University of Illinois ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი იყო ბედნიერების განცდის მიხედვით მორწმუნეთა და ათეისტთა შედარება. ამჯერად კვლევის გარემოს სახით შერჩეულ იქნა Twitter, რომელიც უკვე დიდი ხანია სოციალურ ფსიქოლოგთა ინსტრუმენტად იქცა.
ბედნიერების დონის განსაზღვრის მეთოდიკა ახლა საკმარისად ფართოდ გამოიყენება. ამ შემთხვევაში მკვლევარტა მიერ ჩატარდა Twitter - ის ჩანაწერთა ემოციური ტონის ლინგვისტური ანალიზი. მკვლევარებმა 7557 მომხმარებელი-მორწმუნე და 8716 ათეისტი შეარჩიეს.
თითქმის ერთი მილიონი ჩანაწერის ანალიზმა აჩვენა ცალსახა კავშირი რელიგიურობასა და ბედნიერების განცდას შორის – ქრისტიანთა ჩანაწერებში მეტია დადებითი ემოცია და ნაკლები უარყოფითი, ვიდრე ათეისტთა ჩანაწერში. აღინიშნა კიდევ ერთი განსხვავება: ქრისტიანები უფრო ხშირად იყენებენ განსაზღვრულობისა და დარწმუნებულობის ემოციების გამომხატველ სიტყვებს, მაშინ როცა ათეისტები უფრო ხშირად იყენებენ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს სკეპტიციზმს, ეჭვს, დაურწმუნებლობას, განსჯას.
ემოციურ სფეროში გამოვლენილი განსხვავების გარდა, ქრისტიანთა ჩანაწერებში უფრო ძლიერი აღმოჩნდა სოციალური შემადგენელი, მიმართული კონტაქტების დამყარებასა და დახმარების გაწევისაკენ – სიტყვათა 9,36% – ათეისტების 8,08%-თან შედარებით. ეს ადასტურებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ რელიგია ხელს უწყობს სოციალურ მხარდაჭერასა და სოციალურ კავშირებს, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბედნიერების განცდის დონეს.
მკვლევარები აღიარებენ, რომ მათ კვლევას გარკვეული ხარვეზები აქვს, მათ შორის მეთოდური. ერთ-ერთი ისაა, რომ მკვლევართა მიერ გამოყენებული ჩანაწერების შერჩევის ხერხი ულტრა-შერჩევას იძლევა – უკიდურესად კონსერვატიული ქრისტიანებისა და უკიდურესი ათეისტებისა, რის გამოც განსხვავება შეიძლება იყოს უფრო მკვეთრი, ვიდრე იქნებოდა, კვლევა საშუალო სტატისტიკურ შერჩევაზე რომ ჩატარებულიყო.
ამის მიუხედავად, კვლევის ავტორის, Ryan S. Ritter ის თქმით, „მათ მიერ მიღებულმა შედეგმა დაადასტურა დადებითი კავშირი რელიგიასა და ბედნიერებას შორის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ყველა ათეისტი უბედურია".
რესურსები ინტერნეტში:
1) - Happy Tweets: Christians Are Happier, More Socially Connected, and Less Analytical Than Atheists on Twitter
2) - Is there a link between religion and happiness? Study finds Christians tweet more cheerfully than atheists
3) - Christians Tweet More Happily, Less Analytically Than Atheists
4) - Study: Christians tweet more happily, less analytically than atheists

Комментариев нет:
Отправить комментарий