წინამდებარე წიგნი წარმოადგენს 40 დღიან კურსს, თუ როგორ შეიძლება დანგრეული და გაუფერულებული სიყვარულის აღდგენა. მას აქვს ბიბლიური პრინციპი. წიგნი არის ბიბლიური მუხლებით არგუმენტირებული და მიზნად ისახავს ოჯახების დაცვას და სიყვარულის აღდგენას.
წიგნი არ ისახავს მიზნად ერთი ადამიანის მიერ მსხვერპლის გაღებას მეორის ხარჯზე. ის თქვენს სიყვარულსაც გააძლიერებს მიუხედავად იმისა თუ მოგიწევთ ბევრი დათმოთ და ვინ იცის უკვე მერამდენედ.
მისი ავტორები არიან სტეფან და ალექს კენდრიკები, მათ გადაღებული აქვთ მრავალი ქრისტიანული თემატიკის ფილმები, რომელთა შორისაც არის ფილმი ცეცხლგამძლე (ფილმს შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს საიტზე, ქართულ ენაზე). სწორედ ამ წიგნზე არის აგებული ფილმის სიუჟეტი და მართლაც შესანიშნავად არის გადმოცემული თუ რა შეუძლია სიყვარულს.
წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში რესურსი 2 წყარო
წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში რესურსი 2 წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий