понедельник, 23 июня 2014 г.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი- მართლმადიდებლობის ისტორიული გზა



The Historical Road of Eastern Orthodoxy (1977)
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი



წინასიტყვაობა
ეს წიგნი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, კიდევ უფრო ნაკლებადაა სამეცნიერო გამოკვლევა. ზოგადი ისტორიის ოთხას გვერდზე დაწერა ისტორიის სახელებისა და თარიღების ჩამოთვლამდე დაყვანა იქნებოდა.  ამ წიგნში მკითხველი იპოვის ამგვარ ზოგად ისტორიაზე ერთგვარ კომენტარს მთავარ მოვლენებზე მითითებით, წარსულში
მომხდარი მთავარის მეორეხარისხოვანისაგან გარჩევის მცდელობას, მართლმადიდებელი ეკლესიის ხანგრძლივი გზის ნიშნულების (ძირითადის მაინც) აღნიშვნას.
მე არ ვმალავ მოვლენების ჩემეულ შეფასებებს, მაგრამ, ცხადია, ამ შეფასებებს არანაირად მივიჩნევ არც საბოლოო, არც ამომწურავ შეფასებებად. ვფიქრობ, რომ ფიქრი წარსულზე, მისი სინდისიერი შეფასება, ისტორიული სიმართლის უშიშრად მიღება დღეს განსაკუთრებით აუცილებელია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ყველა მისწრაფებისა და იმედის ცენტრში ეკლესია დგას. ჩემს საკუთარ შეფასებას ვთვლი უფრო კითხვად, ვიდრე პასუხად, ან “მსჯავრად”. ამ “განზოგადებას” საფუძვლად უდევს აღმოსავლეთის ეკლესიის
ისტორიის კურსი, რომელსაც 1945-1951 წლებში ვკითხულობდი მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, პარიზში, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში – წმ. ვლადიმერის სასულიერო აკადემიაში, ნიუ-იორკში. ვასრულებ რა ამ წიგნს, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წლებში ქრისტიანული ჭეშმარიტების მსახურების შთამაგონებელი
მაგალითი იყო. უპირველესად, ვმადლობ ჩემს მასწავლებელს, პროფესორ ა.ვ. კარტაშევს, რომლის ხელმძღვანელობითაც დავიწყე ეკლესიის ისტორიის შესწავლა, ასევე ვმადლობ ჩემს მასწავლებლებსა და კოლეგებს პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში,  წმ. ვლადიმერის აკადემიის დეკანს პროტოპრესვიტერ გ. ვ. ფლოროვსკის. მკითხველი თავად ნახავს, რამდენად ვარ დავალებული მისგან. განსაკუთრებით კი მინდა ვახსენო პროფესორი ს. ს. ვერხოვსკი; მასთან მეგობრობისა და ურთიერთობისგან დავალებული ვარ მეტად, ვიდრე ამის გამოხატვა შემიძლია.
პროტოპრესვიტერი ა. შმემანი
ნიუ-იორკი,
მარტი, 1953 წ.




წიგნის წაკითხვა


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий