среда, 21 августа 2013 г.

კანის კიბო: ახალი იმედისმომცემი მკურნალობა


ექიმები ახალ არსენალს ფლობენ მელანომისა და კანის სხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.
1975 წ. Federal drug Agency (FDA)–ის მიერ 1957 წელს გამოყენებული დაკარბაზინის შემდეგ ორი წლის წინ კიდევ ერთ ახალ თერაპიას მიაგნეს მელანომის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქიმიოთერაპია ეფექტური ნამდვილად არ აღმოჩნდა, რადგანაც ის მოქმედებს, „როგორც ცეცხლმქრობი, რომელიც შლის როგორც კარგ, ისე ცუდ უჯრედებსაც“, ხაზგასმით აღნიშნავს დოქტორი სანდრინ მონესტიე, მარსელის ტიმონის საავადმყოფოს დერმატოლოგიური და კანის კანცეროლოგიური მომსახურების თანამშრომელი. მაგრამ სიტუაცია იცვლება და ახალი მედიკამენტოზური არჩევანი ექიმების ხელთაა.

გასაღები –გენის აღმოჩენა.
შემოტრიალება 2002 წელს გენის, სახელად B-RAF-ის იდენტიფიკაციას მოჰყვა. მელანომის შემთხვევათა თითქმის ნახევარში B-RAF-ის მუტაცია V600 BRAF ვლინდება, რომელიც კანცეროზული უჯრედული პროლოფერაციის ( მრავლჯერადი დაყოფა) მექანიზმებშია განსაკუთრებულად ჩართული. ათ წელზე ნაკლებია გასული ამ მუტაციის აღმოჩენიდან, Roche-Genentech-ის ლაბორატორიები ახალ მოლეკულას, vémurafénib-ს გამოცდიან, რომელიც B-RAF მუტანტი პროტეინის აქტივობას ზღუდავს.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: Cancers de la peau : de nouveaux traitements prometteurs
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий