среда, 27 августа 2014 г.

დედამიწის ყველაზე გავრცელებული, თუმცა მოუხელთებელი მინერალი, რომელსაც ნობელის პრიზის მფლობელის სახელი უწოდეს


ბრიჯმენის მოუხელთებელი მინერალი ძარღვის სახით მოჩანს, რაც დარტყმის შედეგად მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო წარმოიქმნა 4.5 მილიარდი წლის მეტეორიტში, რომელიც ქვინსლენდში, ავსტრალიაში იპოვნეს.
მეცნიერებმა პირველად დაინახეს მაგნეზიუმის სილიკატის მინერალი, რომელიც უკვე ფიზიკოს - პერსი ბრიჯმენის სახელობისაა.
დედამიწის ყველაზე გავრცელებული მინერალი პლანეტის შუაგულში, მის სიღრმეში არსებობს, რაც ადამიანის თვალისთვის მიუწვდომელია. ამჯერად, მეცნიერებმა ახლოს პირველად იხილეს აღნიშნული მინერალი 4.5 მილიარდი წლის მეტეორიტში ძარღვის სახით. შედეგად, მათ დაახასიათეს და აღწერეს მოუხელთებელი მინერალი.
ბრიჯმენის სახელობის ახალი ოფიციალური სახელი უწოდეს მინერალს, რომელიც ადრე თავისი ქიმიური შემადგენლობისა და კრისტალური სტრუქტურის გამო ცნობილი იყო, როგორც პეროვსკის სახელობის სილიკატი. მაგნეზიუმის მინერალს 1946 წლის ნობელის პრიზის მფლობელი ფიზიკოსის - პერსი ბრიჯმენის სახელი უწოდეს, როგორც ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ბლოგშია აღნიშნული.

ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий