ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობამ (74%) არ იცის, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს.
გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა(75%) ასევე არ იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 4.5 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდება ოთხ რელიგიურ კონფესიაზე: კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ისლამური თემი და იუდეური თემი. გამოკიხულთა უმეტესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ამართლებს.
გამოკითხულთა 39%–ის აზრით, ეს გადაწყვეტილება არასწორია, ხოლო 31% მიიჩნევს, რომ ეს გამართლებულია. 28%–მა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.
NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

Комментариев нет:
Отправить комментарий