საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა გადაცემა "ბიზნესკურიერში" იხსენებს, რომ "კაზანტიპის" გამო ის და ეკონომიკის მინისტრი საპატრიარქოში დაიბარეს.
"დამიბარეს საპატრიარქოში, მქონდა შეხვედრები ეპისკოპოსებთან და მეუფეებთან, მითხრეს, ეს არ უნდა ჩატარდესო, ეს იქნება სოდომი და გომორი, ეს საქართველოს წაართმევს ანაკლიას და ამიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ ტარდება კაზანტიპი. მშვიდად მოვუსმინე, ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ავუხსენი ყველაფერი, ვითომ ერთ მომენტში დაიჯერეს, შემდეგ ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდა. ზეწოლა იყო, ნამდვილად, არ მინდა მთელი ეკლესია გავაკრიტიკო, მაგრამ იქ არიან სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად არ იქცევიან როგორც სასულიერო პირები, პირიქით, ძალიან ცუდ როლს ასრულებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში",- ამბობს გიორგი სიგუა.
მისი თქმით, რამდენიმე სასულიერო პირი მას სამინისტროს თანამშრომლის განსხვავებული სექსუალური იდენტობის გამო აშანტაჟებდა და ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა.
"ჩემზე არ იქონია ამან გავლენა, მაგრამ ამან გავლენა იქონია გიორგი კვირიკაშვილზე. მას შემდეგ, რაც მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, მითხრა, რომ ჯობია ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთ და ჩავატაროთ სხვა ღონისძიება, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ფესტივალი ჯდება 7-8 მილიონი ლარი, თუ ამ ფულს მომცემ და ჩავატარებ რაიმე ფესტივალს, ერთი, ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხა, მეორე, გავხდებით დასაცინი და მესამე- როგორ შეიძლება შენ გყავდეს ინვესტორი, რომელიც ფულს აქეთ ხარჯავს, შენ კაპიკს არ გთხოვს და შენ სახელმწიფოს ფულს ხარჯავ პირიქით, მე ამაზე ვუთხარი უარი,"-ამბობს სიგუა.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე იხსენებს, რომ კაზანტიპის პრეზიდენტ ნიკიტა მარშუნოკსა და ეკლესიას შორის შეთანხმებაც კი შედგა ფესტივალზე მხოლოდ "სნოს" შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით ეკლესიას სხვა მოთხოვნები გაუჩნდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
"სნოს სურდა, რომ ისინი წყლის ექსკლუზიური გამყიდველები ყოფილიყვნენ, რაც იყო საკმაოდ ძვირადღირებული ლოტი, სნო ამას იღებდა აბსოლუტურად უფასოდ, ეს იყო მათი მოთხოვნა, რომ წყალი მათ უნდა გაეყიდათ. შევთანხმდით, ეკლესია ითხოვდა "სნოს" შემოტანას. თვითონ სასულიერო პირები ითხოვდნენ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ "სნო"-ო. თავად კომპანია კი არ მოსულა. ეს გაიტანეს, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცებიც მოითხოვეს და წარმოიშვა ნიკიტა მარშუნოკსა და მათ შორის ბიზნესდაპირისპირება, რის გამოც "სნომ" საბოლოოდ ეს ლოტი ვერ მიიღო", -ამბობს გიორგი სიგუა.
იხილეთ ვიდეო
მსგავსი თემები:
1) საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციები
2) საპატრიარქოს კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით
იხილეთ ვიდეო
მსგავსი თემები:
1) საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციები
2) საპატრიარქოს კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით
Комментариев нет:
Отправить комментарий