пятница, 15 января 2016 г.

საპატრიარქოს ბაგა-ბაღები და სკოლები, სადაც გაუსაძლისი პირობებია



საპატრიარქოს მილიონიანი ბიუჯეტის მიუხედავად მის საკუთრებაში არსებულ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში მძიმე მდგომარეობაა. პოსტსკრიპტუმი რამდენიმე სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. 
გადამღები ჯუფი თავდაპირველად დაბა ხარაგაულში ჩავიდა. მეოთხე გიმნაზიაში მხოლოდ ერთი სასწავლო ოთახია გარემონტებული, დანარჩენი ოთახები კი სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა-კედლები დაბზარულია, ჭერიდან კი ბათქაში ცვივა. 

სკოლაში გათბობისათვის შეშის ღუმელს იყენებენ, თუმცა ისიც გაუმართავია. საკლასო ოთახში კვამლის გამო მხედველობა გართულებულია. ღუმელში შეშას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ბავშვები ალაგებენ. 
სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მათი ხელფასები მწირია და მასაც თვეების დაგვიანებით იღებენ. ივნისის ხელფასი მათ ერთი კვირის წინ აიღეს.
მიუხედავად ამისა სკოლაში ამბობენ, რომ ხელფასების ლოდინი ენთუზიაზმზე არ აისახება. სკოლაში ყვებიან, რომ საპატრირქოს გიმნაზიაში რაიონში ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ყველაზე მეტი მედალოსანი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ჰყავთ. 
სკოლას ფული ფურცელზე გამოყოფილი აქვს, რეალურად კი არა. საპატრიარქოს გიმნაზია წმინდა სვიმონ კანანელის სასწავლო ცენტრის დაქვემდებარებაშია. ამ ცენტრს საპატრიარქო ერთი მილიონ ორასი ათასი ლარით აფინანსებდა, თუმცა ყოფილმა მეუფემ სპირიდონმა, რომელიც ღვთისმსახურებას ახლა სხალთაში ეწევა, ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლის შემდეგ ბიუჯეტიც თან გაიყოლა და სკოლა დაფინანსების გარეშე დატოვა. 
შემდეგი ადგილი სადაც პოსტსკრიპტუმის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ზესტაფონია. საპატრიაქოს დაქვემდებარებაში არსებულ ბაღებში ძალიან მძიმე ვითარებაა. მასწავლებელი რომელიც ბავშვებთან 8 საათს ატარებს ერთ საათში ხელფასის სახით 52 თეთრს იღებს, ხოლო ძიძა 41 თეთრს.
გარდა ამისა ბაღში კვების პრობლემებია. ბაღებს საკვების მომწოდებლებთან დავალიანება აქვთ, გამოყოფილი თანხა კი არასაკმარისია. ბავშვთა კვების მენიუში არ არის დატანილი არც ხილი და არც ტკბილეული. 
ბაღის თანამშრომლებმა პრობლემებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ ყურადღება არავინ მიაქციათ. მათ უკვე გაგზავნეს განცხადება საპატრიარქოში. იმ შემთხვევაში თუ პასუხს არ მიიღებენ, საპატრიარქოში ჩასვლას და პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ. 

ავტორი: ნოდარ მელაძე








Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий