აშშ-ში უკვე იყიდება ინოვაციური ტექნიკა, რომელიც იძლევა ტყვიაზე თითის ანაბეჭდების ვიზუალიზაციის საშუალებას.
დოქტორ ჯონ ბონდმა, სასამართლო მედიცინის კაფედრის უფროსმა მასწავლებელმა, და ლიზა სმიტმა, კრიმინოლოგიის კათედრის მასწავლებელმა, თავისი გამოგონების თეორიული ბაზა ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში შექმნეს. მაშინ ეს გამოგონება ჟურნალ „Time Magazine"-მა 50 საუკეთესო გამოგონების ნუსხაში შეიტანა, „BBC Focus"-მა კი მას უწოდა „გამოგონება, რომელიც მსოფლიოს შეცვლის".

თავად დოქტორი ბონდი დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს. ახლა, ოთხი წლის შემდეგ, ინოვაციური ტექნოლოგია პრაქტიკულ მოწყობილობად იქცა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ლითონზე, განსაკუთრებით პისტოლეტის მასრაზე, თითის ანაბეჭდების დანახვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი წაშლილი იყო.
კრიმინალისტიკაში თითის ანაბეჭდების გამოყენებას საუკუნოვანი ისტორია აქვს. ესაა თითის ბალიშზე პაპილარული ხაზების მიხედვით ადამიანის იდენტიფიცირების მარტივი და გასაგები ხერხი. რაიმე ზედაპირს რომ ვეხებით, მასზე რჩება ოფლის კვალი, რომლის დასაფიქსირებლად საჭიროა ამ ზედაპირის დამუშავება სპეციალური ქიმიური პრეპარატით. მაგრამ ადრე, დოქტორ ბონდისა და მისი კოლეგების გამოგონებამდე, შეიძლებოდა ამ ანაბეჭდების წაშლა, რის შედეგადაც მკაფიო გამოსახულების მიღება უკვე ხერხდებოდა. ახალი მეთოდი იძლევა ადამიანის ხელის ოფლით დატოვებული იმ ჟანგის კვალის გამოყენების საშუალებას, რომელიც წარმოიქმნება იმ ლითონთან რეაქციის შედეგად, რომელსაც დამნაშავე შეეხო. მკვლევარები ლითონს გარკვეული ტიპის ფხვნილით ფარავენ და ზემოქმედებენ მასზე 2500 ვოლტის ძაბვით, რის გამოც ფხვნილი ლითონის დაჟანგებულ ნაწილებს ეკრობა. მიმდინარეობს რეაქცია ლითონზე თითის ანაბეჭდებით დატოვებულ კოროზიასთან, რის შედეგადაც ჩნდება პაპილარული ხაზების გამოსახულება. კიდევ ერთი საოცარი დეტალი: ამ კრიმინალისტური მეთოდის ფიზიკურ-ქიმიურ რეაქციათა მექანიზმის შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თითის ანაბეჭდები შეიძლება იყოს არა მარტო გასროლილ მასრაზე, არამედ თავად გასროლილ ტყვიაზეც.
ინოვაცია დაპატენტებულ იქნა პოლიციის ორგანოთა მიერ, რომლებმაც მიიღეს უფლება აწარმოონ, გაუკეთონ რეკლამა და მთელ მსოფლიოში გაყიდონ კარტრიჯი თითის ანაბეჭდების ელექტროსტატიკური აღწარმოებისა და ანალიზისათვის (CERA). ახლა, როცა პირველი მოწყობილობა უკვე გაიყიდა, მათ ანგარიშზე გადაირიცხა როიალტი – გაყიდვის შედეგად შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი – რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით. დოქტორმა ბონდმა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ძალოვან სტრუქტურებთან, თუმცა ამჟამად იგი ლესტერის უნივერსიტეტში მუშაობს, განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ პირველი მანქანა გაიყიდა და ეს გარკვეულწილად დაეხმარება ნორტგემპტონშირის პოლიციას. მე ისევ მჭიდრო კავშირი მაქვს ამ პროექტის დანერგვით დაკავებულ ჯგუფთან – სამეცნიერო მხარდაჭერის მიზნით. აპრილში ექსპერტის სახით მივეცი ჩვენება კალიფორნიის სასამართლოს – CERA ტესტის შედეგებთან დაკავშირებით. ამ აპარატურის მეშვეობით მიღებული მონაცემები სასამართლომ ნივთმტკიცებად აღიარა. ეს კი ნიშნავს, რომ თითის ანაბეჭდების ძიების ახალი ხერხი არის არა მხოლოდ მეცნიერული თეორია, არამედ ინოვაცია, რომლის მნიშვნელობა უკვე დამტკიცებულია".

Комментариев нет:
Отправить комментарий