წინა მიღწევასთან შედარებით ახალი ტექნოლოგიის სიჩქარე 66%-ით უფრო მაღალია, ხოლო ენერგომოხმარება ორჯერ ნაკლები. ამის მიღწევა მოხერხდა ინოვაციური მიკროსქემების – SOI CMOS – გამოყენებით. ეს სქემები დამზადებულია 32 ნმ ტექნოლოგიით, ვერტიკალური რეზონატორის მქონე მოწინავე ლაზერისა და კომპანია Sumitomo Electric Device Innovations წარმოების უახლესი ფოტომიმღების გამოყენებით.
აღნიშნული მიღწევა არა მარტო ენერგიის ეკონომიას იძლევა. საქმე ისაა, რომ პერსპექტიულ სუპერკომპიუტერს, რომელიც თანამედროვეზე 100-ჯერ სწრაფად იმუშავებს, დასჭირდება სწორედ ასეთი სიჩქარის მქონე მონაცემთა გადაცემის ხაზი. თანამედროვე ორტიკურ-ბოჭკოვან ხაზს მსგავსი მაჩვენებლების უზრუნველყოფა არ ძალუძს.
ამასთანავე, IBM-ის ინჟინერთა თქმით, უკვე 2020 წლისათვის მზად იქნება სუპერკომპიუტერი უნიკალური სწრაფმოქმედებით. ამ კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელი იქნება გლობალური კლიმატის მოდელირება, ნანოსტრუქტურის დიზაინის შემუშავება, ცოცხალი უჯრედის სტრუქტურის მოდელირება მოლეკულის დონეზე, აგრეთვე სხვა ისეთი უამრავი ამოცანის შესრულება, რომელიც მიუწვდომელია ცალკეული კომპიუტერისათვის. მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპისათვის საჭიროა ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობის სწრაფად გადაცემის ხერხის შემუშავება, თანაც ენერგიის უზარმაზარი ხარჯის გარეშე. როგორც ჩანს, IBM-სა და DARPA-ს სპეციალისტებმა ამის მიღწევის ხერხს მიაგნეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий