ინდოეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს იაფი მაღალი ეფექტურობის ფილტრი ალუმინის კომპოტის საფუძველზე ვერცხლის ნანო-ნაწილაკებით, რომელსაც ძალუძს მილიონობით ადამიანის იაფი სასმელი წყლით მომარაგება.
ახალი ფილტრი სიიაფით გამოირჩევა: 2-2.5 დოლარის ღირებულების ფილტრი მოამარაგებს 5-სულიან ოჯახს სუფთა წყლით 5 წლის განმავლობაში. ექსპერიმენტის მსვლელობისას 50-გრამიანმა ფილტმა 1500 ლიტრი წყალი გაწმინდა. ოჯახს წელიწადში 120-გრამიანი ფილტრი ეყოფა. ამასთანავე, ფილტრის დასამზადებლად საჭიროა სულ ცოტა წყალი: ფილტრის წარმოებაზე დახარჯულ 1 ლიტრ წყალზე მოდის 50 ლიტრი გაფილტრული წყალი. ინდური ფილტრი ძალიან მარტივად მუშაობს: წყალი გადის ფილტრში, ვერცხლის ნანო-ნაწილაკები ჟანგდება და ათავისუფლებს იონებს, რომლებიც კლავს ვირუსებს, ბაქტერიებსა და ანეიტრალებს ისეთ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ტყვია და დარიშხანი. ცალკეული ნანო-ნაწილაკები ხვდება სასმელ წყალში, მაგრამ, მეცნიერთა თქმით, ეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.
ახალი ფილტრის შემუშავებისას მეცნიერებმა მოახერხეს მთავარი პრობლემის გადაწყვეტა: ვერცხლის იონების გაშვება გასაწმენდ წყალში ფილტრის მინიმალური გამოგლესით. უფრო მეტიც, ნანოკომპოზიტურ ფილტს ელექტროკვება არ სჭირდება, ის წყალს პათოგენებისაგან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხით ასუფთავებს. ფილტრის აღდგენაც მარტივად ხდება: ის უბრალოდ ირიცხება გამოხდილი ან მაქსიმალურად სუფთა სასმელი წყლით. ამ გზით ექსპერიმენტული ნიმუში მთლიანად იქნა აღდგენილი 5-ჯერ მაინც.
Комментариев нет:
Отправить комментарий