среда, 28 августа 2013 г.

DARPA-ს მორიგი ინოვაცია: შექმნილია ტელესკოპური ლინზა თვალებისათვის


ამერიკის თავდაცვითი სამეცნიერო სააგენტო DARPA-ს მიერ დაფინანსებულმა ამერიკელ და შვეიცარელ მკვლევართა ჯგუფმა კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-დიეგო) პროფესორის, ჯოსეფ ფორდის მეთაურობით შეიმუშავა ტელესკოპური კონტაქტური ლინზები, რომლებიც ორი რეჟიმით მუშაობს: ნორმალური მხედველობიდან შეიძლება „ზუმის" (გადიდების) რეჟიმზე გადართვა. ჯოსეფ ფორდის თქმით, ის კოლეგებთან ერთად ზეთხელ ლინზებს ქმნის, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ავადმყოფი ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. მაგრამ სამხედრო დაფინანსება აშკარად იმის მანიშნებელია, რომ ბრძოლის ველზე ესოდენ სასარგებლო მოწყობილობით, როგორიცაა კონტაქტური ლინზები-ბინოკლი, სამხედროებსაც აინტერესებს.

თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი კონტაქტური ლინზები დაეხმარება მხედველობის პრობლემის გადაჭრაში უამრავ ადამიანს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციით. ეს დაავადება სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ხანდაზმულ ადამიანთა შორის, ვინაიდან მარტივი სათვალე ამ დაავადების დროს უძლურია – თვალის ბადურის დაზიანების გამო. გამადიდებელ კონტაქტურ ლინზას შეუძლია სინათლის სხივის წარმართვა ბადურას დაუზიანებელ უბნებზე, რაც მკვეთრად აუმჯობესებს მხედველობას. აქამდე ამგვარი მოწყობილობა არ არსებობდა – უზარმაზარ საიმპლანტაციო ექსპერიმენტულ ტელესკოპს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის პრობლემის გადაწყვეტად ვერ მიიჩნევ.
ლინზა, ფაქტობრივად, მინიატიურული ტელესკოპია: ერთ სახის პოლარიზაციის შემთხვევაში სინათლე ცენტრალურ ნაწილში გადის („ზუმი" არ არის), ხოლო მეორეს დროს სარკისაგან აისახება და უზრუნველყოფს 2,8-ჯერად გადიდებას.
ფორდის გუნდის მიერ შემუშავებული ახალი ტიპის კონტაქტურ ლინზაში გამოყენებულია სარკე, რომელიც ეკვრის თვალს. ეს სარკე პაწაწინა ტელესკოპის ძირითადი ნაწილია. კონტაქტური ლინზა 2,8-ჯერად გადიდებას უზრუნველყოფს. ჯერ-ჯერობით ნორმალური რეჟიმიდან გადიდების რეჟიმზე გადართვა ხდება სპეციალური სათვალის მეშვეობით, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო 3-განზომილებიანი სურათის საყურებლად 3D-ტელევიზორით. ამ სათვალის მინის თხევადი კრისტალი ცვლის სინათლის პოლარიზაციას, რაც შესაძლებელს ხდის სინათლის წარმართვას კონტაქტური ლინზის სხვადასხვა ნაწილში.
გამოცდამ აჩვენა, რომ ორიგინალური კონტაქტური ლინზები უზრუნველყოფს ნათელ სურათს მხედველობის ფართო ველით. ჯერ-ჯერობით ფერის კორექციისათვის ლინზაზე გაკეთებული „ჩაღრმავება" ოდნავ აუარესებს გამოსახულების ხარისხსა და კონტრასტულობას, ამიტომ მეცნიერები გეგმავენ უფრო ეფექტური და გამოსაყენებლად მოსახერხებელი აირგამტარი მასალის გამოყენებას. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება გამოცდის ჩატარება ადამიანზე.
როგორც ითქვა, ამ სამუშაოებს აფინანსებს ამერიკის თავდაცვითი სამეცნიერო სააგენტო DARPA, პროგრამის SCENICC (Soldier Centric Imaging with Computational Cameras) ფარგლებში.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий