понедельник, 25 мая 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე - ნუ შეეცდებით მღვდლებთან ახლო მეგობრობას


მღვდლებთან ზედმეტი სიახლოვე და ნაცნობობა არის ფართო კარი არაფრისკენ

(ნუ შეეცდებით მღვდლებთან ახლო მეგობრობას)
წმინდანებზე უთქვამთ ხოლმე, ისეთი სიწმინიდით და სულიერი ძალით არის სავსე, რომ როგორც მზესთან თუ თავხედურად ძალიან ახლოს მიხვალ, დაიწვები და თუ ძალიან მოშორდები, გაიყინებიო.


ვაკვირდებით, რომ ზოგიერთი მორწმუნე ცდილობს ქართველებისთვის ასე საყვარელი „ნაცნობობა“ ეკლესიაშიც შეიტანოს. მოგისმენიათ სიამაყით ნათქვამი: „კი კაცო, პატრიარქს პირადად ვიცნობ!“ ან „პატრიარქმა დაგვლოცა პირადად“ ან „მეუფესთან ძალიან ახლოს ვარ“ ან „ ეს მამაო ჩემი ძმაკაცია“ და ასე შემდეგ. უბედურება ისაა, რომ ეს ნაცნობობა და სიახლოვე უმრავლესობაზე ცუდად მოქმედებს. ხშირად ეს მოულოდნელი და დაუმსახურებელი ახლო შეხება სასულიერო პირებთან, ზემოთ მოყვანილი მზის მაგალითის მსგავსად, იმ რწმენასაც კი, რაც აქვთ, დაწვავს ხოლმე მათში და მთელი მათი სარწმუნოება იმაში გამოიხატება და იმით ამაყობენ, რომ „პატრიარქს იცნობენ“ , „ეპისკოპოსთან მიესვლებათ“ და ა.შ. ეს პირადი ნაცნობობა თითქოს სახარებაც ხდება მათი, მცნებებიც, წირვა-ლოცვაც და ყველა სხვა ქრისტიანული სათნოებაც. ერთადერთი საღვთო საქმე ასეთი მორწმუნეების ის არის, რომ ახლოს იცნობს სასულიერო პირს.
მაგრამ, რას გარგია მღვდელთან ამქვეყნიური ძმაკაცობა თუ ამ ძამაკაცობის გამო ქრისტიანობას დაივიწყებ, თუ ამის გამო უპირატესობით და შეღავათებით ისარგებლებ ეკლესიურ ცხოვრებაში, თუ სიმკაცრეს და ხანდახან გადამრჩენელ სასჯელსაც ვეღარ მიიღებ მისგან (ძმაკაცისგან), თუ სულიერი შვილივით მის დარიგებას კი აღარ მოუსმენ და შეასრულებ, არამედ იამაყებით იმით, რომ ყველაფერზე და ყველანაირი ლაპარაკი შეგიძლია მასთან მოურიდებლად.
მღვდელი ქრისტეს მსახურია, სასუფეველის გზაზე შენი თანამგზავრია, დამხმარეა და სულიერი მეგობარია შენი. ამქვეყნიური ძმაკაცობის გამო ნუ დაკარგავ სულიერ წინამძღვარს და მრჩეველს.
პატრიარქთან, ეპისკოპოსებთან და მღვდლებთან მ ხ ო ლ ო დ ნაცნობობით თრობა და უაზრო სიამაყე არის ფართო კარი არაფრისკენ.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
23.05.15.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий