ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დიდხანს მუშაობდნენ უსაფრთხო შაქრის მიღების ახალ ტექნოლოგიაზე. სამუშაოს შედეგია ერითრიტის– ნატურალური შაქრის შემცვლელის ახლებური ფორმა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ერითრიტი არ იწვევს გასუქებას, კარიესს და არანაირად არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე.
სხვათა შორის, ერითრიტს დიდი ხანია იყენებენ აზიაში. ტრადიციულად აკეთებენ მაღალტექნოლოგიური დამუშავების გზით, საფუარებისგან, თუმცა მეცნიერებმა ერითრიტის მიღების უფრო იოლი და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი საშუალება იპოვეს.
აღმოჩნდა, რომ სოკოს ერთ-ერთი სახეობა სპეციფიკურ გავლენას ახდენს ლერწმის ქიმიურ ელემენტებზე. მეცნიერებმა სოკოს გენეტიკური მოდიფიცირების მეშვეობით ერითრიტის საჭირო დონემდე წარმოების რაოდენობა გაზარდეს. ასე მიღებული დამატკბობელი 70-80%-ით შაქრის ეკვივალენტურია. მათ უკვე დააპატენტეს ერითრიტის წარმოების ტექნოლოგია.
წყარო: http://www.etanews.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий