четверг, 29 августа 2013 г.

მობილური ტელეფონი ადამიანს კლავს და ასახიჩრებს


მობილური ტელეფონი თანდათან ხდება ტრავმატიზმის, ინვალიდობისა და სიკვდილის მიზეზიც კი. გამორიცხული არ არის, რომ სულ მალე მობილური ტელეფონი ამ მაჩვენებლებით ზოგიერთ გავრცელებულ დაავადებას დაეწევა.

ოგაიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, მობილური ტელეფონის გამო ტრავმირებულ ფეხით მოსიარულეთა რიცხვი, როგორც ჩანს, სწრაფად იზრდება. მობილური ტელეფონი საშიშია არა მარტო მძღოლის, არამედ ფეხით მოსიარულესათვის.
ოგაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა საოცარი ფაქტი დაადგინეს: ფეხით მოსიარულეთა შორის ტრავმების საერთო რაოდენობა მცირდება, მაგრამ იმ პირთა რიცხვი, ვინც ტრავმა მობილური ტელეფონის გამო მიიღო, მხოლოდ იზრდება. ამჟამინდელი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში უახლოეს წლებში ასეთი ტრავმების რიცხვი კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება.

მძღოლს ტელეფონით ლაპარაკი მოძრაობისას ეკრძალება. მაგრამ ფეხით მოსიარულეს ამას არავინ უკრძალავს, ამიტომ ტრავმატიზმი იზრდება.

მძღოლზე მობილური ტელეფონის ნეგატიურ გავლენას ბევრი ნაშრომი მიეძღვნა. ამას მოჰყვა ის, რომ მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობაში ტელეფონით ლაპარაკი მოძრაობისას აიკრძალა. მაგრამ რატომღაც არავის მიუქცევია ყურადღება ფეხით მოსიარულეთა ტრავმებისათვის მობილური ტელეფონით საუბრის გამო. სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს ოგაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა და აღმოაჩინეს, რომ მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდება 16-25 წლის ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ისინი ტელეფონით შეტყობინებას კი არ წერდნენ, არამედ საუბრობდნენ.
მკვლევარებმა შეისწავლეს აშშ-ს 100 საავადმყოფოდან მიღებული 7-წლიანი სტატისტიკური მონაცემები. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში მართლაც ბევრი პირი მოხვდა იმ ტრავმის გამო, რომელიც მან მიიღო ტელეფონით საუბრისას. მაგალითად, 14 წლის ბიჭი თხრილში ჩავარდა, 23 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ა.შ.
2005 წლიდან მობილური ტელეფონით საუბრის გამო ტრავმირებულ ფეხით მოსიარულეთა რიცხვი განუხრელად იზრდება. მაგალითად, 2010 წელს აღრიცხულია 1500-ზე მეტი ასეთი შემთხვევა. მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. თუ ტრავმა უმნიშვნელოა, დაზარალებული საავადმყოფოს არ მიმართავს; ზოგიერთს სამედიცინო დაზღვევა არა აქვს, ამიტომ ექიმთაე ვერ მიდის; ზოგიერთი მალავს, რომ უბედური შემთხვევის დროს ტელეფონით საუბრობდა.
დაზარალებულ ფეხით მოსიარულეთა დაახლოებითი რიცხვის გასარკვევად შეიძლება პარალელის გატარება საგზაო მძღოლების მონაწილეობით მომხდარ საგზაო ინციდენტთა რაოდენობასთან. სამომხმარებლო უსაფრთხოების კომისიის მონაცემები და მობილური ტელეფონის გამო მომხდარ საგზაო შემთხვევათა სტატისტიკა მკვეთრად განსხვავებულია. მეცნიერთა აზრით, კომისიის მონაცემები 1300-ჯერ ნაკლებია რეალურ მაჩვენებელზე!
ამჟამად სამომხმარებლო უსაფრთხოების კომისიის მონაცემები ფეხით მოსიარულეთა ტრავმებთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ საგზაო სტატისტიკასთან შედარება ცხადყოფს, რომ მხოლოდ 2010 წელს დაახლოებით 2 მილიონმა ფეხით მოსიარულემ მიიღო ტრავმა მობილურის ტელეფონის გამო. ასეთია მეცნიერთა აზრი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მიახლოებული გამოთვლაა, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ 2010 წლის მაჩვენებელი – 1500 დაზარალებული – რამდენიმე ასეულზე უნდა გამრავლდეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სასწრაფო დახმარების განყოფილებათა სტატისტიკის თანახმად, რისკის ჯგუფს ახალგაზრდები შეადგენენ – უფროს თაობასთან შედარებით მათ შორის ტრავმები გაცილებით უფრო ხშირია. ამასთანავე, ამასთანავე, ფეხის მოსიარულეს მიერ შეტყობინების წერის მომენტში ტრავმა იშვიათია – მხოდლდ 9%, ანუ ინციდენტთა უმეტესობა სწორედ საუბრისას ხდება. ეს, როგორც ჩანს, განპირობებული იმით, რომ შეტყობინების დაწერისას ადამიანი მაინც იძულებულია გაჩერდეს, ხოლო საუბრისას გაჩერება აუცილებელი არ არის. თუმცა, გათვალისწინებული არ არის, რომ ასეთ მომენტში ყურადღება იფანტება: ადამიანი ვერ ახერხებს ავტომობილამდე მანძილის ადეკვატურად შეფასებას, შუქნიშნის სწორად აღქმას, სწრაფად რეაგირებას საჭიროების შემთხვევაში და ა.შ. ყველაფერი ეს უარყოფითად აისახება ტრავმის სტატისტიკაზე.
მეცნიერთა თქმით, მობილური ტელეფონით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, ტრავმების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მძღოლთა შორის ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება მოხერხდა, ახლა საჭიროა იგივეს გაკეთება ფეხით მოსიარულეთა შორისაც. ჯერ-ჯერობით ისინი სარგებლობენ ტელეფონით გადასასვლელზე და ამისათვის მათი დაჯარიმების ან ასეთ შემთხვევაში მიღებული ტრავმის მკურნალობის ხარჯების მათზე დაკისრების რაიმე საფუძველი არ არსებობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში ჯარიმა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. საჭიროა, რომ თითოეულმა ტელეფონის მფლობელმა პასუხისმგებლობა გააცნობიეროს და თავად აკონტროლოს თავისი ქცევა. რაც მთავარია, ეს ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ. თუ ადრე ქუჩაზე გადასვლას რომ ვასწავლიდით, ბავშს ვეუბნებოდით, გაიხედე ჯერ მარცხნივ, მერე კი მარჯვნივ, ახდა ამ ფრაზას უნდა დავუმატოთ: შეწყვიტე ტელეფონით ლაპარაკი.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий