არქეოლოგები ვარაუდობენ და მიაჩნიათ, რომ იპოვეს იმ ჯვრის პატარა ნაწილი,რომელიც იესო ნაზარეველის ჯვარცმისთვის იყო გამოყენებული
ჯვრის ნაწილი აღმოჩენილ იქნა ქვის ზარდახშაში,რომელიც ინახებოდა მეჩვიდმეტე საუკუნის ბალატლარის ტაძარში.
ლეგენდის თანახმად, ჯვარი მოკვლეულ იქნა 325 წელს, ხოლო მისი ნაწილები დაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნის ქრიატიანულ ტაძრებში.
პროფესორ გულგუნ კორუღლუს მიაჩნია,რომ ეს სწორედ იმ ჯვრის ნაწილია, რომელზეც იესო ნაზარეველი იყო გაკრული. ის ამბობს: “ჩვენ ვიპოვეთ წმინდა ჯვრის ნაწილი,ზარდახშაში შენახული და ჩვენი ვარაუდით, ეს ის ჯვარია, რომელიც გამოყენებული იყო იესოს დასჯისთვის და ეს ზარდახშა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას დიდი ისტორია აქვს და მისი კვლევა უფრო შორს წაგვიყვანს.”
გადმოცემის თანახმად კონსტანტინეს დედა, რომელიც სამოგზაუროდ იმყოფებოდა იერუსალიმში ( დაახლოვებით ჩვ.წ.აღ-ით 325წელს ) სურდა ნამდვილი ჯვრის მოკვლევა და მეტის გაგება მასზე.
ითვლებოდა,რომ ჯვრის ნაწილი იერუსალიმშიც ინახებოდა, მაგრამ დანარჩენი ნაწილები გაგზავნილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რომსა და კონსტანტინოპოლში, ანუ ახლანდელ სტამბოლში.
ბალატლარის ტაძარი,რომელშიც ზარდახშა აღმოაჩინეს აშენდა 660წელს ახ.წ.აღ-ით.
არქეოლოგებმა ასევე უამრავი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინა. ფრანგმა არქეოლოგმა მეცხრამეტე საუკუნეში განაცხადა, რომ ყველა უკვე მიკვლეული ნაწილები ერთად აღებული ჯვრის მესამედს შეადგენს რადგან ჯვარი გაცილებით უფრო დიდი იყო. ეს ყოველივე კი ცხადჰყოფს, რომ ჯვრის უამრავი ნაწილი ჯერ კიდევ მიუკვლეველია.
პროფესორ კორუღლუმ და მისმა გუნდმა ბალატლარის ტაძარში კვლევები 2009 წელს დაიწყეს და უკვე 1000ზე მეტი ჩონჩხი აღმოაჩინეს.
ლეგენდის თანახმად იერუსალიმში მყოფმა კონსტანტინეს დედამ სამი ჯვარი იპოვა, მაგრამ იმისათვის, რომ გაეგო,რომელი მათგანი ეკუთვნოდა იესოს, გარდაცვლილი გოგონა დააწვინეს ჯვარზე და გაცოცხლდა.
რესურსები ინტერნეტში:
2) Is this Jesus's true cross? Archaeologists in Turkey may have uncovered a relic from the crucifixion
3) What's 'true' about the cross that killed Jesus?
3) What's 'true' about the cross that killed Jesus?
4) Relics unearthed in Turkey may contain piece of Jesus' cross
5) Biblical find! Piece of Christ’s cross claimed found during Turkey archeology dig
5) Biblical find! Piece of Christ’s cross claimed found during Turkey archeology dig
Комментариев нет:
Отправить комментарий