ამერიკელმა ფსიქოლოგმა, პოლ ვაცლავიკმა, აღწერა ადამიანთაშორისი ურთიერთობის გარკვეული თავისებურებები, რომლებსაც დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. ამ თავისებურებებს მან ადამიანთაშორისი ურთიერთობის აქსიომები უწოდა. ამ აქსიომების ცოდნა იძლევა ეგრეთ წოდებული „პათოლოგიური კომუნიკაციის " (ავტორის ტერმინოლოგიით) ახსნის საშუალებას. იგულისხმება ურთიერთობის პროცესში წარმოქმნილი ისეთი სირთულეები, რომლებიც ან ართულებს (ჩიხში შეჰყავს) კომუნიკაციას ანდა საერთოდ შეუძლებელს ხდის მას. განვიხილოთ ეს უმნიშვნელოვანესი აქსიომები.
ამერიკელმა ფსიქოლოგმა, პოლ ვაცლავიკმა, აღწერა ადამიანთაშორისი ურთიერ¬თობის გარკვეული თავისებურებები, რომლებსაც დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. ამ თავისებურებებს მან ადამიანთაშორისი ურთიერთობის აქსიომები უწოდა. ამ აქსიომების ცოდნა იძლევა ეგრეთ წოდებული „პათოლოგიური კომუნიკაციის" (ავტორის ტერმინოლოგიით) ახსნის საშუალებას. იგულისხმება ურთიერთობის პროცესში წარმოქმნილი ისეთი სირთულეები, რომლებიც ან ართულებს (ჩიხში შეჰყავს) კომუნიკაციას ანდა საერთოდ შეუძლებელს ხდის მას. განვიხილოთ ეს უმნიშვნელოვანესი აქსიომები.
აქსიომა 1. კომუნიკაციის არქონის შეუძლებლობა
თუ ვაღიარებთ, რომ ადამიანთა ურთიერთქმედების სიტუაციაში ნებისმიერ ქცევას ინფორმაციული ღირებულება აქვს, ანუ ის არის კომუნიკაცია, ცხადი ხდება, რომ ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ადამიანი მაინც კომუნიკაციას ამყარებს. აქტიურობა თუ პასიურობა, სიტყვები თუ დუმილი – ყოველივე ეს ინფორმაციის გადაცემაა: ესაა სხვა ადამიანებზე გავლენა, რომლებიც, თავის მხრივ, იძულებული არიან უპასუხონ ამ კომუნიკაციას და, მაშასადამე, გახდნენ ამ პროცესის მონაწილე. თუ ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ან ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევენ, ეს სულაც არ უარყოფს ზემოთქმულს. მაგალითად, თვითმფრინავში დახუჭული თვალებით მჯდომი ადამიანი მკაფიოდ აცნობებს სხვა მგზავრებს, რომ არ სურს ვინმესთან საუბარი. სხვა მგზავრებს ეს შეტყობინება კარგად ესმით და მასთან ურთიერთობის დამყარებას არ ცდილობენ. ცხადია, რომ ეს არის ისეთივე კომუნიკაცია, როგორც ცხოველი დისკუსია.
კომუნიკაციაზე უარის თქმის რამდენიმე სტრატეგია არსებობს:
1 კომუნიკაციაზე უარის თქმის პირდაპირი დემონსტრირება (მეტ-ნაკლებად უხეში ფორმით); მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ქცევა ზრდილობის ნორმებს არღვევს, ის გარკვეულ გამბედაობას მოითხოვს და ხელს უწყობს საკმაოდ დაძაბული და უხერხული დუმილის წარმოქმნას. სწორედ ეს დუმილი არის კომუნიკაცია.
2 მინიმალური წინააღმდეგობის სტრატეგია, როცა ერთ-ერთი პარტნიორი უხალისოდ უქნევს თავს მეორეს ან ყველაფერს ეთანხმება.
3 კომუნიკაციის დისკვალიფიკაცია, როცა ერთ-ერთი პარტნიორი იქცევა ისე, რომ აბათილებს, ფაქტობრივად, როგორც საკუთარ შეტყობინებებს, ისე სხვა ადამიანის ნათქვამს. ესაა კომუნიკაციურ ფენომენთა საკმაოდ ფართო სპექტრი: წინააღმდეგობრივი გამონათქვამები, არათანამიმდევრულობა, თემის შეცვლა, დაუსრულებელი წინადადებები, არასწორი გაგება, გაუგებარი ან მანერული მეტყველება, მეტაფორის პირდაპირი გაგება ან პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამის მეტაფორული გაგება და ა.შ.
4 მოსაუბრისათვის „მითითება " (არა საწყენი ფორმით) მიზეზისა, რომლის გამო ამ მომენტში ურთიერთობა სასურველი არ არის: ადამიანმა შეიძლება მოაჩვენოს თავი, რომ სძინავს, მთვრალია, არის ყრუ, არ ესმის მოსაუბრის ენა და სხვ., რის გამოც კომუნიკაცია შეუძლებელია. ყველა ამ შემთხვევაში შეტყობინება არის ერთი და იგივე: „დაგელაპარაკებოდი, მაგრამ არის რაღაც ხელშემშლელი, რაც ჩემი ბრალი არ არის".

აქსიომა 2. ნებისმიერ კომუნიკაციას მიმდინარეობს ორ დონეზე: შინაარსისა და ურთიერთობის დონე
კომუნიკაციის პროცესში მიმდინარეობს არა მარტო ინფორმაციის გადაცემა, არამედ აგრეთვე განისაზღვრება ურთიერთობის ხასიათი კომუნიკაციის მონაწილეთა შორის. შინაარსის დონე არის გადაცემული ინფორმაცია. ამასთანავე, არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეს ინფორმაცია მართალი, არასწორი, სანდო, ცრუ და სხვ. ურთიერთობის დონეზე ხდება იმის გადაცემა, თუ როგორ უნდა იქნეს აღქმული ეს შეტყობინება. ეს შეიძლება იქნეს გამოხატული როგორც სიტყვიერად, ისე არავერბალურად – ყვირილის, ღიმილის ან სხვა ხერხის საშუალებით. ურთიერთობის ხასიათზე ნათლად მიანიშნებს კომუნიკაციის კონტექსტი. მაგა¬ლითად, ფრაზა „დახურეთ კარი" სრულიად ცალსახა ქმედებას გულისხმობს. მაგრამ ამ ფრაზის წარმოთქმა შეიძლება სხვადასხვაგვარად: ბრძანების, მუდარის, წინადადების სახით და სხვ. გამოხატვის შერჩეული ხერხი შეიცავს შეტყობინებას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ პარტნიორები ურთიერთობას: ურთიერთობა შეიძლება იყოს კეთილგანწყობილი ან მტრული; სოციალურად თანაბარი ან ერთ-ერთი კომუნიკატორი პირდაპირ დამოკიდებულია მეორეზე; როგორ გრძნობენ თავს ურთიერთობის პარტნიორები: მშვიდად და კომფორტულად თუ ღელავენ, შფოთავენ და ა.შ.
პიროვნებათშორისი კომუნიკაციის პროცესში შეტყობინების ექსპრესიული შეფერილობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაარსი. მკვლევართა აზრით, რაც უფრო სპონტანური და „ჯანსაღია" ურთიერთობა, მით ნაკლებად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ასპექტი; და პირიქით, „არაჯანსაღი" ურთიერთობის შემთხვევაში გადამწყვეტია სწორედ ურთიერთობის ასპექტი, ხოლო შინაარსობრივი ასპექტი სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.
შინაარსის დინისა და ურთიერთობის დონის წანაცვლებას ხშირად მოჰყვება კომუნიკაციის დარღვევა.

აქსიომა 3. მოვლენათა თანამიმდევრობის პუნქტუაცია
ურთიერთქმედების ორგანიზებისას ადამიანი ეფუძნება საკუთარ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, რა იყო ამა თუ იმ საქციელის, მოვლენის მიზეზი და შედეგი. ამგვარი აზრობრივი დომინანტები არსებით გავლენას ახდენს ურთიერთქმედებაზე (სასვენი ნიშნების, ანუ პუნქტუაციის მსგავსად, რომელიც განსაზღვრავს წინადადების აზრს).
მოვლენათა თანამიმდევრობის პუნქტუაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვაობა განაპირობებს ურთიერთქმედების უამრავ პრობლემას. ადამიანი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ სხვა ადამიანი ინფორმაციის ანალოგიურ მოცულობას ფლობს, აგრეთვე იმაში, რომ სხვა ამ ინფორმაციის საფუძველზე ანალოგიურ დასკვნებს გამოიტანს. საკითხს იმის შესახებ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, სხვადახვა ადამიანი სრულიად სხვადასხვაგვარად წყვეტს. აზრთა სხვაობა წარმოიქმნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო მომხდარის მიზეზი და რა უნდა ჩაითვალოს შედეგად. მიზეზებისა და შედეგების თანამიმდევრობის დარღვევით გამოწვეული პათოლოგიური კომუნიკაციის მაგალითია ეგრეთ წოდებული „თვითრეალიზებადი წინასწარმეტყველების" ფენომენი. იგულისხმება ქცევა, რომელიც იწვევს გარშემომყოფთა ბუნებრივ საპასუხო რეაქციას. მაგალითად, თუ ადამიანის ქცევა ეფუძნება ვარაუდს – „არავის ვუყვარვარ", ის შესაბამისად იქცევა: გამოხატავს უნდობლობას, სხვადასხვა დაცვით რეაქციას მიმართავს ან აგრესიული ხდება. ცხადია, რომ ამგვარი ქცევა გარშემომყოფთა სიმპათიას ვერ გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს ამ ადამიანის საწყისს ვარაუდს. ამასთანავე, ამ ადამიანს ჰგონია, რომ ის უბრალოდ რეაგირებს გარშემომყოფთა დამოკიდებულებაზე მის მიმართ და ვერ აცნობიერებს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება მის მიერ იყო პროვოცირებული. ამ შემთხვევაში სწორედ ესაა პუნქტუაციის პრობლემა.

აქსიომა 4. სიმეტრიული და კომპლემენტარული (ურთიერთშემავსებელი) ურთიერთქმედება
ადამიანთა შორის ურთიერთობა ეფუძნება ან თანასწორობას, ან განსხვავებას. პირველ შემთხვევაში პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთის ქცევის მიბაძვას, ამიტომ მათ ურთიერთობას შეიძლება სიმეტრიული ვუწოდოთ. სისუსტეს ან ძალას, ზნეობას ან უზნეობას ამ შემთხვევაში რაიმე მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან თანასწორობა შესაძლებელია ნებისმიერ სფეროში. მეორე შემთხვევაში ერთი პარტნიორის ქცევა ავსებს მეორე პარტნიორის ქცევას. ურთიერთობის ამ ტიპს კომპლემენტარული (ურთიერთშემავსებელი) ჰქვია. ამრიგად, სიმეტრიული ურთიერთობა ხასიათდება თანასწორობითა და განსხვავებულობის მინიმალიზებით, ხოლო კომპლემენტარული ურთიერთობა – განსხვავებულობის მაქსიმალიზებით.
კომპლემენტარულ ურთიერთქმედებაში შეიძლება ორი განსხვავებული პოზიციის გამოყოფა. ერთ პარტნიორს აქვს უფრო მაღალი, მნიშვნელოვანი, პირველადი პოზიცია, მეორეს კი – დაქვემდებარებული, მეორადი, უფრო სუსტი. ეს ცნებები საკმაოდ სასარგებლოა, თუ არ გავუტოლებთ მათ სიტყვებს „კარგი" ან „ცუდი", „ძლიერი" ან „სუსტი". კომპლემენტარული ურთიერთობა შეიძლება განპირობებული იყოს სოციალური ან კულტურული გარემოთი (როგორც, მაგალითად, დედისა და შვილის, ექიმისა და ავადმყოფის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა), ან დამახასიათებელი იყოს ამ კონკრეტული დიადისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში ხაზგასმით აღსანიშნავია ის, რომ ასეთი ურთიერთობისათვის დამახასიათებელია ურთიერთდამოკიდებულა: ესაა ურთიერთშემავსებელი ქცევა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ერთმა პარტნიორმა მეორესთან კომპლემენტარული ურთიერთობა დაამყარა; უფრო სწორი იქნება მივიჩნიოთ, რომ თითოეული მათგანი ისე იქცევა, რომ მისი ქცევა განაპირობებს და, ამასთანავე, ხდება მეორეს ქცევის მიზეზი.
სიმეტრიულობა და კომპლემენტარულობა თავისთავად არც „კარგია" და არც „ცუდი", არც „ნორმალურია" და არც „არანორმალური". ორივე სახის ურთიერთქმედება მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, თუმცა პათოლოგიის საშიშროებასაც წარმოქმნის. სიმეტრიულ ურთიერთობას ყოველთვის ახლავს შეჯიბრის საშიშროება, რამაც შეიძლება დაარღვიოს სტაბილურობა და გამოიწვიოს კონფლიქტი. ამრიგად, სიმეტრიული ურთიერთქმედების შემთხვევაში „პათოლოგია" ხასიათდება მეტ-ნაკლებად ღია, გამოხატული მტრობით.
ჯანსაღ სიმეტრიულ ურთიერთქმედების შემთხვევაში პარტნიორებს შეუძლიათ პატივისცემა გამოიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, რაც იწვევს ნდობას. სიმეტრიული ურთიერთობის დარღვევისას აღინიშნება უფრო მეორე პიროვნების უარყოფა და არა იგნორირება. კომპლემენტარული ურთიერთქმედების პათოლოგია, თავის მხრივ, გამოიხატება იგნორირებისა და არა უარყოფის სახით (მაგალითად, დედა ექცევა თავის ზრდასრულ შვილს, როგორც ბავშვს).
აქსიომა 5. კომუნიკაცია შეიძლება იყოს როგორც განზრახული, ისე განუზრახავი, ეფექტური ან არაეფექტური
შეუძლებელია თქმა იმისა, რომ კომუნიკაციას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ის არის განზრახული, გაცნობიერებული და წარმატებული, ანუ ურთიერთგაგების მიღწევის შემთხვევაში. ადამიანს, ჩვეულებრივ, წინასწარ მოფიქრებული აქვს თავისი ქცევა (მეტყველება, მანერა), განსაკუთრებით თუ სიტუაცია ჩვეული არ არის. მაგრამ ხშირად ჩვენ დაუფიქრებლად ვიქცევით, ვამბობთ იმას, რაზეც შემდგომში ვნანობთ; არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ აღიქმება ჩვენი ნათქვამი. ის არასასურველი შედეგები, დაუფიქრებელ ფრაზას რომ მოჰყვება, მოითხოვს როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანის „სახის შენარჩუნების" ხერხების გამოყენებას. ჯგუფის ნებისმიერი წევრს ხომ თვითპატივისცემასთან ერთად გარკვეული გულისხმიერებაც მოეთხოვება. ადამიანს, რომელიც მშვიდად უყურებს სხვა ადამიანის დამცირებას, საზოგადოებაში „უსულგულო" ჰქვია, ხოლო იმას, ვინც მშვიდად აღიქვამს საკუთარ დამცირებას, – „უსირცხვილო".
აქსიომა 6. კომუნიკაცია შეუქცევადია
ზოგჯერ გვინდა დროის უკან მობრუნება, ნათქვამის ან საქციელის გამოსწორება, რაც, სამწუხაროდ, შეუძლებელია. პარტნიორთან შემდგომმა საუბარმა შეიძლება რაღაც გამოასწოროს, ბოდიშმა წყენა შეარბილოს, მაგრამ შექმნილი შთაბეჭდილების შეცვლა ძალიან ძნელია.

Комментариев нет:
Отправить комментарий