четверг, 29 августа 2013 г.

პაწაწინა ბოცვერმა მეცნიერები მიკროსაოცრებათა ქვეყანაში მიიყვანა


იაპონელებმა მიკროსკოპული ზომის მაღალი სიზუსტის სამგანზომილებიანი სტრუქტურების შექმნის უნიკალური ტექნოლოგია შეიმუშავეს.იაპონელ მეცნიერთა მიერ „დახატული", შემდეგ კი „შემწვარი" მიკროსკოპული ბოცვერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს პაწაწინა, ურთულესი ფორმის მიკროსკოპული სტრუქტურების შექმნის თვალსაზრისით.

ახალმა ტექნოლოგიამ შეიძლება ფართო გამოყენება ჰპოვოს მრავალ სფეროში: მაღალი ეფექტურობის მზის პანელების დამზადებიდან თავის ტვინში იმპლანტირებულ სპეციალურ ელექტროდებამდე.
ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კომპანიის „C-MET" სპეციალისტებმა გააერთიანეს მიკროსკოპული სამგანზომილებიანი სტრუქტურების შექმნის ახალი მეთოდიკა ფისის ახალ ტიპთან. ამის შედეგად მოხერხდა ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც იძლევა რამდენიმე მიკრონის კვეთის მქონე რთული ობიექტების შექმნის საშუალებას. ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობათა დემონსტრაციის მიზნით მეცნიერებმა დაამზადეს ბოცვრის საკმაოდ რეალისტური ფიგურა დაახლოებით 15 მიკრომეტრის სიმაღლისა.
00000000004440

მიკროსკოპული ბოცვერი და ახალი იაპონური ტექნოლოგიის მეშვეობით შექმნილი სხვა ფიგურები.

ბაქტერიის ზომის ბოცვერს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს – მას შეუძლია დენის გატარება იმის წყალობით, რომ მისი ზედაპირი წყალბადად არის გადაქცეული. ეს ხდება ისეთი განსაკუთრებული ზემგრძნობიარე ფისის დანახშირების პროცესში, რომლის შემადგენლობაში შედის რეზორცინის დიგლიციდილის ეთერი (RDGE). აქამდე ეს მასალა მსგავსი მიზნებისათვის არ გამოიყენებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია, ვინაიდად არის თხევადი და იძლევა ორფოტონური პოლიმერიზაციის, ანუ ლაზერული სხივით ხატვის, შესაძლებლობას. ლაზერული სხივისა და მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით მეცნიერებმა ფენა-ფენა „დახატეს" ცხოველის მოცულობითი ფიგურა, შემდეგ კი გაახურეს ის 800 გრადუსამდე (ცელსიუსის სკალით). მეცნიერთა გასაკვირად, გამოვიდა ძალიან ზუსტი მიკროსკოპული ფიგურა, რომელსაც გამოწვისას ფორმა არ დაუკარგავს. ფისის პირველი ფენა დანახშირდა, ნახშირბადად გადაიქცა და დენის გატარება დაიწყო.
ახალი ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და ტექნიკის მრავალი სფეროსათვის. ის იძლევა აკუმულატორისა და სასათბობე უჯრედისათვის ნებისმიერი ფორმის ელექტროდის, აგრეთვე მიკროკარკასების, ნეიროინტერფეისების, ბიოსენსორებისა და სხვა მრავალი სასარგებლო რამის დამზადების საშუალებას.
ამჟამად იაპონელი მეცნიერები მუშაობენ საკუთარი ტექნოლოგიის შემდგომ სრულყოფაზე. კერძოდ, ისინი გეგმავენ ფინალური სითბური დამუშავების ტემპერატურის მომატებას. რა თქმა უნდა, მაღალია რისკი იმისა, რომ ამის შედეგად „დახატული" სამგანზომილებიანი სტრუქტურა განადგურდება, მაგრამ თუ ეს მოხერხდა, ფისი გრაფიტად გადაიქცევა. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მაღალი ხარისხის ზედაპირის შექმნა კარგი ელექტროგამტარი თვისებებით.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий