იდეათა ისტორია შემეცნების ამოუწურავი სფეროა, რომელიც უშურველად გვთავაზობს აღმოჩენებსა და საჩუქრებს. ერთ-ერთი ამგვარი აღმოჩენა ისაა, რომ ბევრი დღევანდელი ღირებულება გაცილებით უფრო ნორჩია, ვიდრე ჩვენ აქამდე წარმოგვედგინა... - შემწყნარებლობის იდეა, ... თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ცნებები, გენიოსის იდეა, რომელიც თავისი დაუდგრომელი ბუნებით ნებისმიერ პირობითობას უპირისპირდება... - ყოველივე ეს შედეგია იმ უზარმაზარი ძვრებისა, რომელიც ევროპელი ადამიანის აზროვნებამ XVIII საუკუნეში განიცადა. ამ ძვრათა შედეგები თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროს განსაზღვრავს.
აისაია ბერლინი
წინათქმა
წინამდებარე გამოცემა ევროპულ ძიებათა სერიის მეორე კრებულია. პირველი კრებული - ქართული საზოგადოება და ევროპული ღირებულებები - 2007 წელს გამოქვეყნდა. ეს კრებული მომზადდა კონსულტაციისა და ტრენენგის ცენტრისა (CTC) და ევროპულ ძიებათა ინსტიტუტის (Europen Studies Institute) თანამშრომლობით.
ევროპულ ძიებათა ინსტიტუტი 2007 წლის ბოლოს დაფუძნდა. მისი მიზანია ევროპულ ღირებულებათა და იდეათა გავრცელების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოებაში, მას მედიასა და აკადემიურ სივრცეში. ინსტიტუტი ოთხ მიმართულებას აერთიანებს - კულტურულ ღირებულებათა კვლევებს; აკადემიურ სფეროში ევროპულ ძიებათა კურსების დანერგვას; მას მედიაში ევროპულ ღირებულებათა გავრცელებასა და საგამომცემლო საქმიანობას.
წინამდებარე კრებული - ევროპული იდეების ისტორია და ქართული კულტურა - ხუთ ევროპულ იდეას ეძღვნება - ევროპის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, საზოგადოებისა და (პოსტ)მოდერნის იდეებს. ქართველ ავტორებთან ერთად იბეჭდება ცნობილ ევროპელ ინტელექტუალთა - რემი ბრაგის, პიერ ადოსა და ნიკლას ლუმანის - ნაშრომების თარგმანები.
ჩვენი სერიის პირველმა კრებულმა ინტელექტუალურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში საკმაო გამოხმაურება გამოიწვია. დიდ მადლობას ვუხდით მათ, ვინც არ დაიშურა თბილი სიტყვები და საგულისხმო რჩევები. ამ კრებულზე მუშაობისას ჩვენ შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, გაგვეთვალისწინებინა ყველა საინტერესო შენიშვნა თუ მოსაზრება.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ავტორებს სტატიების მოწოდებისათვის. დაინტერესებულ მკითხველს საშუალება აქვს, კრებულში გამოცემულ სტატიებს გაეცნოს შემდეგ ვებ-საიტებზე: www.ctc.org.ge, www.est.org.ge.
ევროპულ ძიებათა ინსტიტუტის საბჭო
წიგნის გადმოწერა
Комментариев нет:
Отправить комментарий