ქარის სადგურს სახელად INVELOX უჩვეულო დიზაინი აქვს: ესაა მოღუნული მილი ცვლადი კვეთით, რომელიც ეფექტურად გარდაქმნის ქარის ენერგიას.INVELOX, ფაქტობრივად, არის მილძაბრა-ჰაერშემკრებთა ნაკრები, რომლებიც იტაცებს ქარს და შევიწროებული მილით აწვდის ჰაერის ნაკადს ელექტროგენერატორის ფრთას. ასეთ დიზაინს ბევრი უპირატესობა აქვს: კონსტრუქცია უსაფრთხოა, ვინაიდან არა აქვს უზარმაზარი ღია ფრთები; მარტივია დაყენებისა და ექსპლუატაციის თვალსაზრისით; ტურბინის გამოსავალზე მიიღება სასარგებლო (მაგალითად, საავტომობილო გვირაბის ვენტილაციისათვის) უფრო სწრაფი ჰაერის ნაკადი, ვიდრე საწყისი ქარი.
ქარის სადგური INVELOX ცოტა ადგილს იკავებს და ნაკლებად ხმაურიანია, ვიდრე ჩვეული ქარის სადგური ღია ფრთებით.
უფრო მეტიც, ავტორთა განცხადებით, ქარის სადგური INVELOX გაცილებით ბევრ ენერგიას შეიმუშავებს. ეს მიიღწევა ჰაერის ნაკადის შეკუმშვისა და დაჩქარების, აგრეთვე მოძრავი ნაწილების ნაკლები მასის წყალობით. ასე, თუ ქარის სიჩქარე 16 კმ4/სთ შეადგენს, ქარის სადგურის მილში ის 64 კმ/სთ-მდე იზრდება, ხოლო ტურბინის გამოსავალზე 24 კმ4/სთ შეადგენს. ექსპერიმენტის მსვლელობისას INVELOX-ის ეფექტურობა 81-660%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ქარის სადგურისა.
INVELOX ნაკლებად აზიანებს გარემოს, ვიდრე ჩვეულებრივი ქარის სადგური. ის უფრო მცირე ზომისაა, ნაკლებად ხმაურიანია და ნაკლებად საშიში ჩიტებისათვის. გარდა ამისა, INVELOX დადგმა უფრო იაფია – გენერირებული სიმძლავრის 1 კვტ დაახლოებით 750 დოლარი ჯდება, ანუ კვ∙სთ-ის ფასი მხოლოდ 1 ცენტია.
ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს INVELOX-ის გამოცდა სხვადასხვა რეჟიმით და კონსტრუქციის სრულყოფა. გამორიცხული არ არის, რომ ქარის ტურბინის ერთი შეხედვით მარტივმა კონსტრუქციამ შეიძლება შეცვალოს თანამედროვე ენერგეტიკის სახე. ქარის სადგურ INVELOX-ს შეიძლება სხვადასხვა მასშტაბისა იყოს: მისი გამოყენება შეიძლება როგორც უზარმაზარი სამრეწველო ქარის ელეტროსადგურის სახით, ისე ცალკეული სახლის ენერგომომარაგებისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий