среда, 28 августа 2013 г.

აღმოჩენილია მკვეთრი განსხვავება ათეისტისა და მორწმუნის თავის ტვინის მუშაობას შორის


ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მაიკლ ინცლიჰტის (Michael Inzlicht) მეთაურობით ჩაატარა მასშტაბური ექსპერიმენტი, რომლის მონაწილენი ორ ჯგუფად გაიყო: მორწმუნე და ათეისტი. თავის ტვინის აქტივობის გამოზომვამ, რომელიც ტარდებოდა ცდისპირთა მიერ ტესტური დავალების შესრულების პროცესში, გამოავლინა მკვეთრი განსხვავება ამ ორი ჯგუფის წარმომადგენელთა შორის.ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში – „Psychological Science".   
 დავალების სახით გამოყენებულ იქნა სტრუპის ტესტი – ამერიკელი ფსიქოლოგის, ჯონ რიჩარდ სტრუპის მიერ 1935 წელს შემუშავებული პროცედურა. ამ პროცედურის არსი ასეთია: ცდისპირს აჩვენებენ სხვადასხვა ფერის აღმნიშვნელი სიტყვების რიგს; შრიფტის ფერი არ შეესაბამება სიტყვის მნიშვნელობას (მაგალითად, სიტყვა "წითელი" შეიძლება ლურჯი შრიფტით იყოს დაბეჭდილი და ა.შ.). ცდისპირს შრიფტის ფერის დასახელება ევალება. აღსანიშნავია, რომ ცდისპირებს ხშირად ეშლებათ – სიტყვის წაკითხვის ქვეცნობიერი მისწრაფების გამო. დაშვებული შეცდომების რაოდენობით შეიძლება დასკვნის გაკეთება იმაზე, თუ რამდენად ახასიათებს ადამიანს ყურადღების გადართვისა და მოცემული პირობების შეცვლაზე რეაგირების უნარი.
ექსპერიმენტის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ დავალების შესრულებისას თავის ტვინის წელის ხვეულის წინა ნაწილის (თავის ტვინის უბანი, რომელიც შეცდომის დაშვების შემთხვევაში ატყობინებს ადამიანს, რომ საჭიროა თავმოყრა, გულისყური) აქტიურობა მორწმუნეთა ჯგუფში უფრო დაბალია, ვიდრე ათეისტებისა. ამ ორი ჯგუფის შედარებამ ძირითადი კრიტერიუმის – სწორი პასუხების რაოდენობით – აგრეთვე გამოავლინა მორწმუნეთა უპირატესობა. მაიკლ ინცლიჰტის თქმით, ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული შემეცნებითი უნარის სპეციალიზებული ტესტების შემთხვევაშიც, რომლებიც მოგვიანებით ჩატარდა.
ამრიგად, ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ რელიგიური რწმენა დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე: ის უფრო მშვიდი ხდება და არ ეშინია, რომ შეცდომას დაუშვებს. როგორც მაიკლ ინცლიჰტი ამბობს, „ცხადია, რომ ზედმეტი შფოთი ზიანის მომტანია: შიში ადამიანის აუძლურებს". თუმცა, მეცნიერი აქვე გვაფრთხილებს, რომ ზომიერ შფოთს გარკვეული დადებითი ეფექტიც აქვს: სწორედ ეს გრძნობა „გვაფხიზლებს", როცა შეცდომას ვუშვებთ. თუ ადამიანს შეცდომა არ აწუხებს, მას არც ამ შეცდომის გამოსწორების სურვილი ექნება.

წყარო Brain Study Shows That Thinking About God Reduces Distress -- But Only for Believers

წყარო- Reflecting on God: religious primes can reduce neurophysiological response to errors.

წყარო - Reflecting on God Religious Primes Can Reduce Neurophysiological Response to Errors

PDF
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий