воскресенье, 22 февраля 2015 г.

სიყვარულის 8 მეცნიერული ახსნა


საიდან და რატომ ჩნდება სიყვარული ?
ადამიანი ირაციონალური არსებაა. მისი ეს თვისება ყველაზე კარგად გრძნობებსა და ემოციებში ვლინდება. არ არის ადვილი მათი უბრალოდ განმარტება, ან ახსნა განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სიყვარულს ეხება.
სპეციალისტები და მეცნიერები სიყვარულის ფენომენის ახსნას ქიმიური რეაქციებითა და ცხოველური ინსტიქტებით ცდილობენ. შემოგთავაზებთ სიყვარულის, ამ შეუცნობელი ფენომენის 8 მეცნიერულ ახსნას:
1. ნევროლოგი, ლუსი ბრაუნი, სიყვარულს წყურვილს ადარებს. ლუსი თვლის, რომ შეყვარებული ადამიანის წყურვილი სისტემატურია და ის მხოლოდ მაშინ ცხრება, როცა ეს უკანასკნელი თავისი სიყვარულს ობიექტთან ერთად იმყოფება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გრძნობებსაც ყველა თავისებურად გამოხატავს, მაგრამ შეყვარებული ადამიანები, თითქმის ყოველთვის, იმყოფებიან ეიფორიაში, რომელიც არ ცხრება მანამ, სანამ მეორე ნახევრებს არ შეხვდებიან. შეისწავლა რა შეყვარებული ადამიანების ტვინის ფუნქციონირება, ლუსი მივიდა დასკვნამდე, რომ მაშინ, როცა წყვილი ერთად არის, ერთად ატარებს დროს და ა.შ, მათი ტვინი თავისდაუნებურად გამოყოფს ბედნიერებისა და სიხარულის განცდას. ტვინი მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ძლიერი შიმშილის ან წყურვილის დროს.
2. სიყვარული გვაგრძნობინებს რომ ჩვენს სხეულსა და თავში, თითქოს, სხვა ადამიანი სახლდება, ამბობს ანთროპოლოგი ჰელენი. ის გამოყოფს სიყვარულის სამ ფორმას: ძლიერ მიჯაჭვულობას ადამიანისადმი, შეყვარებასა და სექსუალურ გატაცებას. ჰელენმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდნენ 18-59 წლის 60 ქალი და მამაკაცი. შეისწავლეს რა მათი ტვინის ფუნქციონირება ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირველი რაც ეუფლება შეყვარებულ ადამიანს ეს არის უნიკალურობისა და განსაკუთრებულობის შეგრძნება. მათი გულისცემა უფრო ხშირია და ყველას ჰყავს „პეპლები მუცელში“. სიყვარული საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე და კონცერტრაცია ერთადერთ ადამიანზე მოვახდინოთ.
3. სიყვარული ხელს უწყობს სტაბილური ურთიერთობების შექმნას, თვლის ფსიქოლოგი დენიელ კრუგერი. სიყვარულის გარეშე ადამიანები მოიქცეოდნენ მათი ეგოისტური სურვილების მიხედვით, არ გაითვალისწინებდნენ სხვის აზრს, რაც ძალიან ცუდად აისახებოდა სოციუმზე. სიყვარული აძლიერებს ურთიერთობებს და ადამიანებს უფრო მზურველებსა და კეთილშობილებს ხდის, რაც ფსიქოლოგის აზრით, მისი მთავარი სოციალური დანიშნულებაა.
4. სიყვარული მიზანმიმართულ მზურველობაში გამოიხატება, ამბობს „არავებალური კველების ცენტრის“ დირექტორი დეივიდი გივენსი .
სიყვარული ეს არის მიჯაჭვულობის, კომფორტულობის, ერთგულებისა და უსაფრთხოების შეგრძნება, რომელსაც ადამიანი განიცდის ვიღაცის ან რაღაცისადმი. ის ფაქტი, რომ შეყვარებული ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ, ერთმანეთს უფრთხილდებიან და ეხმარებიან, ხაზს უსვამს ამ გრძნობის ღირებულებას.
5. ფსიქოლოგი და პროფესორი ლუის გარსია თვლის, რომ სიყვარული სექსია. სექსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შეყვარებული ადამიანების ცხოვრებაში. სხვადასხვა ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ წყვილებს რომელთა სექსუალური ცხოვრება დამაკმაყოფილებელია უფრო ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა აქვთ. გამოკითხვა რა სხვადასხვა წყვილი, მივიდა დასკვნამდე, რომ მათ ხანგძლივ და სტაბილურ ურთიერთობას სექსუალური ცხოვრება განაპირობებს.
6. სიყვარული შეუძლებელია პატივისცემის გარეშე, თვლის მწერალი ქეით ვაკსი. შეყვარებული ადამიანები ყოველთვის ცდილობენ დამალონ ცუდი და თავი რაც შეიძლება კარგად წარმოადგინონ. ეს სიყალბეა. ნამდვილი ურთიერთობები აგებულია სიმართლეზე, პატივისცემასა და ნდობაზე. ადამიანები ცდილობენ გახდნენ უკეთესები, დააფასონ და გაუფრთხილდნენ ურთიერთობებს. თუ თქვენ აღარ გაღელვებთ ადამიანი, აღარ ზრუნავთ მასზე ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მისდამი პატივისცემასაც კარგავთ, მაშასადამე იკარგება სიყვარულიც.
7. ნევროლოგი სტეფან ორტიგი თვლის, რომ სიყვარული დროში გამოცდილი ურთიერთობაა. მისი აზრით სიყვარული არის ადამიანის პოზიტიურად მოტივირებული მდგომარეობა. სიყვარული არ შეიძლება გაგრძელდეს სამუდამოდ, მასზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთა წინასწარმეტყველებაც ჩვენ არ შეგვიძლია.
8. სიყვარული ისტორიული მუდმივობაა, თვლის ისტორიკოსი სტეფან კუნცი. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანებს უყვარდებოდათ ერთმანეთი და ქმნიდნენ ოჯახს. თუმცა ხდებოდა ისეც, რომ მათ ერთმანეთი არ უყვარდათ და ამას მშობლების ან სხვა ავტორიტეტული პირების გამო აკეთებდნენ. მე-19 საუკუნიდან სიყვარულმა და სიყვარულით შექმნილმა ოჯახმა უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ადამიანებმა გააცნობიერეს ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სიყვარული ცოლქმრული ურთიერთობებისთვის. თუმცა ისტორიკოსის აზრით, ბედნიერი ოჯახისათვის სიყვარულთან ერთად, ცოლ-ქმარმა მეგობრული ურთიერთობების გაღვივებასაც უნდა შეუწყონ ხელი.

4motivi.com

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий