ბიბლია ამბობს, რომ ჩემი მეფე არის შვიდ გზის მეფე.
ის - ისრაელის მეფეა,
ის - სიმართლის მეფეა,
ის - საუკუნეთა მეფეა,
ის - ზეცის მეფეა,
ის - დიდების მეფეა,
ის - მეფეთ მეფეა და უფალთ უფალი,
ის - ჩემი მეფეა..
იცნობ შენ კი მას ?
ჩემი მეფე არის სუვერენული მეფე.
ვერანაირი საზომით ვერ გაზომავ მის
უკიდეგანო სიყვარულს.
ის - მუდმივად ძლიერია,
ის - აბსოლიტურად წრფელია,
ის - მარადის მუდმივია
ის - უსასრულოდ ხელმწიფებს,
ის - გასაოცრად მტკიცეა,
ის - ობიექტურად მწყალობელია,
იცნობ შენ მას ?!
ის - უდიდესი ფენომენია სამყაროში გაცხადებული.
ის - ღვთის ძეა,
ის - ცოდვილთ მხსნელია,
მასშია საწყისი კაცობრიობის მთელი ცივილიზაციისა.
ის - არს უბადლო და განუმეორებელი.
ის - ყველაზე ამაღლებული იდეაა ლიტერატურაში.
ის - უმთავრესი პიროვნებაა ფილოსოფიაში.
ის - ფუნდამენტური დოქტრინაა ჭეშმარიტი თეოლოგიის.
ის - ერთადერთია ვისაც დამსახურებულად შეგიძლია უწოდო სრულად დამხსნელი.
იცნობ შენ დღეს მას ?!
ის - აძლევს ძალას სუსტებს.
ის - მისაწვდომია ცდუნებულთათვის და განსაცდელში მყოფთათვის.
ის - ავლენს თავის სიმპატიას და იხსნის.
ის - მხარს უჭერს და აძლიერებს.
ის - იცავს და ის უძღვის.
ის - კურნავს ავად მყოფთ.
ის - წმენდს კეთროვანთ.
ის - პატიობს ცოდვილთ.
ის - ათავისუფლებს მევალეთ.
ის - ათავისუფლებს ტყვეებთ.
ის - იცავს უძლურთ.
ის - აკურთხებს ახალგაზრდებს.
ის - ემსახურება უბედურთ.
ის - ზრუნავს მოხუცებზე.
ის - აჯილდოებს ერთგულთ.
ის - ამკობს თავმდაბალთ.
იცნობ კი შენ მას ?!
ის - ცოდნის გასაღებია.
ის - სიბრძნის წყაროა.
ის - კარია ხსნის.
ის - გზაა სიმშვიდის.
ის - გზაა სიმართლის.
ის - გზაა სიწმინდის.
ის - კარიბჭეა დიდების.
იცნობ შენ მას ?!
მის სიცოცხლეს არ ჰყავს სადარი.
მისი სიკეთე უკიდეგანოა.
მისი წყალობა ულევი.
მისი სიყვარული უღალატო.
მისი სიტყვა სამყოფი.
მისი წყალობა საკმარისია.
მისი მმართველობა მართალი.
უღელი მისი საამოა და ტვირთი მისი მსუბუქი.
სამწუხაროა, რომ ვერ გიღწერთ მას - მისი აღწერა შეუძლებელია.
ის მიუწვდომელია.
ის უძლეველია.
ის შეუპოვარია.
რთულია არ იფიქრო მასზე.
რთულია არ გაუწიო მას ანგარიში.
შენ ვერ განიცდი მას და ვერ იცხოვრებ მის გარეშე.
ფარისევლები ვერ იტანდნენ მას, მაგრამ მიხვდნენ, რომ ვერ შეაჩერებდნენ მას.
პილატემ ვერ იპოვა მასში ბრალი.
ჰეროდემ ვერ მოკლა იგი.
სიკვდილი ვერ გაუმკლავდა მას და საფლავმა ვერ დაიკავა იგი!
Комментариев нет:
Отправить комментарий