среда, 8 апреля 2015 г.

გაიქეცი პატარავ გაიქეცი (წიგნი)


ნიკი კრუზი: ოდესღაც პრობლემების შემქმნელი, ახლა განკურნების მომტანი. დაბადებული ოჯახში, სადაც ორივე მშობელი ოკულტიზმით იყო გატაცებული. ნიკი თავის ადრეულ მოგონებებს პუერტო რიკოს ჯოჯოხეთურ ბავშვობას უკავშირებს. ცუდმა აღზრდამ და უყურადღებობამ ნიკი, სიძულვილით ამოქმედებულ დაუმორჩილებელ ბავშვად აქცია. თხუთმეტი წლის ასაკში ნიუ-იორკში, ქუჩაში მოხვედრილმა მალევე შეიძინა თავისი პირველი ოჯახი – ბანდა.
ერთ დროს ყველაზე სასტიკი დაჯგუფების “მაუ-მაუს” ცნობილი ლიდერი, ის მედიდურად დააბიჯებდა ქუჩებში, ცხოვრობდა, როგორც მხეცი, რომელსაც სინდისი, მორალი და განსჯის უნარი არ გააჩნია და არც გაგება იმისა, რა არის კარგი და რა ცუდი. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ის შეხვდა ადამიანს, რომელსაც ის ნამდვილად უყვარდა…
და ამან შეცვალა მისი ცხოვრება.
ახლა კი ის მოგზაურობს მსოფლიოში და მიაქვს იმედისა და გადარჩენის უწყება ახალგაზრდა, გატეხილი გულებისათვის. ნიკიმ შეძლო, რომ ქალაქის ბანდების ათასობით წევრთა გულებს ჩაწვდომოდა, იცოდა რა, მათი პრობლემები საკუთარი გამოცდილებიდან.
ამ მოწმობის წაკითხვით, შენ ახლებურად იგრძნობ ღვთიური სიყვარულის სიღრმეს ყველა ჩვენგანისადმი!





წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში     რესურსი 2    წყარო










Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий