გამაბინძურებელთა ახალი ნანოგამწმენდი არის ტიტანის დიოქსიდის საფუძველზე დამზადებული დისკო, რომელსაც ძალუძს ზოგიერთი მძიმე ლითონისა და მთელი რიგი გამაბინძურებელი ნივთიერების მიზიდვა. დისკოს აქვს რამდენიმე შრე: შიგნით არის ტიტანის დიოქსიდი, გარედან კი სპეციალური სინთეზური მასალა, რომელიც იძლევა ნანოშემკრების მაგნიტური თვისებების შეცვლის საშუალებას. ტიტანის დიოქსიდის გარდა, შეიძლება სხვა აქტიური ნივთიერებების გამოყენებაც, მაგალითად, ვერცხლისა, რომელიც პათოგენებს კლავს.
რისთვის არის საჭირო მაგნიტური თვისებები? საქმე ისაა, რომ უკანასკნელ წლებში ეკოინჟინრებს ჰქონდათ არაერთი მცდელობა ნანონაწილაკების მეშვეობით დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის ტექნოლოგიის შემუშავებისა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ნანონაწილაკები გამაბინძურებელ ნივთიერებებს წარმატებით აგროვებდა, წყლიდან თავად ნანონაწილაკების ამოღება და, მით უფრო, მათი ხელმეორედ გამოყენება ვერ ხერხდებოდა. ამრიგად, ნანონაწილაკების საშუალებით შეუძლებელი იყო, მაგალითად, წყალსაცავის გაწმენდა – პირიქით, მავნე ნივთიერებებს კიდევ ნანონაწილაკები ემატებოდა.
ნანონაწილაკების ახალი ტიპი არა მარტო ეფექტურად აგროვებს გამაბინძურებელ ნივთიერებებს, მათ შორის ბაქტერიებს, არამედ ადვილად აღდგება გამოყენების შემდეგ. დაბინძურებულ წყალში ნანოშემკრები სწრაფად კლავს მავნე ბაქტერიებს და იზიდავს ტოქსინებისა და სხვა გამაბინძურებელი ნივთიერებების მოლეკულებს. მაგნიტური ველის არარსებობის პირობებში ნანონაწილაკები ნეიტრალურია, მაგრამ ძლიერი მაგნიტური ველის ჩართვის კვალობაზე ნანონაწილაკებს იზიდავს ჩვეულებრივი მუდმივი მაგნიტი.
ექსპერიმენტის მსვლელობისას ვერცხლით დაფარული ნანოშემკრები ჩადეს მუცლის ჩხირის ბაქტერიებით დაბინძურებულ წყალში. ვერცხლის შედარებით დაბალი კონცენტრაციის პირობებში (15 ნაწილი ერთ მილიონზე) ნანოშემკრებმა შეძლო ბაქტერიათა 99.9%-ის განადგურება სულ რაღაც 20 წუთში. უფრო მეტიც, 5 წუთში მოხერხდა ნანონაწილაკების წყლიდან ამოღება ჩვეულებრივი მუდმივი მაგნიტის საშუალებით.
ნანონაწილაკების ახალი ტიპი დაბინძურებული წყლის გაწმენდის საქმეში გარღვევის მომასწავებელია. შესაძლებელია ნანონაწილაკების გამართვა სხვადასხვა აქტიური ნივთიერების დამატებით, რაც იძლევა წყლის გაწმენდის საშუალებას სხვადასხვა გამაბინძურებლისაგან, იქნება ეს ნავთობი, სხვადასხვა ტოქსინი, ბაქტერია, ვირუსი და ა.შ.

Комментариев нет:
Отправить комментарий