среда, 28 августа 2013 г.

ბანალური იდეა უამრავი კილოვატ-საათის დაზოგვის საშუალებას იძლევა


შენობის კლიმატის მართვის შედარებით მარტივი „ჭკვიანი" სისტემა იძლევა ქვეყნის მასშტაბით ენერგიის დიდი რაოდენობის დაზოგვის საშუალებას. ჩრდილო-დასავლეთის ეროვნულ ლაბორატორიაში (აშშ) შემუშავებული ტექნოლოგიის წყალობით დიდი საოფისე შენობაში შესაძლებელი იქნება ენერგიის წლიური მოხმარების 18%-ით შემცირება. რაც მთავარია, ეს არა მარტო ათეული ათასი დოლარის ეკონომიის საშუალებას იძლევა, არამედ ადამიანთა მუშაობასაც უფრო კომფორტულს გახდის.

ენერგიის ესოდენ მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღწევა შეიძლება ერთადერთი ფაქტორის ხარჯზე: სათავსში ადამიანთა რაოდენობის ავტომატური აღრიცხვა. ინჟინრებმა შეიმუშავეს მარტივი მოწყობილობის გამოყენების კონცეფცია, რომელიც არეგულირებს ვენტილაციის/გათბობის სისტემის სიმძლავრეს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ოთახში.
თითქოსდა ეს იდეა ბანალურია, მაგრამ აქამდე ამგვარი მოწყობილობა ფართოდ არ გამოიყენება და ვენტილაციის/გათბობის სისტემა ერთნაირი სიმძლავრით მუშაობს – მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა მასში ვინმე. ამის შედეგად ათასობით კაცზე გათვლილ დიდ დარბაზში რამდენიმე ასეულ ადამიანს სცივა. მსხვილი შენობის, სადგურის, საავადმყოფოს კლიმატური სისტემა ყოველთვის სრული სიმძლავრით მუშაობს და თითქმის არასოდეს ემთხვევა ადამიანის „კომფორტის ზონას".
ამ პრობლემის გადასაჭრელად ინჟინერთა გუნდმა ექსპერიმენტთა სერია ჩაატარა დიდ 12-სართულიან საიფოსე შენობაში 48х73 მეტრის ზომისა, სარდაფით, საერთო ფართით დაახლოებით 46 ათასი კვადრატული მეტრი. მეცნიერებმა მოდელირებას მიმართეს: შეიქმნა კლიმატური სისტემის ვირტუალური მოდელი ჰაერის ტემპერატურის გათბობით, თუ ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსზე (ცელსიუსის თერმომეტრით) ნაკლები იყო და გაგრილებით, თუ ტემპერატურა 24 გრადუსზე მაღლა იწევდა. საღამოს და უქმე დღეებში ტემპერატურის მერყეობის დიაპაზონი უფრო ფართო იყო.
გაანგარიშებამ აჩვენა, რომ აშშ-ს 15 რეგიონიდან 13-ში „ჭკვიანი" სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანთა რაოდენობას ოთახში, იძლევა სულ მცირე 40 ათასი დოლარის ეკონომიას ერთი შენობისათვის, რომელიც დაახლოებით ისეთივე ზომისაა, როგორც მოდელში გამოყენებული. ამასთანავე, ორ ქალაქში, დულუტსა და ფერბენქსში, ეკონომიამ 100 ათას დოლარს გადააჭარბა – ძირითადად ოთახიდან შემოსული ჰაერის გათბობის საჭიროების გამო. ძალიან ცხელ ქალაქებშიც კი – ელ-პასო და მაიამი, სადაც მოსალოდნელი არ იყო დიდი ეკონომია, მოხერხდება, შესაბამისად, 33400 და 23500 დოლარის დაზოგვა.

00advanced controls customize ventilation lg
ოთახში ადამიანთა რაოდენობის კონტროლი მარტივია, ამის წყალობით კი შესაძლებელია ეკონომიის მნიშვნელოვანი დაზოგვა.

ახალი ტექნოლოგია ძალიან პერსპექტიულია. საქმე ისაა, რომ განათების ხარჯზე დაზოგვა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ განათება გათბობა-ვენტილაციასთან შედარებით ძალიან მცირე ენერგიას მოიხმარს. მაგალითად, ოთახში ადამიანთა რაოდენობის აღმრიცხველი გადამწოდის დამატება ენერგიის მნიშვნელოვანი, 40%-მდე, დაზოგვის საშუალებას იძლევა მაშინაც კი, როცა გამოყენებულია ძალიან სრულყოფილად მიჩნეული HVAC სისტემა (გათბობა, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება).
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий