მშვიდობით ყავა, ფორთოხლის წვენო და ჯემებო: ასეთი იქნება ჩვენი საუზმე, თუ ფუტკრები გადაშენდებიან. უარესი, აინშტაინისთვის სულ ამაოდ მიტმასნილი წინასწარმეტყველების მიხედვით: „თუ დედამიწიდან ფუტკარი გაქრება, ადამიანი მხოლოდ ოთხ წელიწადს იცოცხლებს“. მაიას აპოკალიპსისათვის შეძენილი ბუნკერების თავიდან შევსება ხომ არ გვჭირდება?
დღესდღეობით ყველა მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ სახეზეა შინაური ფუტკრების მასობრივი გადაშენება ("colony collapse disorder", CCD). ეს ფენომენი ევროპაში და, განსაკუთრებით, აშშ-ში მზარდი იქნება. რომელ სტადიაზე ვიმყოფებით ამჟამად? მათი რაოდენობა კიდევ შემცირდება?
ჰენრი კლემანი: საფრანგეთში 1995 წლიდან, ხოლო მთელ მსოფლიოში 2000 წლიდან შინაური ფუტკრები, ველური დამმტვერავები, ძლიერ რეგრესს განიცდიან და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ მთელ დედამიწაზე. ყველგან, სადაც ინტენსიურად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, რომელიც ნეონიკოტინოიდურ პესტიციდებს იყენებს, აღინიშნება 30%-დან 40%-მდე სიკვდილიანობა. საფრანგეთში 1997 წლიდან 300000 სკა ქრება ყოველწლიურად. ციფრები ისევ მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისად - სტაბილური.
Комментариев нет:
Отправить комментарий