четверг, 29 августа 2013 г.

ჭკვიანი და ბეჯითი უფრო დიდხანს ცხოვრობს


1947 წელს შოტლანდიაში ჩატარდა ყველა 1936 წელს დაბადებული (11 წლის) მოსწავლის ტესტირება (სულ 70 805 ბავშვი). შემდგომი დაკვირვებისათვის ამ უზარმაზარი ჯგუფიდან შერჩეულ იქნა ნაწილი – ეგრეთ წოდებული „ექვსდღიანი შერჩევა", რომელშიც შევიდა ლუწი თვის პირველ რიცხვში (1 თებერვალი, 1 აპრილი, 1 ივნისი და ა.შ.) დაბადებული ბავშვები.
სულ „ექვსდღიანი შერჩევაში" 1208 პირი (618 ქალი და 590 მამაკაცი) შევიდა. 1963 წლამდე, როცა ამ პირებს 27 წელი შეუსრულდათ, სოციოლოგები რეგულარულად აკითხავდნენ, ყურადღებით აკვირდებიან მათ განვითარებას. შემდეგ მუშაობა შეჩერდა, მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისში ამ პირთა სერიოზული შესწავლა გლაზგოს, ედინბურგისა და საუტჰემპტონის ფსიქოლოგებმა გააგრძელეს.
2004 წელს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს წინასწარი შედეგები, რომლებიც ეფუძნებოდა „ექვსდღიანი შერჩევის" ნაწილის ანალიზს. მიღებულმა შედეგმა აჩვენა, რომ უფრო მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე პირები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. მაგრამ ეს დასკვნა მონაცემთა შედარებით მცირე მოცულობაზე დაყრდნობით გაკეთდა და მრავალ დამატებით ფაქტორს არ ითვალისწინებდა.
2012 წლის ოქტომბერში ჟურნალ „Psychological Science"-ში გამოქვეყნებული სტატია ეფეძნება „ექვსდღიანი შერჩევის" მთლიანად შესწავლას; გათვალისწინებულია აგრეთვე შერჩევაში შესულ თითოეულ პირთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
1947 წელს განსაზღვრული ინტელექტის (IQ) მაჩვენებლის გარდა, გათვალისწინებულ იქნა მოგვიანებით, სამი წლის შემდეგ, „ექვსდღიან შერჩევაში" შესული ყველა მოსწავლის დამატებითი შეფასება შემდეგი პარამეტრების მიხედვით: „საკუთარ თავში დარწმუნებულობა", „შეუპოვრობა", „გუნება-განწყობილების სტაბილურობა", „კეთილსინდისიერება" და „თავის გამოჩენის სურვილი". ეს პარამეტრები მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ინტელექტთან (IQ), ამიტომ საჭირო გახდა სპეციალური შესწორების შეტანა იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დამოუკიდებლად ინტელექტის შეფასება, ანუ მისი განხილვა, როგორც დამოუკიდებელი ფაქტორისა.
მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას ყველაზე მეტად უკავშირდება კომბინირებული მაჩვენებელი, რომელიც აერთიანებს კეთილსინდი-სიერებას, შეუპოვრობასა და გუნება-განწყობილების სტაბილურობას. ავტორებმა ამ მაჩვენებელს „სანდოობა" უწოდეს.
ადრე აღმოჩენილი კავშირი სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ინტელექტს შორის მთლიანად დადასტურდა. შერჩევის ინტელექტის მიხედვით ოთხ ქვეჯგუფად გაყოფის შედეგად აღმოჩნდა („ყველაზე ჭკვიანი", „ჭკვიანი", „უჭკუო" და "ყველაზე უჭკუო"), რომ პირველი ჯგუფი („ყველაზე ჭკვიანი") ყველაზე დიდხანს ცხოვრობს; შედარებით ნაკლებია მეორე ჯგუფის სიცოცხლის ხანგრძლივობა, კიდევ უფრო ნაკლები – მესამე და მეოთხე ჯგუფებისა. ამასთანავე, ამ ორ უკანასკნელ („უჭკუო" და "ყველაზე უჭკუო") ჯგუფს შორის განსხვავება არ აღინიშნება. განსხვავება სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით საკმაოდ მნიშვნელოვანია: მესამე და მეოთხე ჯგუფებში 65 წელს 83%-მა მიაღწია, ხოლო პირველ ჯგუფში – 92%-მა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий