წარმოდგენილია შევსებული რეალობის სათვალის ახალი ვერსია Recon Jet HUD: ესაა სპეციალური ვერსია ველოსიპედისტისათვის.
სათვალე Jet HUD გაიყიდება პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედის სხვადასხვა უსადენო გადამწოდთან მისაერთებლად. ასე რომ, ახლა ველოსიპედისტი პირდაპირ სათვალის ეკრანზე დაინახავს ინფორმაციას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – მაგალითად, გულის შეკუმშვის სიხშირეს. გარდა ამისა, სათვალე აღჭურვილია ჩაშენებული HD-კამერით. ელექტრონიკა იმართება ორბირთვიანი, ინტეგრირებული GPU-ის მქონე პროცესორის მეშვეობით.

სათვალე Recon Jet Pilot edition თავსებადია IOS და Android ოპერაციული სისტემების საფუძველზე მომუშავე მოწყობილობასთან. სმარტფონთან სინქრონიზაციისათვის გამოიყენება Bluetooth პროტოკოლი. გარდა ამისა, სათვალე თავსებადია მონაცემთა გადაცემის დაცულ ANT+ ტექნოლოგიასთან. ასე რომ, ახლა ინფორმაცია პულსის გამზომიდან თუ ველოსიპედის კომპიუტერიდან პირდაპირ სათვალის ეკრანზე გამოჩნდება, ამიტომ საჭირო აღარ იქნება სპეციალურ ცალკეულ გადამწოდებზე ამ მონაცემების სანახავად დროის დაკარგვა.
მწარმოებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეიძლება Recon Jet Pilot edition სათვალის მინის შეცვლა. თუ ვარჯიშის პროცესში მინა დაზიანდა, ყოველთვის შეიძლება მისი შეცვლა. მწარმოებლის თქმით, ამით Recon Jet Pilot edition განსხვავდება Google-ის შევსებული რეალობის სათვალისაგან, რომელშიც ლინზის შეცვლა შეუძლებელია.

Recon Jet Pilot edition ეკრანზე აისახება ინფორმაცია გულის რითმის, პედლების ბრუნვის სიხშირის, სიმძლავრის, სიჩქარის, გავლილი მანძილის შესახებ და ა.შ. გარდა ამისა, რაკი მოწყობილობა სმარტფონთან არის სინქრონიზებული, ეკრანზე რეალური დროის რეჟიმით აისახება ინფორმაცია შემოსულ ზარებსა და შეტყობინებაზე. თუ პროფესიულ სპორტსმენს ასეთი ინფორმაცია არ სჭირდება – ყურადღება რომ არ გაეფანტოს, ველოსპორტი-მოყვარულისათვის ეს სასარგებლო შესაძლებლობაა.
ველოსიპედისტებისა და ტრიატლონისტებისათვის განკუთვნილი Recon Jet Pilot edition შევსებული რეალობის სპეციალური სათვალის შეკვეთა უკვე შესაძლებელია. წინასწარი შეკვეთა უნდა გაკეთდეს 21 ივლისამდე, „ტურ დე ფრანსე" რბოლის დასრულებამდე.
წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში Recon Jet Pilot edition 100 დოლარით ნაკლები ჯდება – 500 დოლარი 600-ის (სავარაუდო საცალო ფასი) ნაცვლად. მოწყობილობის ძირითადი გაყიდვა, სავარაუდოდ, 2013 წლის ბოლოს დაიწყება.
Комментариев нет:
Отправить комментарий