როგორ შეუძლიათ იცოდნენ ამდენი და ერთ ადგილას იდგნენ? როგორ შეუძლიათ ისაუბრონ სიტყვების გარეშე და იყვნენ ერთად მაშინაც კი, როცა მარტონი დგანან?
ხეები მუდამ გამჭრიახ მასწავლებლებად მიმაჩნდა. პატივს ვცემდი მათ, როცა ტომებად და ოჯახებად ცხოვრობდნენ ტყეებსა და ბუჩქნარებში და მათი პატივისცემა უფრო მეტად მემატებოდა, როდესაც მარტოთ ვხედავდი.
ხეები მარტოსულ ადამიანებს ჰგვანან. ისეთებს კი არა, რომელთაც საზოგადოებას საკუთარი სისუსტის გამო აქციეს ზურგი, არამედ დიად მარტოსულებს, მაგალითად ბეთჰოვენსა და ნიცშეს. მათ წინაშე მსოფლიო იხრის ქედს, მათი ფესვები უსასრულობაში ისვენებენ, ისინი არ კარგავენ საკუთარ თავს და მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვიან: თავიანთი კანონების გამოყენებით შექმნან უნიკალური ფორმა და წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
არაფერია ძლიერ ხეზე მეტად მშვენიერი.
როცა ხეს ჭრიან და მისი სასიკვდილო ჭრილობა მზის სინათლეზე იკვეთება, მის ნათელ ტანზე მთელი მისი ისტორია იკითხება : წლოვანების რგოლები, ჭრილობები, ბრძოლა, ტკივილი და ტანჯვა – ყოველი ბედნიერება და კეთილდღეობა, რომლებიც მოვარდნილ ქარიშხლებს ებრძვიან.
ყველა ახალგაზრდა ფერმერმა ბიჭმა იცის, რომ ყველაზე კეთილშობილსა და ძლიერ ხეს, ყველაზე განიერი რგოლები აქვს და რომ მხოლოდ მაღალ მთებსა და საშიშ ადგილებში იზრდებიან ყველაზე ძლიერი და იდეალური ხეები.
ხეები ტაძრები არიან. ვინც იცის როგორ ესაუბროს მათ და მოუსმინოს, მხოლოდ ის სწავლობს სიმართლეს.
ხე ამბობს: სიმართლე ჩემს სიღრმეში იმალება. ცდა და რისკი, რომელიც მშობელმა ჩემში ჩადო უნიკალურია. განუმეორებელია ჩემი ფორმა, ძარღვები, კანი, უნიკალურია თითოეული ფოთოლი ჩემს ტოტზე და ყველა პატარა ღარი ჩემს ქერქზე.
ხე ამბობს: სიმართლე ჩემს სიღრმეში იმალება. ცდა და რისკი, რომელიც მშობელმა ჩემში ჩადო უნიკალურია. განუმეორებელია ჩემი ფორმა, ძარღვები, კანი, უნიკალურია თითოეული ფოთოლი ჩემს ტოტზე და ყველა პატარა ღარი ჩემს ქერქზე.
ხე ამბობს: ჩემი სიძლიერე ნდობაა. მე არაფერი ვიცი ჩემი მშობლების შესახებ, არაფერი მესმის ათასობით ახალი სიცოცხლის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად ყვავილობენ ჩემში. მე მჯერა უფლის, მე მჯერა ჩემში არსებული ძალისა და შრომის. სხვა არაფერი მადარდებს და ამ სიმართლით ვცხოვრობ.
როდესაც ცხოვრებაზე გულგატეხილნი ხელს ჩავიქნევთ, ხე გვეუბნება: იცხოვრე! იცოცხლე! ცხოვრება ადვილი არ არის, ცხოვრება რთული არაა. ეს ბავშვური ფიქრებია. დაე, ღმერთმა ისაუბროს შენში და შენი ფიქრებიც დადუმდებიან.
თუ შეშფოთებული ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი გზა დედისა და სახლის გზას ამცდარა, მაგრამ ყოველ ნაბიჯსა და დღეს ისევ დედის გზაზე მივყავართ. სახლი არც აქაა და არც იქ. სახლი შენშია, ან სხვაგან არსად.
გული ძლიერი გრძობით მევსება, როდესაც მესმის როგორ შრიალებენ ხეები საღამოს ნიავში და თუ ვინმე დიდხანს დაუგდებს ყურს მათ ხმას, აუცილებლად მიხვდება სათქმელს.
ეს იმდენად ვინმეს ტანჯვისგან თავის დაღწევის მცდელობა არაა, რამდენადაც შეიძლება ასე მოგეჩვენოთ. ეს სახლისკენ სწრაფვაა, საკუთარი დედის მონატრებაა. ამ ხმას სახლისკენ მივყავართ. ყველა გზაც ხომ საბოლოოდ სახლისკენ მიდის. ყოველი ნაბიჯი დაბადებაა, ყოველი ახალი ნაბიჯი სიკვდილია.
და როცა ჩვენი საკუთარი ბავშვური ფიქრების წინაშე მდგარნი ხის მოკრძალებულ საუბარს ვუსმენთ, მხოლოდ მაშინღა ვხვდებით რომ მათ დიადი ფიქრები აქვთ, ღრმა და მშვიდი სუნთქვა. ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, რადგან ჩვენ არ ვუსმენთ მათ.
მაგრამ როდესაც ვსწავლობთ,როგორ ვუსმინოთ ხეებს ჩვენი გონების შეზღუდულობა, სიჩქარე და ბავშვური სიფიცხე წარმოუდგენელ და შეუდარებელ სიამოვნებად გარდაიქმნება.
და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა.
ეს არის სახლი.
ეს ბედნიერებაა…
Комментариев нет:
Отправить комментарий