უძველესი დროის კოლაგენის პროტეინის ანალიზი შესაძლებელს გახდის იმაზე უფრო ძველი ნამარხების შესწავლას, ვიდრე დნმ-ის მეშვეობით ხერხდება.
Toxodon-ის მხატვრისეული აღქმა წარმოადგენილია მარტორქის სხეულით, ჰიპოპოტამის თავით და მღრღნელების კბილებით. სამარხიდან მოპოვებული კოლაგენების რიგის მიხედვით ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ცხოველი მიეკუთვნება ცხენების, ტაპირებისა და მარტორქების სახეობას.
1830 წელს, როდესაც ჩარლზ დარვინი სამხრეთ ამერიკაში საზღვაო ხომალდით (HMS Beagle) ჩავიდა, მან აღმოაჩინა რამდენიმე უზარმაზარი ძუძუმწოვრის ნამარხი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ კლასიფიკაციას - Macrauchenia - დიდ დრუნჩიანი უკუზო აქლემის მსგავსი, ან Toxodon-ს, რომელსაც მარტორქის სხეული, ჰიპოპოტამის თავი და მღრღნელების კბილები ჰქონდა. იგი Toxodon-ს აღწერდა, როგორც "ერთ-ერთ ყველაზე უცნაური სახეობის ცხოველს, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ".
დარვინის ეპოქის შემდეგ, ვერავინ შეძლო ამ უცნაური მხეცის განთავსება ძუძუმწოვართა ოჯახის ხის ქვეშ. ამჟამად კი, 12000 წლის წინანდელი სამარხიდან მიღებული უძველესი დროის კოლაგენის პროტეინის ანალიზის შედეგად, მკვლევარები აცხადებენ, რომ თავსატეხი ამოხსნეს. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ უძველესმა პროტეინებმა, შესაძლებელია, დიდი ხნის წინ გადაშენებული სახეობების კვლევის კუთხით გარდატეხა მოახდინოს, გამოავლენენ რა მილიონობით წლის წინანდელი ნამარხების საიდუმლოებებს.
ვრცლად: nature
ვრცლად: nature
Комментариев нет:
Отправить комментарий