среда, 28 августа 2013 г.

ჯორჯ ლუკასი: ინტერნეტი კინოს კონოთეატრიდან განდევნის


მრავალი კინოშედევრის ავტორების, რეჟისორების ჯორჯ ლუკასისა და სტივენ სპილბერგის აზრით, კინემატოგრაფის მომავალი არც თუ ისე სახარბიელოა: ინტერნეტი თავის შესაძლებლობებით სულ უფრო მწვავე კონკურენციას უწევს კლასიკურ კინოს კინოდარბაზში. სულ მალე კინოთეატრში მხოლოდ მოყვარულები, თანაც შეძლებული, ივლიან.

უკვე დღეს კინოს წარმოება იქცა თავისებურ სტარტაპად: ყველაფერი იწყება იდეით, შემდეგ იკრიფება ჯგუფი, რომელიც ქმნის კინოს და ბაზარზე გააქვს. თუ ფილმი მაყურებელს მოეწონება, მას ბევრი ფული მოაქვს და ჰიტად იქცევა – კრისტოფერ ნოლანის „ბეტმენის" მსგავსად.
ფილმს, ჩვეულებრის, ზაფხულში იღებენ; ხარისხიანი კინოსურათის ფასმა შეიძლება 300 მლნ. დოლარს გადააჭარბოს. ამიტომ კინოსტუდიას შეიძლება ჰქონდეს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის მოგების იმედი, მაშინ როცა ტელევიზიას ასეთი თანხის მიღება შეუძლია მხოლოდ DVD-ის მრავალწლიანი გაყიდვის წყალობით.
მაგრამ ლუკასი და სპილბერგი ფიქრობენ, რომ კინოს წარმოების ამჟამინდელი მოდელი მდგრადი არ არის. სულ მალე მაღალი ბიუჯეტის მქონე ფილმები კინოგაქირავებაში ჩავარდება და ყველაფერი შეიცვლება. კინოს ბაზარი მცირდება იმის გამო, რომ ადამიანს სულ უფრო ცოტა დრო რჩება კინოთეატრში წასასვლელად. სულ მეტ თავისუფალ დროს იკავებს ვიდეოთამაშები და ონლაინ-ვიდეორესურსები, მაგალითად, ამერიკული Netflix. ამის გამო კინოს გადასაღებად ფულის შოვნა უჭირთ ისეთ ცნობილ რეჟისორებსაც კი, როგორიც არიან ლუკასი და სპილბერგი – კინოგაქირავებაში ჩავარდნის შედეგად ფულის დაკარგვის რისკი ძალიან მაღალია, ხოლო ონლაინ-გაყიდვა ჯერ-ჯერობით საკმარის მოგებას მოკლე დროში ვერ უზრუნველყოფს.
უახლოეს მომავალში კინოსტუდიები იძულებული იქნებიათ გადახედონ კინოს გაყიდვის ხერხებს. შესაძლოა, რომ ისეთი ფილმი, როგორიცაა „ლინკოლნი", მასშტაბური, ძვირად ღირებული გადაღების გარეშე, უფრო იაფი იქნება და მხოლოდ დისკებით ან ონლაინით გაიყიდება. ამასთანავე, ბლოკბასტერისა და მაღალტექნოლოგიური ფილმის ბილეთი 50 აშშ დოლარზე მეტი ეღირება, რათა შესაძლებელი იყოს ხარჯის ამოგება და ნამდვილად კარგი კინოს გადაღება.
გამოდის, რომ ნაკლებად მომგებიანი ონლაინ-გაყიდვა შეამცირებს კინოს თვითღირებულებას; არარენტაბელური გახდება აშკარად ცუდი ფილმების გადაღება. ამასთანავე, მასშტაბური სანახაობრივი ფილმები, რომლებსაც მაყურებელი უკვე მიეჩვია, სიძვირის გამო ყველასათვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით კინო ძალიან მომგებიანი, თუმცა სარისკო საქმეა. გარდა ამისა, კინოს თვითღირებულების შემცირების პრობლემა „ვარსკლავების" ჰონორარის შემცირების თვალსაზრისით არ განიხილება, თუმცა ისინი რამდენიმე თვეში იღებენ თანხას, რომლითაც შეიძლება 200 ათასი კამბოჯელი მუშისათვის ხელფასის გადახდა. ზოგჯერ „ვარსკლავების" ჰონორარი ფილმის მთლიანი ღირებულების ერთ მესამედს შეადგენს, ამიტომ რეჟისორს ურჩევნია ნაკლებად ცნობილი მსახიობის მიწვევა.
ასე თუ ისე, კინო კინოთეატრებიდან ნელ-ნელა საშინაო გარემოში გადადის, რის გამოც კინოსტუდიის მოგება მცირდება. მეორე მხრივ, ამან ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიის განვითარებას; მაგალითად, ახლახანს გაჩნდა 3D, ხოლო მოცულობითი ხმა, პროექტორი და დიდი ტელევიზორი ჩვეულ საგნებად იქცა
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий