აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს შემუშავებული აქვს გეგმა რობოტთა მთელი ოჯახის შექმნისა, რაც მიზნად ისახავს ზღვაში ნაღმის აღმოჩენასა და განადგურებას.
ნაღმი კვლავინდებურად რჩება შეუდარებელი იარაღი ეფექტურობასა და ღირებულებას შორის თანაფარდობის თვალსაზრისით. 100 ათას დოლარზე ნაკლები ღირებულების საზღვაო ნაღმს შეუძლია ასობით მილიონის ღირებულების გემის განადგურება. სატორპედო და სარაკეტო შეიარაღების განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სხვადასხვა ტიპის საზღვაო ნაღმი მაინც რჩება წყალქვეშა ნავის ყველაზე საშიში იარაღი: სუბმარინამ შეიძლება დანაღმოს საზღვაო ბაზის, სრუტეს მისადგომი და მიაყენოს უზარმაზარი ზიანი მოწინააღმდეგის ფლოტსა და ეკონომიკას.
სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დიდი შესაძლებლობების მქონე ორი ახალი რობოტის შემუშავება და გამოცდა. პროტოტიპი მზად უნდა იყოს 2015-2017 წლისათვის, ხოლო 2017 წელს ახალი რობოტი უკვე მზად უნდა იყოს საბრძოლო გამოყენებისათვის.
მთლიანობაში ეს პროგრამა მოიცავს საზღვაო ნაღმის ძიებისა და განადგურების მრავალ ტექნოლოგიას. მაგალითად, ერთ-ერთის გამოცდა უკვე მიმდინარეობს გემის „LCS USS Independence" ბოტზე. ლაპარაკია ნაღმის ლაზერული ძიების საჰაერო სისტემაზე, რომელიც შედგება ვერტმფრენის „MH-60 Sea Hawk" ბორტზე განლაგებული ლაზერული სკანერისა და ამავე ვერტმფრენიდან ჩამოსაგდები რობოტისაგან, რომელიც აღჭურვილია ტელეკამერითა და ასაფეთქებელი მუხტით აღმოჩენილი ნაღმის გასანადგურებლად.
ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს აგრეთვე უპილოტო სისტემის „UISS" გამოცდა, რომელმაც უნდა შეცვალოს მძიმე ვერტმფრენი „MH-53" საზღვაო ნაღმის ძიების საქმეში. „UISS" არის კატარღა მაგნიტური და აკუსტიკური გადამწოდებით. ვინაიდან კატარღაზე ეკიპაჟი არ არის, შეიძლება მისი გამოყენება ყველაზე რთულ და საშიშ პირობებშიც კი.
პროგრამის სხვა პროექტში გამოიყენება წყალქვეშა რობოტი „RMMV", რომელსაც შეუძლია ნაღმის ავტონომიურად ძებნა ჰიდროლოკატორის "AQS-20A" მეშვეობით რამდენიმე საათის განმავლობაში.

უკვე წარმატებით დასრულდა აპარატის „Knifefish" გამოცდა ღია ზღვაში. რამდენიმე წლის შემდეგ მას დაემატება ახალი ნაღმსაწინააღმდეგო რობოტები.
გარდა ამისა, მიმდინარეობს დაბალი სიხშირის ფართოზოლიანი ექოლოტის „Knifefish" გამოცდა, რომელიც შეძლებს ოკეანეს ფსკერზე დამონტაჟებული ან ჩამარხული ეგრეთ წოდებული „ფსკერის ნაღმის" აღმოჩენას. დღეს ასეთი ნაღმის აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ფსკერის ნაღმის დასაყენებლად იყენებენ ან მებრძოლ მცურავებს, ანდა წყალქვეშა ნავის სპეციალურ საშუალებებს. ეს ნაღმი განკუთვნილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიზნის გასანადგურებლად, მაგალითად, წყალქვეშა ნავისა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით. Knifefish არის 5,8 მეტრის სიგრძისა და 770 კგ წონის უპილოტო წყალქვეშა აპარატი, რომელსაც ძალუძს ნაღმის ფსკერზე აღმოჩენა ასახული სიგნალის სიმკვრივის გაზომვის გზით. ამ ტექნოლოგიამ გამოცდა უკვე წარმატებით გაიარა და ამჟამად მიმდინარეობს პროტოტიპის დახვეწა სერიული საბრძოლო მანქანის შესაქმნელად.
საზღვაო ნაღმის ძიებისა და უვნებელყოფის ეფექტური ტექნოლოგიის შემუშავება ამცირებს ეგრეთ წოდებული „ასიმეტრიული პასუხის" ეფექტურობას. დღეს აშშ-ს უპირობო უპირატესობა აქვს ზღვაში და ნაღმი, ფაქტობრივად, ერთადერთი მძლავრი არაბირთვული იარაღია, რომელიც ემუქრება ამერიკული ფლოტის მოქმედების თავისუფლებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий