среда, 28 августа 2013 г.

ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სმარტფონის მართვა მზერით


დანიის კომპანია „The Eye Tribe" გეგმავს ისეთი ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფის (სოფტის) შექმნას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების სხვადასხვა ფუნქციის მართვა თვალების მოძრაობით. ახალი სოფტი მნიშვნელოვნად ამარტივებს მობილური მოწყობილობის მოხმარებას.


მაგალითად, შესაძლებელი იქნება ვიდეოთამაშის პერსონაჟის მართვა თვალების მოძრაობით, ხოლო ელექტრონული წიგნი თავად განსაზღვრავს, თუ როდის არის საჭირო გვერდის გადაფურცვლა. ამ პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად 5 პირისაგან შემდგარი კომპანია 800 ათასი დოლარით დააფინანსეს. დაგეგმილია ტექნოლოგიის გამოშვება უსასყიდლოდ, რაც ნიშნავს, რომ მის გამოყენებას შეძლებენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის Samsung, Google და Microsoft. ამრიგად, წარმატების შემთხვევაში ახალი ტექნოლოგია საკმაოდ სწრაფად გავრცელდება. ამჟამად კომპანია „The Eye Tribe"-ის ენთუზიასტებმა მზერის მეშვეობით სმარტფონის მართვის სისტემის პროტოტიპი უკვე შეიმუშავეს.



მართალია, ჯერ-ჯერობით თანამედროვე პლანშეტებსა და სმარტფონებთან სამუშაოდ საჭიროა მცირე ზომის ბლოკი ვიდეოკამერითა და ინფრაწითელი შუქდიოდით, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მოწყობილობის მომდევნო თაობას მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა დასჭირდება, ანუ მობილურ ტელეფონსა და პლანშეტს საჭირო მოწყობილობა ჩაშენებული ექნება.
წყარო -  https://theeyetribe.com/

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий