(სერგეი მელნიკოვის წიგნიდან)
თარგმნა: მამუკა გურული
1) ვჯდებით მოხერხებულად, ვდუნდებით, ისე რომ სხეულმა კომფორტულად იგრძნოს თავი.
2) საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ ვიგრძნოთ აწმყო მომენტი, ვუშვებთ ყველა ფიქრს, მოლოდინს, სურვილს, მოგონებას. უბრალოდ ვიმყოფებით აქ და ახლა, მაგრამ არა დაძაბული, არამედ მოდუნებული. მომავლის გამუდმებული მოდელირება და წარსულის ანალიზი - ეს დაძაბულობაა. როგორც კი ემოციურად და მენტალურად ცოტათი უფრო მეტად მოვდუნდებით, ავტომატურად ვგრძნობთ აწმყო მომენტს, აქ და ახლა ვიმყოფებით, უფრო ღრმად ვაცნობიერებთ ამ მომენტს, რომელშიც უსასრულო შესაძლებლობებია თავმოყრილი.
3) აქ და ახლა ვაცნობიერებთ, რომ მთელი პრაქტიკა წარმოადგენს გზას სულისკენ, რომელსაც არ გააჩნია ფორმა, რომელიც აღუწერელია, მაგრამ იმყოფება ჩვენში და მთელ სამყაროში. და ჩვენი მედიტაცია ძღვენია მისადმი. ესაა საშუალება, რომ გაცნობიერებულად მივცეთ თავი მის სრულ განკარგულებაში, შევერწყათ მას და დავემორჩილოთ მიმართულების ღრმა შეგრძნებას, ყველა ცოცხალი არსების საკეთილდღეოდ. ეს სახლში დაბრუნებას ჰგავს.
4) ვუშვებთ ამ ყველაფერს და შევდივართ აზრების დაკვირვების მდგომარეობაში. განზე მდგარნი ვაკვირდებით აზრების მოძრაობას გონებაში, როგორც ერთგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომელსაც ჩვენთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. არ ვცდილობთ მათ შეფასებას, დეტალებში ჩაღრმავებას, ჩახშობას და ა.შ. არაფერს არ ვუშვრებით მათ, მაგრამ არც თავს ვაიგივებთ მათთან. ვინარჩუნებთ ჩაურეველი დამკვირვებლის პოზიციას, საშუალებას ვაძლევთ აზრებს და გრძნობებს, რომ უფრო და უფრო დამშვიდდნენ, და ამავე დროს ვინარჩუნებთ გაცნობიერებულობას.
5) როცა აზრების გაჩერების მდგომარეობას ვაღწევთ, სიცარიელეს ვჭვრეტთ, განვაგრძობთ უბრალოდ დაკვირვებას და გაცნობიერებას. საშუალებას ვაძლევთ საკუთარ ტავს, რომ ამ სიცარიელეში ჩვენთვის ჩვეული აზრებისგან განსხვავებული უფრო ნატიფი მოძრაობები ვიგრძნოთ. ვჭვრეტთ ამას, მაგრამ არ ვქმნით, არ ვაფასებთ, და ვიძირებით გონების უფრო სრულ და ყოვლისმომცველ გაჩერებაში, გაცნობიერებულობის დაკარგვის გარეშე.
ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ არ ვიძაბებით და არ ვაკეთებთ არაფერს, მხოლოდ ვდუნდებით და ვაკვირდებით. ეს რთულია ჩვენი გონებისთვის, რომელიც მოქმედებებისა და შედეგების სამყაროშია გაწვრთნილი. ჩვენში ძალიან ღრმად ზის, რომ თუ გსურს რაღაცას მიაღწიო, უნდა იფიქრო, ისურვო, აკეთო. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: რაც უფრო ნაკლებს ვაკეთებთ და რაც უფრო მეტად ვდუნდებით, მით უფრო ეფექტურია პრაქტიკა. ერთადერთი ქმედება - დაკვირვება და გაცნობიერებაა, რომელიც ფიქრისგან განსხვავდება. მოქმედების არარსებობა, და მაინც მოქმედება.
Комментариев нет:
Отправить комментарий