четверг, 29 августа 2013 г.

რაზე მეტყველებს „მეგობრების" რაოდენობა სოციალურ ქსელში


ლონდონის ბიზნესის სკოლისა და ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთობლივი კვლევის მიზანი იყო სოციალურ ქსელში – Facebook – „მეგობრობის" ფენომენის შესწავლა. მათი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ბევრ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ცხოვრებისა და ხასიათის შესახებ, მათ შორის იმაზეც კი, მდიდარია ის თუ ღარიბი, როგორ ქვეყანაში – განვითარებულსა თუ ღარიბში ცხოვრობს და ა.შ.

რაღაც კონკრეტული, ეგრეთ წოდებული „სრულყოფილი", მეგობართა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნისათვის განსხვავებულია. მეცნიერთა ვარაუდით, მეგობართა რიცხვი შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად არის ადამიანი წარმატებული, მობილური, რამდენად ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს. მეგობართა რიცხვი სოციალურ სტატუსზეც მეტყველებს. ასე, მაგალითად, ბევრ სახელგანთქმულ პირს კარგ ტონად მიაჩნია, ჰყავდეს რამდენიმე ათასი „მეგობრი" Facebook-ში, რათა აჩვენოს, რამდენად აინტერესებს ის ადამიანებს და თავი საჭიროდ იგრძნოს.
ზოგიერთ ადამიანს სურს, რომ სოციალურ ქსელში მხოლოდ რამდენიმე ახლობელი ჰყავდეს. სხვას კი. პირიბით, ასობით მეგობარი ჰყავს, რომელთა უმრავლესობას ის თითქმის არ იცნობს. თითოეული ადამიანი ქსელის საკუთარ სტრატეგიას ირჩევს – ესაა სამყაროსთან მისი ურთიერთობის ხერხი. ვირჯინიის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორის, შიგეჰირო ოიშისა (Oishi) და ლონდონის ბიზნეს-სკოლის პროფესორის, კესებირის (Kesebir) ვარაუდით, ქსელის ფართო, მაგრამ ზედაპირული სტრატეგია (ანუ როცა ადამიანს ბევრი არა ახლო „მეგობარი" ჰყავს) არის ოპტიმალური ისეთი ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს მობილურად და ეკონომიკურად ხელსაყრელ პირობებში. ქსელის ვიწრო, მაგრამ ღრმა სტრატეგია (ანუ როცა „მეგობარი" ცოტაა, მაგრამ ის მართლაც მეგობარია) ოპტიმალურია, თუ ადამიანი ერთ ადგილას და ეკონომიკურად ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში ცხოვრობს. ოიში და კესებირი ამ ორი სტრატეგიის უპირატესობებს სწავლობდნენ, მათი სტატია ჟურნალში – „Psychological Science" – გამოქვეყნდა.
მეცნიერთა აზრით, Facebook-ის ეპოქაში ბევრი ამერიკელი ირჩევს ქსელის ფართო, მაგრამ ზედაპირული სტრატეგიას. ამის მიუხედავად, არაერთმა კროს-კულტურულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ფაქტი, რომ ამერიკელებს ბევრი „მეგობარი" ჰყავთ, აშშ-ს ფარგლებს გარეთ პოზიტიურად არ აღიქმება: სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აღიზიანებთ ამერიკელების სურვილი, ყველას მეგობარი უწოდონ და „მხარზე ხელი დაჰკრან". ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იმისა, თუ რატომ ირჩევენ ამერიკელები, უპირატესად, ფართო ქსელს, ისაა, რომ ამერიკელები არიან მობილური და ეკონომიკურად წარმატებული. პროფესორ ოიშის თქმით, „ეკონომიკური აყვავების ხანაში ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „მეგობრებს" მართლაც დახმარება დასჭირდეთ – მკურნალობის, საკვების, საცხოვრებლის ან სხვა მნიშვნელოვანი ხარჯების დასაფარავად. „ფართო" ქსელში მეგობრობა მარტივია და რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაგრამ მძიმე პერიოდში ბევრი მეგობრის ყოლა ძნელია – ამას შეიძლება დიდი ხარჯი მოჰყვეს – როგორც დროის, ისე რესურსების თვალსაზრისით. ამიტომ ასეთ პერიოდში „მეგობართა" წრე მკვეთრად მცირდება".
ოიშიმ და კესებირმა აღმოაჩინეს, რომ ვიწრო, მაგრამ „მეგობრებს" შორის ღრმა კავშირების სტრატეგიასაც გარკვეული უპირატესობა აქვს – მძიმე მომენტში შეიძლება გქონდეს მეგობრების დახმარების იმედი.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს კვლევის ჩატარება – იმის შესაამოწმებლად, თუ რამდენად მართებულია მათი მოსაზრებები რეალურად. ინტერნეტ-გამოკითხვაში 247 ამერიკელი მონაწილეობდა. მათ შესთავაზეს Facebook-ის „მეგობრების" გაყოფა სამ კატეგორიად": ძალიან ახლობელი, ახლობელი და შორეული. მონაწილეთა სტრატეგიის შესასწავლად მეცნიერებმა შესთავაზეს რესპონდენტებს წარმოედგინათ, რომ მეგობრებზე დახარჯული დრო, ენერგია და ფული ჯამში 60 ქულას შეადგენს და სთხოვეს ამ 60 ქულის გადანაწილება ამ სამი ტიპის მეგობართა შორის. შედეგი საინტერესო და არც თუ ისე მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სოციალური ქსელის სტრატეგია გაცილებით მეტ ინფორმაციას იძლევა ადამიანზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
Oishi და Kesebir ამტკიცებენ, რომ მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქსელის სტრატეგიის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა მობილურობა და ეკონომიკური უსაფრთხოება.
„ამჟამინდელი ეკონომიკური დაცემის პირობებში აშშ-ში აღინიშნება მოსახლეობის მობილურობის შემცირებაც. იცვლება სოციალური ქსელის სტრატეგია – ახლა სულ უფრო ხშირად აღინიშნება გადასვლა ფართო სტრატეგიიდან უფრო ვიწრო, მაგრამ ღრმა სტრატეგიაზე. და ყველაფერი ეს მართლაც ხდება ქვეყანაში, რომელშიც გაბატონებულია პრინციპი: საუკეთესო ძალა არის სუსტი კავშირების ძალა".
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий