ავტორი: ქეთევან ხომერიკი
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქემ, "ფეისბუქით" გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ გამოაძევა სასულიერო პირმა მისი ათი წლის გოგონა ეკლესიიდან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა პირჯვარი ვერ გადაიწერა „სწორად“ და თან ეს "ცოდვა" იმანაც დაუმძიმა, რომ ეროვნებით ქართველი არ იყო.
ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ჩვეული გულგრილი გამოხმაურება მოყვა საპატრიარქოს მხრიდან. თამამად და უშფოთველად და უბრალოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით, პასუხობს მსგავს ინციდენტებზე საპატრიარქოს მდივანი საპატრიარქოს სახელით, ამჯერადაც რა თქმა უნდა, არ სჯერა და ვიდეომასალით მოითხოვა მომხდარის დადასტურება და სასულიერო პირის მხრიდანაც არ მოყოლია სინანული.
საინტერესოა, რატომ არ ითხოვს საპატრიარქო იმ სისულელეების ვიდეო-მასალით დასაბუთებას, რასაც მრევლს თავში ატენიან უკვე წლების განმავლობაში და რის გამოც, უშფოთველი დამოკიდებულება აქვთ მსგავსი ქსენოფობიური გამონახტომების მიმართ. მტკიცებულებების მომთხოვნები, ალბათ, ძალიან კარგად გრძნობენ რა დონის დამუშავება შეძლეს თავიანთი მრევლის, ანუ საქართველოს მოქალაქეების (ეროვნებით ქართველი) მინიმუმ 90%-ის.
წლების მანძილზე, ქრისტეს სახელით დათესეს კაცთმოძულეობა, შეუწყანრებლობა, აგრესია. ქვეყანა, რომელიც ამაყობდა თავისი მრავალეთნიკურობით და მშვიდობიანი თანაცხოვრებით სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებთან, თვალსა და ხელს შუა გახადეს ყველაზე საშიშ ადგილად ყველასთვის, ვინც არ აკმაყოფილებს ორ კრიტერიუმს:
1. არ არის ეთნიკურად ქართველი და
2. არ არის სმე-ს რომელიმე ეკლესიის/მამაოს/ეპარქიის მრევლი.
გახადეს საშიშ და აუტანელ ქვეყანად ნებისმიერისთვის, ვინც კი რაიმე ნიშნით შეიძლება უმცირესობად ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ამის შედეგებს არა მარტო თვითონ, არამედ მთელი ქვეყანა მოიმკის, თითოეული ჩვენგანი მოიმკის ძალიან მძიმე და სერიოზული ეთნიკური ომების სახით. ამ შედეგზე, რა თქმა უნდა, არც საქართველოს საპატრიარქო არ ფიქრობს და შესაბამისად, არც მათი მრევლი.
რა თქმა უნდა, გოგონას დედის მონათხრობი სასწრაფოდ სიცრუედ და "მამაოების" წინააღმდეგ აგორებულ მიზანმიმართული ანტირეკლამის შემადგენელ ნაწილად მოინათლადაზომბირებული მრევლის მიერ. ეჭვის შეტანის საფუძველი ისედაც არ მექნებოდა, მაგრამ ძალიან კარგად მეცნო ეს წინადადება: „Благодарю его от всей души, за урок, который он преподнёс моей десятилетней девочке, только трудности делают из армян ещё больших армян! „
ათი წლის ვიყავი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ახლობლის დაკრძალვაზე ოჯახთან ერთად რომ მოვხვდი.დაკრძალვიდან ეკლესიაში ამოვყავი თავი. ხის ეკლესია იყო, ძალიან მოკრძალებული, ვერაფერს ვიტყვი. ეკლესიაში არავინ ჩანდა. ბავშვური ცნობისმოყვარეობით დავიწყე კუთხე-კუნჭულის შესწავლა და ამ შესწავლის პროცესში ეკლესიაში მდგარ მაგიდას მივადექი, რომელზეც მობილური ტელეფონი იტენებოდა. მობილური ტელეფონები მაგ დროს ჯერ კიდევ შეძლებული ადამიანების გასართობად ითვლებოდა და, შესაბამისად, ეს ჩემი პირველი ახლო კონტაქტი იყო მობილურ ტელეფონთან. რა თქმა უნდა, ინტერესით დავუწყე თვალიერება.
გამიმართლა და ცხოვრებამ მეტის დანახვის საშუალება მომცა. ტელეფონმა დარეკა. ზარზე სად იყო და სად არა, მამაო გაჩნდა. მამაოს სატელეფონო საუბარი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და საუბრის შემდეგ კი ათი წლის ბავშვისთვს მოიცალა და ძალიან უკმაყოფილო, აგრესიული და უხეში ტონით (ყოველი შემთხვევისთვის, მაშინ ასე აღვიქვი) უსირცხვილობაში დამდო ბრალი: ამხელა გოგოს, როგორ არ გრცხვენია შარვლით რომ შემოდიხარ ეკლესიაშიო, და მისი დატოვება მომთხოვა.
იმ დღეს გაწყდა ჩემი ურთიერთობა ეკლესიასთანაც და იმ დღიდან იძულებული გავხვდი ჩემი გზები გამომეძებნა ღმერთთან კავშირისთვის. პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი პატარა ღირსება მეც მქონდა და ყველაზე მეტად ოჯახის წევრების თანდასწრებით მიღებულმა რბილად რომ ვთქვა, შენიშვნამ მომკლა. წლების განმავლობაში ვერ ვივიწყებდი და ვერ ვინელებდი ამ ამბავს, რომელიც მაშინ შეურაცხყოფად მივიღე.
სარწმუნოებასთან დამოკიდებულება იმ დღიდან ცალკე ბრძოლის ველად მექცა და ცალკე თემად ჩამოყალიბდა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ მამაოს მიმართ. როგორც ცხოვრების მიერ გამოგზავნილ საჩუქარს ისე ვუყურებ. მისმა უტაქტობამ, უხეშობამ თვალები ადრე ამიხილა და დიახაც, უფრო ძლიერ ადამიანად მაქცია. ადამიანად, რომელსაც უამრავი კითხვა გაუჩინა.
დაწყებული ყველაზე ყოფითი კითხვიდან: მაშინ, როცა ნახევარი საქართველო შიმშილობდა, მობილური ტელეფონის ქონის ფუფუნება საიდან ქონდა იმერეთის ღარიბი სოფლის მამაოს? და დამთავრებული იმით, თუ როგორ გახდა შემწყარებლობაზე, მიმტევებლობაზე, სიყვარულზე დაფუძნებული რელიგია საქართველოში, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, რასისზმის, მიუღებლობის, აგრესიის, სიყვარულისგან დაცლილ მკვებავ ძალად.
წყარო

Комментариев нет:
Отправить комментарий