრალო მაყურებლებად, თითოეული ჩვენთაგანი ჩართულია მსოფლიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად , ჩვენი პოზიციებიდან – ჩვენივე შესაძლებლობის ფარგლებში.
საბედნიეროდ, უკვე მრავალი კერძო პირი თუ ორგანიზაცია იღებს საკუთარ თავზე სოციალურ და მორალურ პასუხისმგებლობას. პატარა კომპანიები და მსხვილი კორპორაციები მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებულებს და იმავდროულად უფრო და უფრო იქცევენ თავიანთი პარტნიორების ყურადღებას (ბაზარი, აქციონერები, თანამშრომლები, მომხმარებლები) ქველმოქმედებისა და პასუხისმგებლობისადმი. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები გვეჩვენება ზღვაში წვეთად იმ საჭიროებების ოკეანეში , თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ცნობიერებისათვის და განვითარების მორალური თვალსაზრისით.
მე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ვერ ვამჩნევ თუ როგორი შეზღუდულია რელიგიური ლიდერების შესაძლებლობები. ადამიანების უმრავლესობა თანამედროვე საზოგადოებაში, როგორც ჩანს მახეში არიან გაბმულნი – ისინი ცხოვრობენ უსაზღვრო კეთილდღეობის ილუზიით და მაქსიმალური სარგებლის მოტანით.  აქედან ჩანს დიდი უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებისა ამ მენტალობის მსხვერპლია. იმავდროულად ბევრი ადამიანი ხვდება, რომ სიღარიბე ილუზია არაა. ეს არის მტკივნეული რეალობა. რელიგიურმა ლიდერებმა უნდა შეახსენონ მორწმუნეებს, რომ ადამიანის კეთილდღეობა არ შეიძლება მიტანილ იქნას „ეკონომიკის საკურთხეველთან“.   პირიქით; როგორც მე ავღნიშნე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში 1999 წლის თებერვალში: „თავად ეკონომიკა უნდა ემსახუროს ადამიანს“.
როგორ შეიძლება დაარწმუნო დასავლეთში საზოგადოება, შეამციროს თავისი მოთხოვნები დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში. როგორ ავუხილოთ თვალი არსებულ გარემოზე? დავაფიქროთ მეზობელ სახელმწიფოებზე, რათა დაიწყონ თავიანთი პრივილეგიების გაზიარება? მე მტკიცედ მწამს, რომ რელიგიურმა ლიდერებმა ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უნდა ეძიონ გამოსავალი მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. უდიდესი სარგებელი მიიღწევა თანაგრძნობითა და კაცთმოყვარეობით. ის რაც დასაწყისში გვეჩვენება მსხვერპლის გაღებად,თუ კარგად დავაკვირდებით აღმოჩნდება „ ემბრიონის ტრსანფორმაცია“ – უშალოდ ჩვენი ინტერესებისათვის, უფრო ფართო საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, მშვიდობისა და ერთიანობისათვის. ქველმოქმედება არ ამცირებს არც გამცემს და არც მიმღებს, მანამ  სანამ  მისი მნიშვნელობა რჩება რესურსების თანაბარი განაწილება დედამიწის ყველა მცხოვრების საკეთიდლღეოდ, ისევე როგორც მომავალი   თაობებისათვის.  გაკეთებული სიკეთე ადრე თუ გვიან უბრუნდება თავად გამკეთებელს. ეს ნიშნავს იმას , რომ ქველმოქმედება სასარგებლოა არა მხოლოდ პირისათვის რომელიც იღებს, აგრეთვე იმათთვისაც ვინც გასცემს. მცნება გაზიარება იმის რაც გაგაჩნია- არა მხოლოდ მეტაფიზიკური პრინციპია, მაგრამ ეს საშიშია მხოლოდ მაშინ როდესაც ფოკუსირება  ხდება სულიერ ჯილდოზე. ეს არის საერთო საფუძველი, რომელზეც დგას და ვითარდება ჩვენი მსოფლიო. სწორედ  ამიტომ მონაწილეობს უშალოდ ღმერთი  მსოფლიოს ცხოვრებაში და გულუხვად გვინაწილებს მადლსა და კურთხევას. ჩვენი ღმერთი – ურთიერთობის, ერთიანობის და სიყვარულის ღმერთია, ღმერთი შეხვედრის. „ჩენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“(1იოანე 4:19). ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სიკეთე და გულმოწყალება იმის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვიღებთ ღვთისაგან. ესაა წყალობა ღვთისა.
გარდა ამისა, სიღარიბის საპასუხოდ რელიგია მოგვიწოდებს ღარიბებს მოვექცეთ, როგორც ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, უფრო მეტიც ისინი   საკუთარი სხეული ნაწილებადუნდაგანვიხილოთ. მსგავსი დამოკიდებულება დანარჩენ სამყაროსთან – შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი „ერთმანეთის ასოები ვართ“ (ეფ 4:25) – ყველაზე ღირსეული გზაა სიღარიბის პრობლემის გადასაჭრელად.თუ ჩვენ მოყვასს არ ვუყურებთ ისევე როგორც საკუთარ თავს, გაჭირვებულს ვექცევით ისე როგორც ოჯახის წევრს, გვიყვარს იგი და გულუხვად ვუნაწილებთ ყველაფერს რაც გაგვაჩნია და ვზრუნავთ რა მათ კეთილდღეობასა და განვითარებაზე, ასევე ვეძებთ გზებს მივცეთ მათ შესაძლებლობა ფეხზე მტკიცედ დგომისა და დამოუკიდებლად არსებობისა. მსოფლიოს თითოეული მოქალაქის მდგომარეობა საერთო ჯამში ახდენს გავლენას თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ იზოლირებულები მსოფლიოს დანარჩენი მოქალაქეების ბედის მიმართ.
ამ კონცეფციას ეფუძნება ყველა წარმატებული მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან რა ფინანსური გრანტებითა და ტექნიკური დახმარებით. შედეგად, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ის ქველმოქმედი კერძო პირები, ორგანიზაციები თუ კორპორაციები სანაცვლოდ იღებენ არა მატერიალურ მოგებას, არამედ უფრო დიდს -კაცობრიობისა და მთელი პლანეტის კეთილდღეობის ზრდას. ქველმოქმედების ადრესატებმა(მგ:ღარიბმა ქვეყნებმა) შემდგომში დამოუკიდებლად უნდა შეძლონ თავად აწარმოონ და აყვავდნენ გლობალურ ბაზარზე, როგორც ცალკეული და განსაკუთრებული ობიექტი.
შესაძლებელია აღმოვუჩინოთ ფინანსური, ტექნიკური და სპეციალისტების დახმარება, მთავარია ეს არ უნდა შემოიფარგლოს საქმის მხოლოდ ეკონომიკური მხარით. აგრეთვე აუცილებელია სოციალური და მორალური მხარდაჭერა. პირველი ტიპის დახმარების სარგებლობა ნათელია, თუმცა მეორე ტიპისათვის საჭიროა განმარტება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან ხშირად უკუვაგდებთ მორალს ეკონომიკური საკითხებიდან. სოციალური უთანასწორობა და მორალური ხრწნა შესაძლებელია გახდეს დაბრკოლება ეკონომიკური და ფინანსური კეთილდღეობის გზაზე. ეს აუცილებლად გაზრდის უსაფრთხოების ღირებულებას და შეაშინებს უცხოელ ინვესტორებს. ამის გარდა, შეიცავს საფრთხეს ყველა მოქალაქის კეთილდღეობისათვის, ძირს უთხრის ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელშიც აუცილებელია ყურადღება და მხარდაჭერა – ეს არის განათლების სისტემა. გლობალიზაცია  ხშირად წარმოადგენს სარგებელს საზოგადოების განათლებული წევრებისათვის, ხოლო  სწავლა-განათლების უგულველყოფით მარგინალიზირდება მთელი საზოგადოება და თავად სახელმწიფო. ისინი გამოძევებული  იქნებიან გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციიდან, რადგან მათი წევრები უარყოფენ საშუალო ან ძირითადი განათლების უფლებას.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები უნდა ჩაერიონ  სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ან დააწესონ რაიმე ეთნიკური, რელიგიური ან კულტურული ფასეულობები. ძალიან ხშირად დასავლეთის სახელმწიფოებმა და რელიგიებმა მოუტანეს სიღარიბე უფრო ღარიბ ქვეყნებს. საერთო ჯამში კი მოქმდებდნენ საკუთარი გადმოსახედიდან, საკუთარი ინტრესებით -რომ შემდგომში შეეთავაზებინათ „დასავლეთის ნათელი“.
რასაკვირველია, არ უნდა გავუშვათ ხელიდან შემოთავაზებული დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში. როდესაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქენი კეთილად მოქმედებენ, კვებავენ მშივრებს, თავშესაფარს აძლევენ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულებს. მაგრამ შესაბამისი დახმარება მსგავსი პრობლემების დროს, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა და მორალური ხრწნა, სამწუხაროდ არ იქცევს საჭირო და სასურველ საზოგადოებრივ ყურადღებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრესი, უდაოდ განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და მორალურ განვითარებას. არსებულ საზოგადეობაში  მიღებული სოციალური და მორალური ფასეულობები, ხშირად ნათელ სურათს გვიხატავს თუ როგორ ექცევა საზოგადოება თავის წევრებს- კერძოდ კი ძალაუფლებისა და სიმდიდრის არმქონეს.

 წყარო:   Приобщение к таинствуПравославие в третьем тысячелетии;
     Всесвятейший Вселенский ПатриархВАРФОЛОМЕЙ
     თავისუფალი თარგმანი –  შოთა კინწურაშვილი
 3/5/2014
Image
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий